ბლოგები
ქუთაისში მწერალთა სახლი გაიყიდა - ცირა ყურაშვილის ბლოგი
FaceBook
სახლი, რომელსაც ჩვენი ქვეყნისა და ქალაქის არაერთი კულტურული მოვლენა დაუკავშირდა, ჯერ როგორც მოსწავლეთა სასახლეს, შემდეგ კი მწერალთა სახლს.

ამ სახლში სხვადასხვა დროს ჟურნალ ,,განთიადს" რედაქტორობდნენ კონსტანტინე ლორთქიფანიძე, გურამ ფანჯიკიძე, რეზო ჭეიშვილი... მარტო რეზო ჭეიშვილის განუზომელი ღვაწლი ჩვენი მწერლობის წინაშე, ქმნიდა იმის წინაპირობას, რომ მწერალთა სახლი აღდგენილი სახით კვლავ მომსახურებოდა იმერეთის შემოქმედებით ძალებს.

ამ ისტორიულ შენობას უკავშირდება ჩემი და ჩემი თაობის მწერალთა შემოქმედებითი ბიოგრაფიაც. აქ ვიყრიდით თავს პოეტები, ხელოვანები, ლიტერატურისმოყვარულნი მთელი იმერეთიდან. გვქონდა გაცხოველებული მსჯელობა და კამათი, რაც გვზრდიდა და ისეთ გარემოს გვიქმნიდა, რომლის გარეშეც ახალგაზრდას საკუთარი თავის პოვნა, შემოქმედებითი გზისა, თუ ძალის, ხარისხის განსაზღვრა ძალიან უჭირს. ამ გარემოს შექმნა ჩვენი წინა თაობის მწერლების და განსაკუთრებით რეზო ჭეიშვილის დამსახურება იყო. მან მოგვიყარა თავი ახალგაზრდებს ლიტერატურულ ჟურნალ ,,განთიადის" რედაქციაში, ზოგს მუშაკებად, ზოგს კი ამ ჟურნალის ფურცლებზე... მისივე თაოსნობით 80-იან წლებში ამ შენობაში ჩატარებულმა სარემონტო სამუშაოებმა განსაკუთრებული პეწი შემატა და სასიამოვნო გახადა ეს გარემო.

ხელისუფლების უგვანმა პოლიტიკამ, მასთან შეურიგებლობამ და ჩვენი სოციალური ყოფის სიძნელეებმა ამ ძვირფას შენობაში ჩვენი ოთახების კარი გამოგვახურინა, ვიმედოვნებით, რომ მხოლოდ დროებით და მალე შევძლებდით დამწყებ მწერლებთან იმ ურთიერთობათა ჯაჭვის აღდგენას, რასაც გამოცდილების გაზიარება ჰქვია. რადგან ახალგაზრდა მწერლებსაც ისევე ესაჭიროებათ ძალების მოსინჯვა პროფესიულ გარემოში, როგორც ჩვენ გვესაჭიროებოდა ათეული წლების წინ.

არცერთი ქვეყნის თვითმმართველი ქალაქის ხელისუფალი არ დაუშვებდა ამგვარი ძველი, კულტურული, შემოქმედებითი კერის ჯერ სრულ იავარქმნას, შემდეგ კი ერთპიროვნული, საზოგადოებასთან შეუთანხმებელი გადაწყვეტილების მიღებას გაყიდვისათვის.

სრულიად მოუთმენელია, რომ ასე ერთი ხელის მოსმით იყიდება ყველაფერი, რისი გაყიდვაც არ შეიძლება, დავიწყებას ეძლევა და ისპობა სახელოვანი ისტორია, რომელსაც აქვს ძალა- არასრულფასოვნების გრძნობისაგან განკურნოს და ახალ თაობათა სწორი მიმართულებით სვლის ბიძგად იქცეს. მოუთმენელია, რომ ქუთაისის თვითმმართველობა ყურად არ იღებს საზოგადოების პროტესტს (თუნდაც მაკდონალდსისთვის ისტორიული ტერიტორიის მიყიდვის ფაქტი) და ქალაქზე ზრუნვის საბაბით ებრძვის ისტორიას, აღარ ტოვებს კულტურულ სივრცეს ადამიანებისთვის...


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს
პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ
ოვერსაიზების ერა დასრულდა.
15:31 / 14.01.2024
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ ოვერსაიზების ერა დასრულდა.
2023 წლის მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა, შეიძლება ითქვას, რომ
საპროტესტო აქციები იყო.
19:56 / 30.12.2023
2023 წლის მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა, შეიძლება ითქვას, რომ საპროტესტო აქციები იყო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.