ბლოგები
"აქ ვარ ოთხთაგან ერთი მეშახტის ცოლი და გელაპარაკებით"
FaceBook
ტყიბულში 9 მაისი დაღუპლი მეშახტეების ცოლებს  თინა სიხარულიძემ წერილი მიუძღვნა, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.


"მკვდარი მეშახტის ცოლებო, გოგოებო, ქალებო,
აი, აქ ვარ ოთხთაგან ერთი მეშახტის ცოლი და გელაპარაკებით.
ჩემი კაციც წავიდა იმ დილით და აღარ დაბრუნდა.

წაიღო ერთი ქილა ლობიო თავისთვის და ძმაკაცებისთვის, ერთი პური და მეოთხედი წველა ყველი.
ჩაალაგა ტყუილი ადიდასის გაქექილ ზურგჩანთაში და წავიდა.
დატოვა მაღაზიის ვალი და ბიჭისთვის მიცემული პირობა, რომ დაბადების დღეზე ლეკვს აჩუქებდა.
გოგოსთვის წართმეული სიგარეტი მოსაწევად არ წაიღო, გადაყარა და თქვა, დღეიდან ამ სახლში
აღარავინ აღარ მოწევსო.

ვიჩხუბეთ იმ დღეს,
იცოდი შენ, რომ ჩვენი გოგო ეწეოდა და არ მითხარიო.
არ ვიცოდი-მეთქი, ვერ დავაჯერე და გავებუტე.
მბრძანებელი ხარ-მეთქი ამ ოჯახში,

ორი კაპიკი შემოგაქვს და თავი მეფე გგონია, მე კი შენი მონა-მეთქი, ეს ვუთხარი ბოლოს.
გავაგრძელე ლობიოს შეკაზმვა და ბიჭის პირით შევუთვალე, დიდო მეფეო, ხვალ შეგიძლია ლობიო წაიღო-მეთქი საგზლად.
აღარაფერი უთქვამს, ეწყინა ლამაზად, როგორც იცოდა ხოლმე,
თვალის კუთხეებთან შავი ნაოჭები უფრო ჩაუმუქდა, ნიკაპი აუკანკალდა, კედლისკენ მიიხედა და არ ვიცი რა იფიქრა.
ადგა დილით ხმაურით, უნდოდა გამღვიძებოდა და გამოვლაპარაკებოდი.

მე კი, მეორე მხარეს გადატრიალებულს, თვალები მაგრად დამეხუჭა და არ ვაპირებდი შერიგებას მის დაბრუნებამდე. ვიცოდი, დაბრუნებულზე მომიტანდა შოკოლადს ან ლამაზ წინდებს
და მე ვეტყოდი, შეგირიგდი, ბიჭო, აბა რა ვქენი, ხო იცი, არ მაქვს შენს იქით გზა.
გაეღიმებოდა მასაც და თმას ამირევდა დაღლილი ხელებით.

ასეთი მქონდა მე გეგმა და დუმილით გავაცილე ქმარი.
წავიდა უთქმელი, საბანი შემისწორა და წავიდა.

დამიტოვა სახლი, დამიტოვა შვილები და იფრინა 400 მეტრი.
არ შევურიგდი ჩემს ქმარს, ბნელ გვირაბებში ისე გავუშვი.
არ შევურიგდი ჩემს კაცს, არ გავუნელე კაცური დარდი,
არ გავაყოლე ჩვეული კოცნა.
მარტო ერთი ქილა ლობიო გავატანე.

და ჩვენში ხომ ქელეხებიც სულ ლობიოთი იციან...
დავუწყობ ახლა სუფრაზე ცხელ კოცნებს, რაც აქამდე მიკოცნია და რაც აწი უნდა მეკოცნა.
ლობიოს ვერ გავაკეთებ, ქალებო, ლობიოს როგორ შევხედო დღეის მერე, გოგოებო...

და ახლა რა ვქნა, რომელი ლეკვი ვუყიდო ჩვენს ბიჭს, ორ კვირაში რომ ხუთის ხდება,
რა ვასწავლო ჩემს თოთხმეტი წლის გოგოს კაცებზე, ცხოვრებაზე, როგორ დავუშალო მოწევა, დარდის ჩაკვლა ობოლ გოგოს...

რა კუბოში ჩავაწვინო ჩემი დაბეგვილი კაცი, რომ შვილებმა ვერ დაინახონ...

თქვენ ხომ შერიგებული გაუშვით თქვენი ნატანჯი კაცები, თქვენი მეფე კაცები, გოგოებო?

ხომ გაატანეთ ფრთებად თქვენი კოცნები, ხომ გაატანეთ ბალიშებად თქვენი თმების სიმსუბუქე, თქვენი მკერდის სირბილე?"

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ვისაც უყვარს იმის გამეორება, რომ კულტურა და
პოლიტიკა ერთმანეთს გამორიცხავს, სხვადასხვა რამ არის და ერთმანეთში
არ იკვეთება, მას შეუძლია თამამად ნახოს სპექტაკლი
,,მაკბეტი
12:22 / 22.11.2021
ვისაც უყვარს იმის გამეორება, რომ კულტურა და პოლიტიკა ერთმანეთს გამორიცხავს, სხვადასხვა რამ არის და ერთმანეთში არ იკვეთება, მას შეუძლია თამამად ნახოს სპექტაკლი ,,მაკბეტი".
სახედასისხლიანებული ამირი ოთახის კუთხიდან
უყურებდა სოჰრაბს, რომელიც მოჭიმული შურდულით, პირდაპირ თვალში
უმიზნებდა მაგიდის კუთხის ბურთულას წვერებიან კაცს.
17:15 / 13.11.2021
სახედასისხლიანებული ამირი ოთახის კუთხიდან უყურებდა სოჰრაბს, რომელიც მოჭიმული შურდულით, პირდაპირ თვალში უმიზნებდა მაგიდის კუთხის ბურთულას წვერებიან კაცს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.