ბლოგები
ქუთაისს უნდა უმღერო ასე!

სიმღერის ეს ვერსია ბევრ თქვენგანს მოსმენილიც არ ექნება. არადა, თავისუფლად შეიძლებოდა "ცისფერი ტრიოს" და სხვათა ცნობილი ქუთაისური ჰიტების გვერდით სიმღერის კონკრეტულად ამ ვერსიას თავისი ადგილი დაეკავებინა ღირსეულად.


არ ვიცოდი, თუ ეს კადრები ტელეკომპანია "რიონის" არქივმა შემოგვინახა.

მეგონა, მხოლოდ ჩემს მოგონებებში არსებობდა…

მახსოვდა და მიყვარდა ამ შესანიშნავი კომპოზიტორის, ჯანსუღ კახიძის სიყვარულით წარმოთქმულ-დამარცვლული ეს სიტყვა... თუ რეჩიტატივი.

გვიან აღმოვაჩინე, რომ ამ გენიოსმა კაცმა, ესმოდა რა ქუთაისის ფენომენი, გალაკტიონის ამ სტროფებს "წყალტუბოდან ქუთაისში" არ აკადრა მავანთა მიერ ხუმრობით მიწებებული "ინდუსტრიის მშენებელი".

სიმღერა დაიწყო სრულიად მოულოდნელად, იმავე ავტორის, გალაკტიონის, 1925 წელს დაწერილი ლექსის სტრიქონებით:

"იქით ნუში, აქეთ ნუში,
დახეთქილი ბროწეული, 

ისევ ალუჩების ბუში 

და ატმების ძოწეული". 


და შემდეგ, პირველ სტროფს შეუხამა 20 წლის შემდეგ, 1945-ში გალაკტიონისვე დაწერილი სხვა ლექსის ოთხიოდე სტრიქონი:

"მოჰფენია ფერი ლილის

არემარეს იმ წყაროთა,

სადაც როსმე ყოველ დილის

გათენება მიხაროდა."

მითხრა, რომ ქალაქზე საუბრობდა და რომ არ ელოდები, სრულიად მოულოდნელად, დასცხო... "წყალტუბოდან ქუთაისში მიმავალო ქარო..."

ნუში, დახეთქილი ბროწეული, ალუჩების ყვავილები - გინახავთ აპრილის ქუთაისში? სილამაზის გარდა სურნელსაც უებარს რომ ასხივებენ. ქუთაისის ბროწეულებს ქუთაისელი პოეტი ზურაბ კუხიანიძეც ხომ უმღეროდა… და არ გიხარიათ აქ ყოველ დილის გათენება?

ეს არის მაღალი ხელოვნება, უკვდავი ნიჭი, მეგობრებო!
და ქუთაისს მხოლოდ ასე უნდა უმღერო!

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს
პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ
ოვერსაიზების ერა დასრულდა.
15:31 / 14.01.2024
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ ოვერსაიზების ერა დასრულდა.
2023 წლის მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა, შეიძლება ითქვას, რომ
საპროტესტო აქციები იყო.
19:56 / 30.12.2023
2023 წლის მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა, შეიძლება ითქვას, რომ საპროტესტო აქციები იყო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.