ბლოგები
ოქროს ფარდები და კარტოფილის ჩიფსები: ტრამპის 6 ცვლილება თეთრ სახლში
FaceBook
პრეზიდენტ ტრამპმა ამერიკელთა ყურადღება ოვალურ ოფისში შესვლისთანავე მიიპყრო. იყო ინტერესი და ვერსიათა ზღვა, თუ როგორ დათმობდა მოოქროვილ პენთ-ჰაუსს მანჰეტენზე და სასახლეს პალმ ბიჩზე, ფლორიდაში.

გამართლდა თავდაპირველი განაჩენი, რომ ქვეყნის 45-ე პრეზიდენტი, რომელიც მრავალი თავისებურებითაა გამორჩეული, თავის კვალს დატოვებდა 1600 პენსილვანია ავენიუზეც.

ასეც მოხდა. ყველაფერი ხელმოუკიდებლად კი არ დატოვა თეთრ სახლში... იმის დასამტკიცებლად, თუ როგორ უყვარს ტრამპს ოქრო (თუ ოქროსფერი), ხუთიოდ საათში საინაუგურაციო ფიცის დადებიდან, პირველი ბრძანება რაც გაიცა, იყო - ჩამოეხსნათ წითელი ფარდები ოვალური ოფისიდან და მის ნაცვლად ოქროსფერი ფარდები დაეკიდათ.



ყველამ იცის, როცა ტრამპი სადილსა და ვახშამს შორის სუსნაობს, მისი საყვარელი "გასართობია" ლეისის კარტოფილის ჩიპსები. "ნიუ-იორკ თაიმსის" ინფორმაციით ეს კლასიკური მარილიანი სასუსნავი მის პირად თვითმფრინავშიც მრავლად მოიპოვებოდა. ამიტომ, გასაკვირი არ ყოფილა ჟურნალისტთა პროგნოზები, რომ თეთრ სახლში ეს "მარილიანი ცვლილება" მოხდებოდა ბარაქ ობამასა და ჯორჯ ბუშის ჯანსაღი კვებ-რეჟიმის შემდეგ.
უკვე ფიქრობენ, რომ ნიახურის ჩხირებიც დაამატონ, იმ ცვლილებებზე საპასუხოდ, რომ მას უკვე უფრო მეტის გავლა შეიძლება მოუწიოს ფეხით. ტრამპი გაკვირვებული დარჩენილა, როცა გაიგო რამდენის გავლა მოუწევს შეხვედრებისათვის ოთახებსა და დარბაზებში. აქამდე, ტრამპის კოშკში, მანჰეტენზე, ტრამპი მხოლოდ ლიფტით გადაადგილდებოდა, როცა 58-ე სართულიდან (სადაც ცხოვრობდა), კუთხის ოფისში ჩამოდიოდა 26-ე სართულზე.



სიფიცხის და კრიტიკის ბუღი დააყენა პრეზიდენტმა ტრამპმა თითქმის ყველა ინტერვიუში მას შემდეგ, რაც "თაიმსმა" დაწერა, რომ ტრამპმა მისი სამუშაო ოთახიდან რასიზმის წინააღმდეგობის ლიდერის, მარტინ ლუთერ კინგ უმცროსის ბიუსტი გააქრო.
არა, ბიუსტი ისევ იქ არის, ხელი არც უხლიათ, ისაა რომ მას კომპანიონი გაუჩნდა - უინსტონ ჩერჩილის ბიუსტის სახით.
პრეზიდენტმა ობამამ ერთხელ განაცხადა, აქ იმდენი მაგიდებია ბიუსტებისთვის, რომ შეგიძლია დიდი ალიაქოთი წარმოშვაო.
ბიუსტი არა, მაგრამ ერთ-ერთი, რაც ტრამპმა გააგდო ოვალური ოფისიდან, ეს უზარმაზარი მრგვალი ხალიჩაა, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები, ყოფილი პირველი ლედის, ლორა ბუშის დიზაინით შექმნილით ჩაანაცვლა.
ეს ხალიჩა, - ამბობს პრეზიდენტი ტრამპი, - უფრო მეტ ოპტიმისტურ შთაბეჭდილებას ასხივებს და გიტოვებს.
მას შემდეგ რაც პრეზიდენტს ხელოვნური ნიმუშების ჩამონათვალი წააკითხეს, მან ამერიკის მეშვიდე პრეზიდენტის, ენდრიუ ჯექსონის პორტრეტი ამოირჩია და დაკიდა თავის სამუშაო ოთახში. ამან უცაბედი პარალელები გაავლებია პრესას, - ჯექსონიც ხომ პირველი პოპულისტი პრეზიდენტი იყო, რასაც ხშირად ამბობენ ტრამპის შესახებაც.



პრეზიდენტ ტრამპმა აგრეთვე გარეთ გააგდო ნაცრისფერი სავარძლები და მდიდრული რბილი ავეჯი შეიტანა.
მილიარდერი პრეზიდენტის მოწონება და განცვიფრება დაიმსახურა ტელეფონებმაც.

"ეს ტელეფონები ყველაზე მშვენიერია, რაც კი ოდესმე გამომიყენებია ჩემს სიცოცხლეში" - უთხრა "თაიმსს". მსოფლიოში ყველაზე მეტად დაცული ამ ტელეფონების მიუხედავად, პრეზიდენტი ისევ იყენებს დაუცველ ანდროიდის მობილურს, ტვიტერის პოსტებსაც ამ ტელეფონით თავად აქვეყნებს.
ტრამპი შეიძლება არ განცვიფრებულა ობამას დროინდელი თეთრი სახლის დეკორაციით, მაგრამ ერთადერთი, რაც უსიტყვოდ დაიტოვა, ორნამენტიანი, ანტიკური და ყველაზე მეტი პრეზიდენტის მიერ ნახმარი მაგიდაა.

ობამა, ბუში, ბილ კლინტონი, რონალდ რეიგანი და ჯონ კენედი - ყველანი ამ მაგიდას უსხდნენ და არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ ტრამპიც ამ მაგიდას აირჩევდა, - პრეზიდენტ რეიგანთან იდეური კავშირის გამო.

მასალა მომზადებულია ამერიკულ პრესაზე დაყრდნობით
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს
პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ
ოვერსაიზების ერა დასრულდა.
15:31 / 14.01.2024
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ ოვერსაიზების ერა დასრულდა.
2023 წლის მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა, შეიძლება ითქვას, რომ
საპროტესტო აქციები იყო.
19:56 / 30.12.2023
2023 წლის მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა, შეიძლება ითქვას, რომ საპროტესტო აქციები იყო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.