ბლოგები
ჩუმად! გამოადგი ფეხი! - გზა ქუთაისიდან გალისკენ
FaceBook
ბავშვობაში, ალბათ, ყველას განუცდია ფორიაქის შეგრძნება, როდესაც სადმე მიდიხარ და ღამე კარგად არ გძინავს.
ყოველთვის ასე ვფორიაქებ, როცა ჩემს სახლში აფხაზეთში მივდივარ. ვფორიაქებ, რადგან სახლისკენ მიმავალი გზა ყოველთვის რთულია და დაბრკოლებებით აღსავსე.

ჯერ ზუგდიდში ჩავედი. იქ ნათესავები მამშვიდებენ, რომ საშიში არაფერია, რადგან ხალხი, პირიქით, იმაზე ოცნებობს, რუსებმა დაიჭირონ. ამით რთული გზა შეუმოკლდებათ და სამხედრო მანქანით მიიყვანენ გალის მილიციაში. საზღვრის უკანონო გადაკვეთის მუხლით დაწესებული ჯარიმის გადახდის შემთხვევაში კი, გაათავისუფლებენ. მთავარია, ბანკში სამუშაო საათები იყოს, რომ ჯარიმის გადახდა შეძლო. წინაღმდეგ შემთხვევაში, გალის იზოლატორში მოგიწევს ჯდომა. თუ შაბათ–კვირა დაემთხვა, ესე იგი, არ გაგიმართლა.

ჩემი გულის ცემის ხმა, ფეხების კანკალი და აჩქარებული პულსი მაშინ ვიგრძენი, როცა ხურჩაში, გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ადგილს მივუახლოვდი. თვალწინ გადამეშალა ავაზაკური მკვლელობის საშინელი კადრები და ყელში ბურთი მაშინ მომებჯინა, როცა გავაანალიზე, რომ ამ ყველაფრის შემდეგ, ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელი ისევ თავისუფლად დადის. დადის, ალბათ იქ, სადაც ახლა მე მივემგზავრები.

აფხაზური საბუთის არ არსებობის გამო, სახლში ფარული გზით უნდა მოვხვდე.

ტაქსი, რომელშიც ვზივარ, ცდილობს რაც შეიძლება ახლოს მივიდეს საზღვართან და იმ ადამიანებს ჩაგვაბაროს, რომლებიც საზღვრის გადაკვეთაში უნდა დაგვეხმარონ.

ჩვენს წინ ქართული პოლიციის 2 პიკაპი მოძრაობს, რომელიც საზღვრის ფორმალურ პატრულირებას ახდენს.

უცებ, პოლიციის მანქანებმა გეზი უკან აიღეს, ეს კი ნიშნავს, რომ იქეთ უკვე კონფლიქტის ზონა იწყება.

ქვეყნის ძალოვანი ნაწილები უკან ბრუნდებიან, წინ კი მიდიან უბრალო მოქალაქეები, ბავშვები, ქალები, ორსულები, მოხუცები, ავადმყოფები, სტუდენტები, აბიტურიენტები და ყველა, ვისაც საზღვრის გადაკვეთის სხვა საშუალება არ გააჩნია.

მეც მივდივარ. ტყეში 2 გოგო, 3 ბავშვი, 2 ქალი და 4 მამაკაცი დამხვდა. ისინიც ჩემსავით იპარებიან. თითოეულმა 1000 რუბლი ავკრიბეთ და მივეცით იმათ, ვინც გადაპარვაში გვეხმარება. სულ 4 თუ 5 ადამიანი იყო ასეთი.

ვიდრე ადგილიდან დავიძრებოდით, გაგვაფრთხილეს, მობილური ტელეფონები გამოგვერთო და ჩუმად გვევლო. მოთხოვნას, რა თქმა უნდა, ყველანი დავემორჩილეთ.

გზა ტალახიანია. ერთმა გოგონამ ფეხსაცმელი იქვე ტალახში ჩატოვა. ყანებია გასავლელი, მაგრამ ვინ დაეძებს, მთავარია, ფონს გახვიდე.

მივდივარ და თავში ბევრი "რატომ?" მიტრიალებს? რატომ იღუპებიან ადამიანები საზღვრის გადაკვეთის დროს? რატომ არ შეუძლიათ ავადმყოფებს, მოხუცებსა და ორსულებს ექიმთან დაბრკოლების გარეშე მისვლა? რატომ ვერ გვარდება ეს პრობლემა? რატომ იტანჯება სულ ჩემი ხალხი? რატომ არაფერი იცვლება უკეთესობისაკენ? და რას აკეთებს ამ დროს ხელისუფლება?

მივდივარ და უცებ, ვხედავ საპირისპირო მიმართულებით ვიღაც შავოსანი ქალი მორბის. ერთ ადგილას გავშეშდი, ხმა ვერ ამოვიღე. ადამიანები კი მირბიან. ამ დროს ერთმა ბიჭმა დამიყვირა, რაც უცდი, ჩქარა იარეო! თურმე, ის ქალბატონი აფხაზეთიდან ზუგდიდისკენ გადმოდიოდა, მე კი ვიფიქრე, რომ რუსები მოსდევდნენ.

ისმის ყვირილი - ჩქარა! გამოადგი ფეხი! რას უცდი! ჩუმად!

თავი საშინელებათა ფილმში მგონია. მე კი ამ დროს ჩემს ქვეყანაში ვიმყოფები და იმ სახლში მიმეჩქარება, სადაც დავიბადე და გავიზარდე. თუმცა, იქ უფლებები არ გამაჩნია.

დაახლოებით 20 წუთია მივდივართ, უფრო სწორად, მივრბივართ, ყანა–ყანა, მდინარე–მდინარე, ტალა–ტალახ და ბოლოს, გავედით მაგისტრალზე.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მკითხველის წერილი - პირველად გადახდილი საჯარო მადლობა რვა წლის წინ
გადარჩენილი სიცოცხლის
სანაცვლოდ

***
17:31 / 17.02.2020

მკითხველის წერილი - პირველად გადახდილი საჯარო მადლობა რვა წლის წინ გადარჩენილი სიცოცხლის სანაცვლოდ


***

დღევანდელ ბლოგში მე მოგიყვებით იმ გზაზე, ამერიკას რომ ბეწვის ხიდზე გავლასავით უწევს - სიტყვის თავისუფლებაზე - სად სცილდება ადამიანის კონსტიტუციური “სიტყვის თავისუფლება” არასახელმწიფოებრივ მოწოდებებს.
10:00 / 11.08.2019

დღევანდელ ბლოგში მე მოგიყვებით იმ გზაზე, ამერიკას რომ ბეწვის ხიდზე გავლასავით უწევს - სიტყვის თავისუფლებაზე - სად სცილდება ადამიანის კონსტიტუციური სიტყვის თავისუფლება არასახელმწიფოებრივ მოწოდებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.