ბლოგები
სიყვარული აპოკალიფსის დროს - ეკა კუხალაშვილის ბლოგი
FaceBook
ჩემს მეგობარს ხშირად უწევდა ციხეში ნათესავის მონახულება, ჰოდა, რამდენჯერაც მიდიოდა ამანათის გადასაცემად იმდენჯერ ხვდებოდა მოხუცი ქალი, რომელიც კუთხეში იყო მიკუჭული და თავის რიგს ელოდა.

ქალს ყველა ცუდად ექცეოდა. როგორც ციხის პერსონალი, ისე პატიმრების ახლობლები.

მოხუცი ვიღაც მკვლელი მანიაკის დედა გახლდათ. მანიაკს სამუდამო პატიმრობა ქონდა მისჯილი სასტიკი დანაშაულებისთვის. მანიაკის დედა კი ციხეში დადიოდა და შვილისთვის ამანათი მიქონდა. მიდიოდა და ყოველ მისვლაზე იტანდა შეურაცხყოფებს, რიგიდან გაგდებას, ხელით შეხებასაც, თუმცა ხმას არ იღებდა, მაინც არ წყვეტდა სიარულს, იყენებდა მონახულების ყველა შესაძლებლობას, ყველაფრის მიუხედავად.

მანიაკი მკვლელი შეიძლება ის კონდიციაა, როდესაც ადამიანიდან არაფერი რჩება. ის შეიძლება აღარც იყოს ადამიანი და ამ სამყაროს ნაწილი, მისთვის არ არსებობდეს არც წარსული არც მომავალი, კეთილი და ბოროტი, შავი და თეთრი. მისთვის უკვე აპოკალიფსი იდგეს.
მასთან მიმართებაში შეიძლება არ მუშაობდეს ლოგიკა, არც მისტიკა, არ იბადებოდეს სიბრალული, გამორიცხული იყოს თანაგრძნობა, ოპტიმიზმი ფარ-ხმალს ყრიდეს, იმედი უიმედობად ტრანფორმირდებოდეს, რწმენიდან ნიჰილიზმი რჩებოდეს და ამ ჯოჯოხეთში ჩანდეს მხოლოდ ერთი, რაც არ იცვლება და რასაც ვერაფერს უხერხებ - სიყვარული.

დედას უყვარდა მისი მანიაკი შვილი, მკვლელი და არაკაცი. ყველასთვის საძულველი და ამაზრზენი. მაგრამ დედა უარს არ ამბობდა მის საზარელ პირმშოზე.

სიყვარული ასეთია. მას შეიძლება ყველაზე უადგილო ადგილას გადავეყაროთ. სადაც საერთოდ არ მიგვაჩნდეს მისი ადგილი.

არსებობს უამრავი მიზეზი, რისთვისაც უნდა გძულდეს ადამიანი, კაცობრიობა და ერთ წესიერ მიზეზსაც ვერ მოძებნი, რისთვისაც იგი სიყვარულს იმსახურებდეს. თუკი მაინცადამაინც დამსახურებაზე მიდგება საქმე, ამიტომ არ უყვართ ამა თუ იმ მიზეზისა და დამსახურებების გამო. სიყვარული არ აყენებს ასეთ პირობებს - შეგიყვარებ ამიტომ და ამიტომ, უნდა გახდე ასეთი და ასეთი, უნდა გადაკეთდე ასე და ასე. როდესაც პირობები ჩნდება, იქ აღარ არის სიყვარული. სიყვარული რომ დამსახურებით ჩნდებოდეს იგი საერთოდ არ იარსებებდა.

სიყვარულს არავინ იმსახურებს და მაგრამ იგი ყველას ეძლევა. ეძლევა საჩუქრად და ეს საჩუქარი უნდა მივიღოთ.

სიყვარულთან შედარებით პატივისცემა გაცილებით პრეტენზიულია. ადამიანს პატივი რომ სცე, უნდა გააჩნდეს რაღაც- რაღაც ღირსებები და სიკეთეები.

"არ მიყვარს, მაგრამ პატივს ვცემო" - იტყვიან მარტივად. არადა პატივისცემა გაცილებით ძნელია. ათასი ხუშტურიანი ადამიანის ნაირ-ნაირ პირობას უნდა პასუხობდე. უფრო მოსაწყენიცაა, დამღლელი. სიყვარული კი ულოგიკოა, ნიავივითაა, არ იცი საიდან უბერავს და სად მიდის. თითქოს არც არის ამ სამყაროს ნაწილი. ამიტომ, ყოველთვის არ ნებდება გრავიტაციას, არ იხსნება მიწიერი წესებით, მიზეზ-შედეგობრივი კანონებით, თუმცა ხანდახან ქიმიაა...

ასე რომ მივაწვეთ სიყვარულს, იგი სამყაროს დასასრულის შემდეგაც ძალაში დარჩება და არ მიგვატოვებს. ამას მანიაკის დედა ამტკიცებს და აჩვენებს. მან უკვე იხილა სამყაროს აღსასრულიც და ჯოჯოხეთიც, მაგრამ სიყვარული არ დაუკარგავს.

ბანალურ ამბებზე ვისაუბრე, ის რაც ყველამ ისედაც იცის. თანაც რა შუაში იყო ახლა სიყვარული ციხისძირიდან ურეკში მცურავ ხესთან, ვიზალიბერალიზაციასთან, მეჭიაურთან, ფარულ ჩანაწერებთან, ადამიანების გაღატაკებასთან, შიმშილთან, დაუცველობასთან. თუმცა ეს ყველაფერი რაღაც კავშირში შეიძლება იყოს „აპოკალიფსთან“. ასეთ დროს კი სიყვარული წამალია.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს
პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ
ოვერსაიზების ერა დასრულდა.
15:31 / 14.01.2024
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ ოვერსაიზების ერა დასრულდა.
2023 წლის მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა, შეიძლება ითქვას, რომ
საპროტესტო აქციები იყო.
19:56 / 30.12.2023
2023 წლის მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა, შეიძლება ითქვას, რომ საპროტესტო აქციები იყო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.