ბლოგები
"უჩინარი“ მერი - იოსებ ხახალეიშვილის საქმიანობის კიდევ ერთი წელი
FaceBook
2023 წელი ისე სრულდება, რომ ქუთაისის მერს იოსებ ხახალეიშვილს ტრადიცია წელსაც არ დაურღვევია და ქვეყანაში მიმდინარე გარდამტეხ პროცესებზე, განცხადება ან თუნდაც საკუთარი პოზიცია, არც ერთხელ დაუფიქსირებია.  

ქალაქის მერის ერთი წლის მუშაობას ჩვენი არქივის მიხედვით შევაჯამებთ.

არცერთი ბრიფინგი, არცერთი პრესკონფერენცია, საკრებულოს 18 სხდომიდან მხოლოდ რამდენიმე დასწრება და დუმილი ე.წ. რუსული კანონპროქტის მიღების მცდელობისას. 

იოსებ ხახალეიშვილს განმარტება მაშინაც არ გაუკეთებია, თუ რატომ არ გამოფინა ევროკავშირის სიმბოლიკა ქალაქში 26 მაისს, მაშინ როცა, ეს პრობლემა სულაც არ ყოფილა იმერეთის სხვა მუნიციპალიტეტების მერებისათვის (საჩხერე, ტყიბული). სამაგიეროდ, ევროკავშირის დროშებით ქალაქი მხოლოდ მას შემდეგ მორთო, რაც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო. ქალაქში ევროკავშირის დროშები გამოფინა და თქვა, რომ ეს წინსვლა ქართველ ხალხთან ერთად, მათი გუნდის ("ქართული ოცნების") დამსახურებაა. 

ქუთაისის მერი მთელი წლის განმავლობაში ძირითადად იმ შეხვედრებზე ჩნდებოდა, სადაც თვითმმართველობის წარმომადგენლები იყვნენ, ან კონკრეტული პროექტების ფარგლებში ადამიანებს აჯილდოვებდა (მსგავს შეხვედრებზე კრიტიკულ მედიას არც გვაგებინებდნენ). 

სამაგიეროდ, მასპინძლობდა დელეგაციებს, დადიოდა მივლინებებში და საქმეს თუ სჭირდებოდა, დაუსრულებელ პროექტებსაც საზეიმოდ ხსნიდა. სწორედ, ასე გახსნა მუხნარის ტერიტორიაზე მდებარე რეკრეაციული ზონა, რომელიც სინამდვილეში დაუსრულებლი  იყო. 


საზეიმოდ გახსნილი დაუსრულებელი სკვერი

დაახლოებით ერთი თვე ცდილობდნენ ძმები ტურაბელიძეები მერთან შევედრას. მისი ნახვის იმედით საკრებულოს სხდომებზეც დადიოდნენ, თუმცა, მერის ნახვა იქაც ვერ შეძლეს, რადგან იოსებ ხახალეიშვილი საკრებულოს სხდომებს ძირითადად არ ესწრებოდა. 

"რამე დავარღვიე? მივლინებაში ვიყავი, არ ვიყავი, ჩემი მოადგილეები ყველანი ადგილზე არიან, საკრებულოსთან გვაქვს თანამშრომლობა და ჩემი დასწრება არ არის საჭირო საკრებულოს სხდომაზე, არც ვალდებულებაა ამის. უბრალოდ, როცა არის საშუალება ყოველთვის დავესწრები, რატომაც არა“,- განმარტავს იოსებ ხახალეიშვილი.

ძმები ტურაბელიძეების მსგავსად, თითქმის მთელი წელი "მონატრებულები" იყვნენ საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები ქალაქის მერთან შეხვედრით.

"მთელი თვეებია ვითხოვთ დაგვენახოს" , - ამბოდნენ საკრებულოს ბოლო სხდომაზე ოპოზიცინერი დეპუტატები. 

მნიშვნელოვან საკითხებზე განცხადების გაკეთების თავიდან არიდების მიუხედავად, ქუთაისისს მერმა მაინც შეძლო მოქალაქეებისათვის თავის დამახსოვრება. ერთი მაშინ, როდესაც ბიუჯეტის ფულით (118 ათასი ლარი) შეძენილი ლურჯი ავტომობილი შეაფასა, მოიწონა და თქვა, რომ ასეთი მაღალი გამავლობის ავტომობილი თვითმმართველობას სჭირდება. 

ყველაზე დასამახსოვრებელი მაინც ემიგრანტებზე გაკეთებული განცხადება გახლავთ.

"ეს ხალხი, (ემიგრანტები) თავის დროზე, რა თქმა უნდა, დაბრუნდება ჩვენს ქალაქში უფრო მეტი გამოცდილებით და უფრო მეტი უნარ-ჩვევებით, რომელსაც ევროპაში მიიღებენ“,- ასეთია ქალაქის  მერის თვალით დანახული ემიგრაციაში ყოფნა. იმ ადამიანების, რომლებსაც ევროპაში ან ამერიკაში (მექსიკით გადაპარული) უნარ-ჩვევების გასაუმჯობესებლად კი არა, ოჯახების გადასარჩენად, ძირითადად, ოჯახში დამხმარეებად  უწევთ მუშაობა. 

აღსანიშნავია, რომ ქუთაისში ათასობით წასულ ემიგრანტებს შორის არიან ადგილობრივი თვითმმართველობის უკვე ყოფილი თანამშრომლებიც. მათ შორის ისეთებიც, რომლებიც თავის დროზე მერის საარჩევნო კამპანიაში აქტიურად იყვნენ ჩართულები. 

რამდენად ხელმისაწვდომი გახდება ქალაქის მერი კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანებისა თუ მედიის წარმომადგენლებისათვის ამას 2024 საარჩევნო წელი გვიჩვენებს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს
პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ
ოვერსაიზების ერა დასრულდა.
15:31 / 14.01.2024
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ ოვერსაიზების ერა დასრულდა.
2023 წლის მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა, შეიძლება ითქვას, რომ
საპროტესტო აქციები იყო.
19:56 / 30.12.2023
2023 წლის მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა, შეიძლება ითქვას, რომ საპროტესტო აქციები იყო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.