ბლოგები
რეალობა რიცხვებში
FaceBook
როდესაც რაიმე პრობლემაზე ლაპარაკობ რისი საშუალებით შეიძლება ამ პრობლემის ყველაზე ობიექტურად აღწერა? ალბათ რიცხვებით. 

რიცხვები, მხოლოდ რიცხვები და არაფერი რიცხვების გარდა. 

მაინც რას გვეუბნება რიცხვები და სტატისტიკა ჩვენს ყოფაზე? 

მაგალითად, იმას, რომ საქართველოს და კონკრეტულად ქუთაისს ბევრი ადამიანი ტოვებს. 

საქსტატი გვამცნობს, რომ 2015 წლიდან 2022 წლის ჩათვლით ქუთაისი 18 ათასმა ადამიანმა დატოვა. 

მაშინ ,როცა იმავე პერიოდში თბილისის მოსახლეობა 86 100, ხოლო ბათუმის მოსახლეობის რაოდენობა 18 600 კაცით გაიზარდა. 

2015 წლიდან 2022 წლის 1 იანვრის ჩათვლით, ქუთაისში მოსახლეობის რაოდენობის ცვლილებამ -12, 2% შეადგინა.

რატომ ტოვებენ ადამიანები ქალაქებს ასე მასობრივად? კარგ ცხოვრებას გაურბიან? ბედნიერების მაღალი ინდექსი ყელში უჭერთ? ყველა ერთნაირად დაბრმავებულია და წინსვლას ვერ ამჩნევს?

კითხვები, რა თქმა უნდა, რიტორიკულია.

თუმცა იგივე (რიტორიკული)კითხვები ჩნდება საქართველოდან ემიგრირებულების შემთხვევაში. 

სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს არც მათი დათვლა დავიწყებია. 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საქართველოდან უცხოეთში ემიგრირებული მოქალაქეობის რაოდენობა  99 974 ადამიანია.

ეს მონაცემი 34.6 პროცენტით მეტია წინა წელთან შედარებით.

მთლიანობაში, საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირისა და შენგენის ზონის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადებების რაოდენობა 2021 წელს, წინა წელთან შედარებით, 68%-ით გაიზარდა და 14 970 შეადგინა.

ემიგრირებულთა შორის ყველაზე მეტი – 80 351 პირი, საქართველოს მოქალაქეა. მათი საშუალო ასაკი 15-64 წელია.

ქვეყნიდან წასული მოქალქეების ასაკმა ძალიან დაიწია. ქვეყანას ტოვებენ ან აპირებენ დატოვონ, ახალგაზრდები, ანუ ის ხალხი ვინც დოვლათი უნდა შექმნას და ვინც უნდა გდაიბაროს ქვეყანა.

რას გაურბიან ახალგაზრდები? ან რა ეგულებათ უცხოეთში (უმეტესად ევროპასა და ამერიკაში) ისეთი, რასაც მათი ქვეყანა არ აძლევს? 

ეს კითხვებიც რიტორიკულია.

სამაგიეროდ საქართველო მიმზიდველი ქვეყანა გახდა რუსეთის მოქალაქეებისთვის. ისინი არა მხოლოდ სტუმრობენ, არამედ რჩებიან და ცხოვრებას იწყობენ საქართველოში. 

2022 წლის 1-ელი იანვრიდან 9 სექტემბრის ჩათვლით, 15 164 შენობა-ნაგებობაზე, რუსეთის ფედერაციის 12 335 მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა, საიდანაც 13 262 საცხოვრებელ ბინას წარმოადგენს. ამ მონაცემებს  "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს იუსტიციის სამინისტროდან გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ამავე პერიოდში, საქართველოში 13 850 მიწის ნაკვეთზე რუსეთის ფედერაციის 10 975 მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა.

გარდა ამისა, უწყების ინფორმაციით, ამავე პერიოდში, 4 390 უძრავ ნივთზე რუსეთის ფედერაციის 3 771 მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა. ამასთან, 93 კომერციულ ფართზე რეგისტრირებულია რუსეთის ფედერაციის 73 მოქალაქის საკუთრების უფლება.

რუსებს შეუძლიათ საქართველოში ყველაფერი იყიდონ.

რუსეთის მოქალაქეებისგან განსხვავებით საქართველოს 665 992 მოქალაქე მხოლოდ საარსებო მინიმუმს ითხოვს. 

საქართველოში ერთ წელიწადში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 4.4%-ით გაიზარდა.

ამ ინფორმაციას სოციალური მომსახურების სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის ნოემბერში საარსებო შემწეობას საქართველოს მოსახლეობის 17,9% ანუ 665 992 ადამიანი იღებდა, ეს კი 28 245-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

2021 წლის ნოემბერში სახელმწიფოს დახმარების იმედად 637 747 ადამიანი იყო.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში 75 902-ით გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვიც, ვინც თვლის, რომ ღარიბია და ფულად დახმარებას საჭიროებს.

ქვეყენაში, სადაც 3 688.600 ადამიანი ცხოვრობს 665 992 სახელმწიფო შემწეობის მომლოდინეა, 99 974  მოქალაქე ქვეყნიდან მიდის. 18 000  კი ერთი კონკრეტული ქალაქიდან გარბის. ამ დროს საქართველოში მხოლოდ ცხრა თვეში 15 164 შენობა-ნაგებობაზე, ოკუპანტი ქვეყნის 12 335 მოქალაქის საკუთრების უფლება რეგისტრირდება. პროდუქტებსა და უძრავ ქონებაზე ფასები ყოველდღიურად იზრდება, ამის პარალელურად დემოკრატიის ინდექსი ეცემა.
ერთადერთი ამინდია მანუგეშებელი - 19 იანვრისთვის უჩვეულოდ თბილა და 18 გრადუსი სითბოა. თუმცა უახლოეს დღეებში ისიც შეიძლება აირიოს.

რიცხვები არც ერთი მიმართულებით არ იძლევიან ნუგეშისა და იმედის საშუალებას. რიცხვი ხისტია, მას არ გააჩნით სენტიმენტები. არც სხვისი მოტყუების, არც თავის მოტყუების ნაწილში გამოდგებიან. თუმცა საქართველოში ამას მაინც ახერხებენ. თვალების დახუჭვა და შემგუებლობა სპორტი რომ იყოს ჩემპიონობას არავის დავუთმობდით. ესაა მსოფლიო ჯილდოებს სხვა ღირსებებში იძლევა. ეს ღირსებები კი ისე იკლებს, მათი ჩამოთვლისას მალე რიცხვებიც აღარ დაგვჭირდება და მხოლოდ ციფრებით შემოვიფარგლებით. 




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს
პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ
ოვერსაიზების ერა დასრულდა.
15:31 / 14.01.2024
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ ოვერსაიზების ერა დასრულდა.
2023 წლის მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა, შეიძლება ითქვას, რომ
საპროტესტო აქციები იყო.
19:56 / 30.12.2023
2023 წლის მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა, შეიძლება ითქვას, რომ საპროტესტო აქციები იყო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.