ახალი ამბები
11 აპრილიდან ექიმი მხოლოდ გენერიკულ მედიკამენტს გამოწერს
FaceBook
11 აპრილიდან, ექიმი პაციენტს კონკრეტული მწარმოებლის მედიკამენტს ვეღარ გამოუწერს.

ყველა სამედიცინო დაწესებულება ვალდებული იქნება მხოლოდ გენერიკული (საერთაშორისო დასახელების) მედიკამენტი გამოწეროს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს მეთოდი აღმოფხვრის ექიმების მხრიდან ბრენდული, კონკრეტული მწარმოებლის მედიკამენტების ლობირებას, რაც,  თავის მხრივ,  წამლებზე ფასების ხელოვნურ ზრდას იწვევს.

"11 აპრილიდან რეცეპტის გამოწერა მხოლოდ გენერიკული დასახელებით მოხდება. ექიმი ვალდებული იქნება, რომ წამალი მხოლოდ საერთაშორისო დასახელებით გამოწეროს და არა რომელიმე წარმოების ბრენდის მიხედვით. ეს ნიშნავს, იმას, რომ ფარმაცევტი მომხმარებელს გენერიკული მედიკამენტების ე.წ. პოზიტიური სიიდან, სამ ყველაზე იაფ წამალს შესთავაზებს, რის შემდეგაც მოქალაქე თავად გადაწყვეტს რომელი წამალი შეიძინოს. ჩვენი მოლოდინი არის, რომ ექიმების მხრიდან შესაძლო ბრენდული, კონკრეტული მწარმოებლის მედიკამენტების ლობირება და წამლებზე ფასების ხელოვნური ზრდა იქნება დაზღვეული და აღმოიფხვრება ეს რისკი",
- თქვა ღარიბაშვილმა.

გენერიკული მედიკამენტები საერთაშორისო სახელწოდებით გამოშვებული წამლებია, რომელიც მოქმედების მექანიზმით არ განსხვავდება ფარმაცევტული ფირმების მიერ დაპატენტებული სხვადასხვა სახელწოდებით წარმოებული მედიკამენტებისაგან. განსხვავება მხოლოდ ფასშია: გენერიკული მედიკამენტები უფრო იაფი და ხელმისაწვდომია ფართო საზოგადოებისათვის.

პრემიერის თქმით, ასევე იცვლება ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოწერის პრინციპი. კონკრეტულად, ექიმს ასეთი ჯგუფის მედიკამენტის გამოწერა მხოლოდ ელექტრონულად შეეძლება, რაც შეზღუდავს ფსიქოტროპული მედიკამენტების არამიზნობრივ მოხმარებას.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პროკურატურამ სამტრედიაში, 2024 წლის
11 აგვისტოს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე
სამ პირს ბრალი წაუყენა.
14:25 / 09.08.2026

საქართველოს პროკურატურამ სამტრედიაში, 2024 წლის 11 აგვისტოს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალი წაუყენა.

წყალტუბოში, ყოფილი სანატორიუმ „თბილისის“ შენობის რეკონსტრუქცია
2022 წელს დაიწყო და სამუშაოების დასრულება თავდაპირველად სამ წელში იყო დაგეგმილი.
12:22 / 09.08.2026

წყალტუბოში, ყოფილი სანატორიუმ „თბილისის“ შენობის რეკონსტრუქცია 2022 წელს დაიწყო და სამუშაოების დასრულება თავდაპირველად სამ წელში იყო დაგეგმილი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.