ბლოგები
სპექტაკლი სათქმელის გარეშე
FaceBook
ვისაც უყვარს იმის გამეორება, რომ კულტურა და პოლიტიკა ერთმანეთს გამორიცხავს, სხვადასხვა რამ არის და ერთმანეთში არ იკვეთება, მას შეუძლია თამამად ნახოს სპექტაკლი ,,მაკბეტი".

შექსპირის ცნობილი პიესა ძალაუფლებაზე, ქუთაისის მესხიშვილის თეატრის დიდ სცენაზე რეჟისორმა კოტე აბაშიძემ განახორციელა.

,,მაკბეტში" შექსპირმა თქვა საკუთარი სათქმელი. თანაც, იმდენად მძაფრად და შთამბეჭდავად, რომ მისი ექო აგერ 21-ე საუკუნემდე მოვიდა, უფრო მეტიც - მაკბეტი ძალაუფლების ყველა გზით მიღწევის მეტაფორად აქცია.

ამიტომ, ვინც ამ პიესას ხელს კიდებს, მოგეხსენებათ, საკუთარი უნდა თქვას რამე, რადგან შექსპირის ნათქვამის გამეორებას აზრი არ აქვს. დიდმა დრამატურგმა მისი დამოკიდებულება და მოსაზრება უკვე ძალიან დასამახსოვრებლად გაახმოვანა.

და საერთოდაც, პიესას, სპექტაკლს, წიგნს, ლექსს, ნახატს იმიტომ ჰქმნი, რომ რაღაც შენი გაქვს სათქმელი. ადამიანებს, სამყაროს, ისტორიას, დროს, შენს თანამედროვეებს რაღაც მნიშვნელოვანს უზიარებ. იმას, რაც შენთვის ან მტკივნეულია, ან სასიხარულო. ამ გაზიარებულში Შენი უნიკალური ხმა უნდა ისმოდეს და შენი უნიკალური ემოციაც იგრძნობოდეს, რომელიც მე, მაყურებელს გადმომეცემა. ამიტომ ტექსტმა, მუსიკამ, სპექტაკლმა, ან უნდა გამანაწყენოს, ან ჩამაფიქროს, ან გამაბრაზოს, ან გამახაროს, ან კათარზისი განმაცდევინოს, ან უიმედობაში ჩამითრიოს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დამტოვოს გულგრილი და უემოციო.

არადა, კოტე აბაშიძის ,,მაკბეტი" გულგრილს გტოვებს.

უფრო სწორად მოწყენილს - შენს ჩვეულ განწყობას ახალი ემოცია ან აღმოჩენა არაფერი ემატება.

გულგრილობა და მოწყენილობა კი ყველგან კლავს. Პირველ რიგში ემოციების სამჭედლოში - თეატრში.

სპექტაკლმა რომ იმუშაოს, საამისოდ, მაყურებლისგან უნდა მოდიოდეს მთავარი ენერგია. მისგან აღძრულ-გამოტყუებული ემოცია. თუ ეს არ ხდება, იმედგაცრუება განსაკუთრებით მძიმე გადასატანია თეატრში, სადაც მაყურებელს კონტაქტი აქვს ,,ცოცხალ" მსახიობებთან.

კიდევ ერთი -  ,,მაკბეტი" ზუსტად შერჩეული პიესა იყო იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რაც ახლა საქართველოში ხდება. და თუ ავტორები სინამდვილესა და პოლიტიკას არ გაექცეოდნენ, ხელოვნებიდან არ გამიჯნავდნენ, სტერილურად არ აჩვენებდნენ ძალაუფლებისკენ მარადიული ლტოლვის ისტორიას, ალბათ, მეტი სიცოცხლე მიეცემოდა სპექტაკლს.

სპექტაკლის აქტუალურობა კი თუ ვინმესთვის ისევ ,,ბუად" რჩება, მგონი, სულ ტყუილად ფრთხება.

რადგან, თუკი ​კინო ცხოვრების დინებაა, მაშინ თეატრი, რომელიც აწმყოში დაბადებების პროცესშია, შეიძლება კიდევ უფრო იყოს ცხოვრება, მისი პირობითი ენის მიუხედავად. თეატრი ხომ ცხოვრებას "დროში ემთხვევა", მასთან ერთად დროში გადაადგილდება, აწმყოში მოქმედებს, აწმყოს ხელოვნებაა. შესაბამისად, ყველა ცოცხალზე უფრო ცოცხალია ხელოვნების დარგებს შორის.

სიცოცხლე კი ავალდებულებს კონკრეტული დრო, ეპოქა, საუკუნე შეიგრძნოს და მისი გამოწვევების თანამოზიარე გახდეს. ეს მისი წმინდა ვალდებულებაა.

თუკი ამას არ აკეთებს, წარსულში რჩება და საკუთარ ბუნებას ღალატობს.

ღალატს კი არ პატიობენ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს
პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ
ოვერსაიზების ერა დასრულდა.
15:31 / 14.01.2024
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ ოვერსაიზების ერა დასრულდა.
2023 წლის მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა, შეიძლება ითქვას, რომ
საპროტესტო აქციები იყო.
19:56 / 30.12.2023
2023 წლის მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა, შეიძლება ითქვას, რომ საპროტესტო აქციები იყო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.