ბლოგები
"როცა ხმის ამოღება არ შეგიძლია უსამართლობაზე" - ელენე ცუცხუბაის ბლოგი
FaceBook
"დილით ხმაურმა გამაღვიძა, გარეთ რომ გავიხედე ახალგაზრდა ბიჭები მოგროვილიყვნენ და რაღაცაზე ხმამაღლა საუბრობდნენ"

ქუთაისიპოსტის რუბრიკა "მოქალაქე ჟურნალისტი - თავისუფალი ბლოგი"
მოქალაქე ჟურნალისტი აფხაზეთის მკვიდრი, ამჟამად თბილისის 105-ე საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე, ელენე ცუცხუბაია გახლავთ.
იხილეთ ელენე ცუცხუბაიას მესამე თავისუფალი ბლოგი:

"ნაბიჯი თანადგომისკენ, თითოეული ჩვენგანის ვალია. სამყაროს ნამდვილი მოვლენა იყო დედა ტერეზა, ეს ადამიანი მაგალითია კაცობრიობისთვის. დედა ტერეზას ცხოვრებას რომ გადავხედოთ, უნებლიედ ასეთი აზრი დაგვებედება: ნუთუ ამდენის გაკეთება შეუძლია ადამიანს?

მე თანადგომის ბევრი მაგალითი მინახავს აფხაზეთში ომის დროს, თითქოს უმნიშვნელო, მაგრამ ახლა რომ ვუფიქრდები, ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

როგორ ტკიოდათ სხვისი სატკივარი ადამიანებს.

თანადგომა რომ არა, იქ იმ პერიოდში ვერ გაძლებდნენ ადამიანები.

აბა წარმოვიდგინოთ მშობლიურ ენაზე ლაპარაკი რომ აგიკრძალონ, გაიძულონ იყო ჩუმად და ხმის ამოღება არ შეგეძლოს უსამართლობაზე, გტკიოდეს სხვისი სატკივარი და ღიად ვერ გამოხატავდე ამას.

შემოდგომას, მალე ზამთარი მოყვა, ისედაც დაცარიელებული სოფელი სიჩუმემ მოიცვა, ცივი და სუსხიანი ზამთარი იყო იმ წელს. დიდი თოვლი მოვიდა. 600 მცხოვრებისაგან შემდგარ სოფელში აქა-იქ თუ დაინახავდი საკვამლურიდან ამოსულ კვამლს.

დილით ხმაურმა გამაღვიძა, გარეთ რომ გავიხედე ახალგაზრდა ბიჭები მოგროვილიყვნენ და რაღაცაზე ხმამაღლა საუბრობდნენ: მათ თურმე გადაწყვიტეს მიტოვებული სახლების სახურავები გაეწმინდათ თოვლისგან, რათა პატრონს საბოლოოდ არ მიეტოვებინა სახლ -კარი და მთლად არ განადგურებულიყო იქაურობა.

თითქოს უმნიშვნელო ნაბიჯია თანადგომისკენ, მაგრამ საკმაოდ დიდი. ასე მესმის მე თანადგომა, გაჭირვებულს დაეხმარო, დაცემულს წამოდგომაში ხელი გაუწვდინო, მარტოხელას ჭიქა წყალი მიაწოდო.

ეს ის პირველი ნაბიჯია თანადგომისკენ შემდგომში დედა ტერეზას მსგავსად დიდ ნაბიჯებს, რომ გადაგვადგმევინებს ადამიანების დასახმარებლად".

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს
პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ
ოვერსაიზების ერა დასრულდა.
15:31 / 14.01.2024
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ ოვერსაიზების ერა დასრულდა.
2023 წლის მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა, შეიძლება ითქვას, რომ
საპროტესტო აქციები იყო.
19:56 / 30.12.2023
2023 წლის მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა, შეიძლება ითქვას, რომ საპროტესტო აქციები იყო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.