ბლოგები
"ამ ეტაპზე, შემოსულია ფაიზერის 28 000 დოზა" - ამირან გამყრელიძე
FaceBook
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ამ ეტაპზე „ფაიზერის“ 28 000 დოზა არის შემოსული.
მისივე განმარტებით, პირველ ეტაპზე, „ფაიზერის“ ვაქცინაზე ჯავშნები იქნება 18 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებზე.

„ამ ეტაპზე, შემოსულია 28 000 დოზა, რომელიც გაიყოფა ორნაწილად - 14 000-14 000. მოგეხსენებათ, რომ მეორე დოზა კეთდება სამი კვირის შემდეგ, ამიტომ, ყველა ადამიანს რომ გარანტირებულად შეხვდეს, ანუ პირველად აცრილს, რა თქმა უნდა, მისთვის იქნება გარანტირებული (მეორე დოზა).

ამ ეტაპზე, ჯავშნები იქნება 18 წლის ზემოთ, მაგრამ იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება უკვე არსებობს იმაზე, რომ „ფაიზერზე“ ასაკი დაიწევა - როგორც ამ ეტაპზე ინსტრუქციით არის -16 წლის ზემოთ. მომავალ კვირაში ეს გაფორმდება მინისტრის შესაბამისი ბრძანებით და „ფაიზერის“ უკვე, მეორე პარტია რომ შემოვა ქვეყანაში ასაკი იქნება 16 წლის ზემოთ. ამ ეტაპზე „ბუკინგ ჯავშნები“ იქნება მხოლოდ 18 წლის ზემოთ. არ არის ზედა ზღვარი“. - აცხადებს გამყრელიძე.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს
პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ
ოვერსაიზების ერა დასრულდა.
15:31 / 14.01.2024
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ ოვერსაიზების ერა დასრულდა.
2023 წლის მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა, შეიძლება ითქვას, რომ
საპროტესტო აქციები იყო.
19:56 / 30.12.2023
2023 წლის მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა, შეიძლება ითქვას, რომ საპროტესტო აქციები იყო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.