ბლოგები
რა ფერისაა ამერიკული იუმორი?
FaceBook

სამშობლოში სტუმრობისას, ხშირად ვიყენებ ყოველდღიურობაში იუმორს; აი, ისეთებსაც, ღრმად ჩაფიქრება რომ სჭირდება, რომ გაიგო ან მიხვდე - სად უნდა გაგეცინა.

ამ ბოლო დროს, დავაკვირდი, - ასეთი იუმორის დროს, ჩემი ძმები და მეუღლე ერთმანეთს გადახედავენ, თავს გააქნევენ და იტყვიან: - “ნწუ ნწუ, ამერიკული იუმორი”.

 

ამის შემდეგ ჩავფიქრდი, როგორია და რა ფერისაა ამერიკული იუმორი? განსხვავებულია?

 

თავიდანვე ვთქვათ, დასაწყისშივე, რომ ამერიკული იუმორი განსაკუთრებით ძნელი გასაგებია იმ ადამიანთათვის, ვისთვისაც ინგლისური მეორე ენაა. საერთოდ, ეს ის იშვიათია სფეროა, სადაც ხშირად თარგმანში იკარგება სათქმელი.

 

იუმორი ქვეყნის ისტორიის ნაწილია, და ხშირად ეპოქის სუნთქვაც შეგიძლია ამოიკითხო სტრიქონებს მიღმა. აი, მაგალითად როგორ აისახა წინა საუკუნის რასიზმი იუმორში:

 

ერთი შავკანიანი და ერთი თეთრკანიანი მამაკაცი საფუნთუშეში შევიდა. შავკანიანმა მაშინვე მოიპარა 3 ფუნთუშა, ჯიბეში ჩაიდო და თეთრკანიანს გადაუჩურჩულა:

- ნახე რა მაგარი ვარ, ისე სუფთად ვიმუშავე, რომ ვერავინ ვერაფერი გაიგო!

- ხოო, ეს თქვენთვის ჩვეულებრივი ამბავია, - მპასუხობს თეთრკანიანმა, - მე კი გიჩვენებ როგორ შეიძლება იგივე უფრო სამართლიანად გააკეთო.

თეთრკანიანი მივიდა მეფუნთუშესთან და ეუბნება:

- მომეცი ერთი ფუნთუშა და ფოკუსს გიჩვენებ.

დაინტრიგებულმა მეფუნთუშემ მისცა ფუნთუშა. თეთრკანიანმა მაშინვე შეჭამა და კიდევ ერთი მოითხოვა. მეფუნთუშემ ისევ მისცა, კაცმა ისევ შეჭამა, კიდევ ერთი მოითხოვა და მესამე ფუნთუშაც იმავე გზას გაუყენა.

მოთმინებადაკარგული მეფუნთუშე ეკითხება:

- და რაში მდგომარეობდა შენი ფოკუსი, ისეთი რა უქენი ფუნთუშებს?

- აი, იმ შავკანიანს ხომ ხედავთ, ჩაიხედეთ მის ჯიბეში და ნახავთ”.

ამერიკელებს უყვართ იუმორის გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში. მათ შორის პოლიტიკოსებს.



ცნობილია, რომ რეიგანს საოცარი იუმორის გრძნობა და მისი გადმოცემის უნარი ჰქონდა. მას ეკუთვნის ეს სიტყვებიც: “ამბობენ, რომ პოლიტიკა მეორე უძველესი პროფესიაა. მე კი დავასკვენი, რომ მას გაცილებით მეტი საერთო აქვს პირველთან

 

ეს ორი ანეგდოტი კი რეიგანმა საბჭოეთთან ურთიერთობის დალაგებისას მოხდენილად გამოიყენა ისე, რომ მართალი სათქმელიც თქვა:



“ამერიკელი და რუსი კამათობენ განსხვავებებზე ჩვენს ორ ქვეყანას შორის. ამერიკელი ამბობს: შეხედე, ჩემს ქვეყანაში მე შემიძლია შევიდე ოვალურ ოფისში, დავარტყა მუშტი მაგიდაზე და ვთქვა: პრეზიდენტო რეიგან, მე არ მომწონს თქვენ როგორც მართავთ შეერთებულ შტატებს.

რუსი პასუხობს: მეც შემიძლია ასე.
ამერიკელი ეუბნება: რა?

ის პასუხობს, - კი, მე შემიძლია შევიდე კრემლში, ბრეჟნევის კაბინეტში, დავარტყა მუშტი ბრეჟნევის მაგიდაზე და ვუთხრა: ბატონო პრეზიდენტო, მე არ მომწონს როგორც რონალდ რეიგანი მართავს ქვეყანას!”

 

“ამბავი სამ ძაღლზეა, რომლებიც ერთმანეთს ესაუბრებიან:

ამერიკელი ძაღლი, პოლონელი ძაღლი და რუსი ძაღლი.

ამერიკელი ძაღლი უყვება, როგორ ყეფს და ჩვენს ქვეყანაში ინსტრუქტორი აძლევს ხორცს.

პოლონელი ძაღლი ეკითხება: ხორცი რა არის?

რუსი ძაღლი კი კითხულობს: ყეფა რა არის?

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს
პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ
ოვერსაიზების ერა დასრულდა.
15:31 / 14.01.2024
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ ოვერსაიზების ერა დასრულდა.
2023 წლის მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა, შეიძლება ითქვას, რომ
საპროტესტო აქციები იყო.
19:56 / 30.12.2023
2023 წლის მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა, შეიძლება ითქვას, რომ საპროტესტო აქციები იყო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.