ბლოგები
ლინდა ბრაუნი ამერიკის წინააღმდეგ
FaceBook

ამერიკაში ოცწლიანი ცხოვრებისას ხშირად მიფიქრია დამედგინა, იმ უამრავ ადამიანის უფლებათაგან, დღეს რომ თავს გვახვევია, რომელი არის ყველაზე მგრძნობიარე და პრიორიტეტული.

ამ კითხვაზე პასუხის საპოვნელად დამეხმარა ერთი ისტორია, სადაც ნათლად ჩანს ბავშვის ერთმა უფლებამ როგორ გამოასწორა ისეთი დიდი პრობლემა, როგორიცაა რასიზმი და დისკრემინაცია კანის ფერის გამო.

 

ყველამ ვიცით წინა საუკუნის დასაწყისში რა დოზით იყო რასიზმი შეერთებულ შტატებში - თანასწორ უფლებებს კი მიაღწიეს, მაგრამ ვერაფერი უშველეს მთავარს - დოქტრინა "ცალკე, მაგრამ თანაბარი" ისევ ძალაში იყო. თეთრებისთვის სკოლები ცალკე იყო, შავკანიანებისათვის - ცალკე.

 

და აი, ბავშვთა უფლებამ, მხოლოდ ბავშვთა უფლებამ, ეს პრობლემა ქვეყნის უმაღლესს სასამართლომდე მიიყვანა.

 

ლინდა ბრაუნი პატარა გოგონა იყო, რომელსაც უწევდა 6 ბლოკის ფეხით გავლა კანზას ქალაქ ტოპეკაში, რომ მიეღწია უახლოეს სასკოლო ავტობუსის გაჩერებამდე, რომ ავტობუსს იგი წაეყვანა კიდევ ორი მილის მოშორებით შავთა სკოლაში, მაშინ როცა თეთრების ელემენტარული სკოლა ავტობუსის გაჩერებასთან ახლოს იყო, მისი სახლიდან ოთხიოდე ბლოკში.

 

აი, საუკუნე რომ ვერაფერი მოუხერხეს იმ დოქტრინას, ბავშვის უფლების დარღვევამ შეუძლებელი შეძლო - შვიდმა მოსამართლემ ერთი წინააღმდეგით აღიარა და გამოაცხადა თეთრკანიანებისა და შავკანიანების თანაბარობა უფლებებში, გააუქმა ის დოქტრინა.

გადაწყვეტილებას დიდი წინააღმდეგობა მოყვა ქვეყანაში და ფედერალური ჯარების გამოყენება გახდა აუცილებელი, რომ შავკანიანი ბავშვები ახალ სკოლებში უსაფრთხოდ, სპეციალური ცოცხალი დერეფნების თანხლებით მიეცილებინათ. თუმცა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქედან იწყება ამერიკაში, ბავშვის უფლების უზენაესობა.

 

წარმოგიდგენიათ, რას იტყოდა ამერიკის უზანაესი სასამართლო იმ ბავშვის უფლებების დარღვევაზე, რომელიც მშობელს ქალაქის ერთი ბოლოდან საკმაოდ მოშორებულ მანძილზე დაჰყავს ყოველდღიურად, აქაოდა მან ქალაქის პრესტიჟულ სკოლაში თუ გიმნაზიაში ისწავლოს?

 

ამერიკაში მხოლოდ საცხოვრებელ ადგილას მიმაგრებულ სკოლაში შეგიძლია ისწავლო - რა თქმა უნდა თუ საჯარო სკოლას ირჩევ.

 

თუმცა, კანონი ყურადღებას აქცევს, მან უკეთ იცის 6-7 წლის ბავშვის პაწაწუნა ფეხებმა რა მანძილი უნდა გაიაროს ყოველდღიურად.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს
პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ
ოვერსაიზების ერა დასრულდა.
15:31 / 14.01.2024
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ ოვერსაიზების ერა დასრულდა.
2023 წლის მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა, შეიძლება ითქვას, რომ
საპროტესტო აქციები იყო.
19:56 / 30.12.2023
2023 წლის მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა, შეიძლება ითქვას, რომ საპროტესტო აქციები იყო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.