ბლოგები
თეთრი ხიდი - ტარიელ დათიაშვილის ბლოგი
FaceBook
რაც თეთრი ხიდი გააფუჭეს, ერთ რამეს მივხვდი - ნახევარი საუკუნე სულ ტყუილად მივლია ამ ქალაქში.

დღეში ათჯერ მაინც გადავივლიდი და გადმოვივლიდი ხიდს საქმიანი იერით. ყოველთვის სადღაც მიმეჩქარებოდა; ყოველთვის მწყუროდა, მიმესწრო ან მომესწრო. სულ მეგონა, სადღაც მეორე ნაპირზე ისეთი მნიშვნელოვანი საქმეებით ვიყავი დაკავებული, ორჯერ რომ ვერ მოკიდებ ხელს.

ახლა კი, როცა ხიდზე გავლა აღარ მსიამოვნებს და აღარც მინდება, ვხვდები, იქეთ ნაპირზე არაფერი არ არის; არც არასდროს ყოფილა; არც არავინ მელოდება იქ და არც არავითარი სამსახური არ მოუშავებია არავის არასდროს.

ასე ხდება: როცა სიცოცხლე გიყვარს, რა უსაქმურიც არ უნდა იყო, გგონია, კაცი ხარ, მნიშვნელოვანი პიროვნება, მეტიც: გჯერა, რომ სიცოცხლის შემდეგაც არსებობს რაღაც; თითქოს სადაც არ უნდა წახვიდე, შენი საყვარელი ყველგან დაგხვდება.

მაგრამ სიყვარული ქრება და შენც არარაობა ხდები, რამდენი სამსახურიც არ უნდა გქონდეს. თუნდაც მუშაობდე ქუთაისის მერიაში, შენგან მხოლოდ ცარიელი ადგილი რჩება.

მადლობა ქალაქის მერიას, რომ ეს მწარე რეალობა ასეთი ორიგინალური ხერხით დამანახა.

ერთი სიტყვით, იყო დრო, განგებ ვიმრუდებდი გზას, თეთრ ხიდზე რომ გამევლო, ახლა პირიქითაა - გავურბივარ, და როგორც აღმოჩნდა, მარტო არ ვარ, ვისაც ეს ემართება.

რატომ ხდება ასე? გუშინ მივხვდი, ხიდი გაცივდა. ცივია ფოლადი, მარტენის ღუმელშიც კი ვერ თბება გამდნარი, მკაცრი, ცივი ხასიათი აქვს. ხომ გაგიგიათ გამოთქმა - "ფოლადივით ცივი". "ცივი იარაღიც" ფოლადის ყინულოვანი ბუნებიდანაა.

ხიდის გათბობას ახლებურად ანთებული ლამპიონებიც ვერ ახერხებენ. არადა, მომწონს. შორიდან ვაკვირდები ხოლმე, ახლოს ვერ მივდივარ, თითქოს მეშინია, მოულოდნელად ხიდზე არ აღმოვჩნდე.

ზუსტად ამ აღმოჩენამ გამაოგნა.

იყო დრო, ხიდზე ფეხის შედგმისთანავე სულის სიღრმეში რაღაც პატარა, უსახელო დღესასწაული იწყებოდა. ნაბიჯს ვანელებდი, ახლა პირიქით, ნაბიჯი მიჩქარდება, თითქმის გავრბივარ...

იქ ყველაფერი გაყინულია, ფოლადივით ცივია. ვერ გრძნობთ ამას? ვერ გრძნობთ. არადა, სადაც გრძნობაა, იქვეა პატიოსნებაც, მიწაწყლის მთავარი გამათბობელი.

ადრე ის ჩვეულებრივი ხიდი იყო, ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასასვლელი, რომელზეც მანქანები დადიოდნენ, მათ შორის სატვირთოებიც, მაგრამ, მაინც, მსუბუქი იყო, ჰაეროვანი. იმის შემდეგ კი, რაც წონაშიც დაიკლო, აღარც მანქანები აწუხებენ და გოგო-ბიჭების სასეირნო ადგილად გადაიქცა, დამძიმდა. ბევრი არც ეკარება, არ ჩაინგრესო.

ხანდახან მის სახეში იმ კაცს ვუყურებ, რომელიც ტყუილ-უბრალოდ, რაღაც სულელური პოლიტიკური მიზეზის გამო (ვიღაცას ვიღაც არ მოწონდა), სამსახურიდან გააგდეს, ულუკმაპუროდ დატოვეს და ახლა იძლებულია ბავშვების გამრთობის ნიღაბი მოირგოს.

იქნებ, ის, მართლაც, უბრალოდ ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასასვლელი საშუალებაა და მეტი არაფერი? იქნებ, ამ მარტივ დანიშნულებაში პოულობს ის სიმსუბუქეს და ვერ იტანს ამ ეგრეთ წოდებული კულტურული და ესთეტიკური ფუნქციებით დატვირთვას?
მოდით ამოვიგდოთ თავიდან, თეთრი ხიდისაგან "რაღაც მეტის გაკეთების" სურვილი, მისგან რაღაც ავანგარდული ქმნილების შექმნის მოთხოვნილება. მივცეთ მას უბრალოდ ხიდად ყოფნის უფლება. დავაგოთ გუდრონი, გუდრონი თბილია, მანამდე კი - გავამაგროთ. იქნებ, ახალგაზრდობის გახსენებამ გამოაცოცხლოს.

ტარიელ დათიაშვილი
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები

დღევანდელ ბლოგში მე მოგიყვებით იმ გზაზე, ამერიკას რომ ბეწვის ხიდზე გავლასავით უწევს - სიტყვის თავისუფლებაზე - სად სცილდება ადამიანის კონსტიტუციური “სიტყვის თავისუფლება” არასახელმწიფოებრივ მოწოდებებს.
10:00 / 11.08.2019

დღევანდელ ბლოგში მე მოგიყვებით იმ გზაზე, ამერიკას რომ ბეწვის ხიდზე გავლასავით უწევს - სიტყვის თავისუფლებაზე - სად სცილდება ადამიანის კონსტიტუციური სიტყვის თავისუფლება არასახელმწიფოებრივ მოწოდებებს.


როცა ადამიანის უფლებებზე ვსაუბრობთ,
ჩვენ ყოველთვის გვგონია,
რომ ეს მხოლოდ სიცოცხლის უფლებაში არის შემოფარგლული. თუმცა ამერიკა
იდგა ისეთი გამოწვევის წინაშეც,
რასაც ქვია:
right-to-die. უფლება რომ მოკვდე.
09:40 / 04.08.2019

როცა ადამიანის უფლებებზე ვსაუბრობთ, ჩვენ ყოველთვის გვგონია, რომ ეს მხოლოდ სიცოცხლის უფლებაში არის შემოფარგლული. თუმცა ამერიკა იდგა ისეთი გამოწვევის წინაშეც, რასაც ქვია: right-to-die. უფლება რომ მოკვდე.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
დღის სიახლეები
კატო მიქელაძე ერთ–ერთი გამორჩეული ფიგურაა საქართველოში ქალთა ემანსიპაციის მოძრაობაში,მისი აქტივიზმით, პირდაპირობით და გაბედულებით.
შეპირებული პროპორციული არჩევნების პარლამენტში კენჭისყრაზე ჩავარდნას, იმავე დღეს კალაძის ჟესტს მომიტინგეების მისამართით ინტერნეტშ სხვადასხვა რეაქციები მოყვა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პროპორციული წესით არჩვნების კანონპროექტის ჩავარდნასთან დაკაშვირებით განცხადებას აკეთებს.
დღეს, 14 ნოემბერს,  ქუთაისში,  მესხიშვილის თეატრის წინ, 19:00 საათზე საპროტესტო აქცია იგეგმება.
პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო.
„მაგარი იქნება“,-ასე პასუხობს ქუთაისის მერი შეკითხვას 2020 წლის ბიუჯეტის პროექტზე.
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე სამშენებლო ობიექტიდან ორი კვირის წინ გადმოვარდნილი მუშა, გარდაიცვალა.
წყლის პრობლემა, სოფლებში მგლების შემოსევა, მრავალსართულიანი კორპუსების სადარბაზოებში კანალიზაციისა და გაზის გამათბობლის შემოწმება