ბლოგები
ქუთაისი, წესების ქალაქი... - მოქალაქის ბლოგი
FaceBook
ქუთაისიპოსტი გთავაზობთ "მოქალაქის ბლოგს".

ქუთაისელი ანზორ კაჭახიძე პარლამენტის თბილისში გადატანის გადაწყვეტილებას ბლოგით ეხმაურება:

"ყველა თანხმდება, რომ თბილისის თავკომბალად გადაქცევა არაა კარგი საქმე.

არაა და მორჩა.

აღარ აგრძელებენ საუბარს და ფიქრს, თუ რატომ და რით უნდა ეშველოს ამას.

არადა, თუ დაიწყებ ფიქრს და იტყვი, რომ სხვა ქალაქის განვითარებაც მეტად წაადგება ქვეყანას, მიხვდები, რომ ამისთვის სტარტი უკვე გაკეთებულია.

პარლამენტი ქუთაისშია!

კანონი იქმნება ქუთაისში.

გაუშვი სხვა უწყებებიც დედაქალაქიდან, მიეცი ქუთაისსაც და თბილისსაც ამოსუნთქვის საშუალება.
გადაიტანე ნელ-ნელა კანონთან და რეგულაციებთან მდგომი უწყებები. მარტო პარლამენტი არა, მიამატე სხვებიც. დატვირთე ერთი ფუნქციით და მეორეც ამოისუნთქებს. იყავი გაბედული.

გაუშვი:

1. მართლა გაუშვი, მართლა და სრულად აუდიტის სამსახური (რომელიც ამოწმებს, რამდენად სწორად იხარჯება ბიუჯეტის ფული ხელისუფლების მიერ);

2. ყველა სამინისტროს უწყებიდან გამოიტანე, ერთ სააგენტოში მოაქციე და გადაიტანე გენერალური ინსპექციები (უწყება, რომელიც ამოწმებს საჯარო მომსახურეების დისციპლინას და სამოხელეო დანაშაულს);

3. გადაიტანე ყველა მარეგულირებელი (უწყებები, რომელიც უკირკიტებენ კანონებს და არეგულირებენ ბიზნესის ქცევებს);

4. გადაიტანე ეროვნული ბანკი (უწყება, რომელიც მართავს ქვეყნის მონეტარულ პოლიტიკას, ფინანსურ ინსტიტუტებს უწესებს წესებს);

5. უზენაესი სასამართლო (გაგიჭირდება, მაგრამ ამას თავისთვის მიყვება ადვოკატთა კოლეგიაც);

6. სახალხო დამცველი;

7. გამოცდების ეროვნული ცენტრი;

8. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაც მიაყოლე. (წესებით ის ატარებს არჩევნებს);

და ყველა უწყება, რომელიც ქმნის კანონს, ქმნის წესებს, სახელმწიფოს სახელით არეგულირებს ქცევებს.

გააკეთე ქუთაისში საკანონმდებლო ქალაქი, წესების ქალაქი, წესრიგის ქალაქი, წესიერების ქალაქი, სიმართლის ქალაქი.

იარონ ამ ქალაქში თეთრი პერანგებით და პიჯაკებით მოწესრიგებულმა ადამიანებმა რომ მოაწესრიგონ ქვეყანა.

სიმართლის მძებნელი გამოუშვი ქუთაისში, ნუ ხლართავ და აბოდიალებ მეტროპოლიტენის ლაბირინთებში. ამ ყველაფერს დაიტევს კოპწია ქუთაისი.

გაბედე, შედი ისტორიაში!


დააფიქსირეთ თქვენი პოზიციაც. გამოგვიგზავნეთ ბლოგები და გაუზიარეთ სხვებსაც თქვენი აზრი.

მოგვწერეთ მეილზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it ან დაგვიკავშირდით facebook-ის გვერდზე (kutaisipost)
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები

დღევანდელ ბლოგში მე მოგიყვებით იმ გზაზე, ამერიკას რომ ბეწვის ხიდზე გავლასავით უწევს - სიტყვის თავისუფლებაზე - სად სცილდება ადამიანის კონსტიტუციური “სიტყვის თავისუფლება” არასახელმწიფოებრივ მოწოდებებს.
10:00 / 11.08.2019

დღევანდელ ბლოგში მე მოგიყვებით იმ გზაზე, ამერიკას რომ ბეწვის ხიდზე გავლასავით უწევს - სიტყვის თავისუფლებაზე - სად სცილდება ადამიანის კონსტიტუციური სიტყვის თავისუფლება არასახელმწიფოებრივ მოწოდებებს.


როცა ადამიანის უფლებებზე ვსაუბრობთ,
ჩვენ ყოველთვის გვგონია,
რომ ეს მხოლოდ სიცოცხლის უფლებაში არის შემოფარგლული. თუმცა ამერიკა
იდგა ისეთი გამოწვევის წინაშეც,
რასაც ქვია:
right-to-die. უფლება რომ მოკვდე.
09:40 / 04.08.2019

როცა ადამიანის უფლებებზე ვსაუბრობთ, ჩვენ ყოველთვის გვგონია, რომ ეს მხოლოდ სიცოცხლის უფლებაში არის შემოფარგლული. თუმცა ამერიკა იდგა ისეთი გამოწვევის წინაშეც, რასაც ქვია: right-to-die. უფლება რომ მოკვდე.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
დღის სიახლეები
„ადამიანის უფლებათა კვირეულის" ფარგლებში ქუთაისში ქართული ფილმის „სანამ მამა დაბრუნდება“ ჩვენება მოეწყო.
პარტია ,,თავისუფალი საქართველოს'' თანათავმჯდომარე გოგი წულაია ქართულ ოცნებას 14 დეკემბერს დაგეგმილ აქციაში ხალხის იძულებით წაყვანაში ადანაშაულებს.
27 დეკემბერს ქუთაისის ოპერის თეატრში საიუბილეო საღამო გაიმართება. ქუთაისი ოპერის თეატრი დაარსებიდან  50 წლის იუბილეს აღნიშნავს.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად, თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი შენგელია  დეპუტატებმა ბიუროს სხდომაზე დაასახელეს.
ქუთაისში მთავარი ნაძვის ხის მონტაჟის სამუშაოები სრულდება.
7 დეკემბერს, მესხიშვილის თეატრში მსახიობ ევა ხუტუნაშვილის 70 წლის საიუბილეო საღამო გაიმართება.
ქუთაისელმა ჟურნალისტებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს სოლიდარობა გამოუცხადეს.
10 დეკემბერს, ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლები ქუთაისის ცენტრალურ ბაღში მოსახლეობას შეხვდებიან.