რჩევები
ბუასილის გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის გზები - ექიმის რჩევები
FaceBook
ბუასილი ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ექიმები მისი ასაკის გაახალგაზრდავებაზე საუბრობენ. 
რა არის ბუასილი და რა იწვევს მას? - ამ დაავადების შესახებ ენდოსკოპისტი, ნატო ბაბუხადია გვესაუბრა.

გენეტიკურ ფაქტორი, არასწორი ცხოვრების წესი, მჯდომარე ცხოვრების რეჟიმი, შეკრულობა, კუჭ-ნაწლავის არარეგულარულ მოქმედება - ეს ბუასილის გამომწვევ ხელშემწყობ ფაქტორად ითვლება. ეს დაავადება უფრო მეტად გავრცელებულია კაცებში, ვიდრე მანდილოსნებში.

ენდოსკოპისტის, ნატო ბაბუხადია ამბობს, რომ მნიშვნელოვანი ჯანსაღი და სწორი კვება. 

"დიდი მნიშვნელობა აქვს საკვებს. მწარე, ცხარე, მჟავე საკვების მიღება, ალკოჰოლი - ესენი დაავადების გამომწვევი ფაქტორებია", - ამბობს ექიმი, ნატო ბაბუხადია.

მისი თქმით, დეფეკაცია ჩვეულებრივ ზრდასრულ ადამიანს 24 საათში ერთხელ მაინც უნდა ჰქონდეს. ასაკში ეს პრობლემა ყაბზობით, ანუ შეკრულობით იცვლება და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რადგან საჭმლის მომნელებელი სისტემა მოდუნებას განიცდის, ასევე, მოდუნებულია კუჭ-ნაწლავიც.

"ბუასულის თავიდან ჰემოროიდული კვანძებიდან სისხლდენით ვლინდება და შეიძლება იყოს მსუბუქი დისკომფორტი უკანა ტანის მიდამოში. სისხლის ამ დროს უნდა იყოს ალისფერი და არავითარ შემთხვევაში მუქი, არ უნდა იყოს სისხლის კოლტები და არ უნდა იყოს ჭარბი. ბუასილის დროს სისხლდენა კუჭის მოქმედებას ერთვის", - ამბობს ნატო ბაბუხადია.

ექიმის თქმით, თუკი ადამიანს სისხლიანი კუჭის მოქმედება აქვს, განავალი არის ჩვეულებრივი ფორმისა და ფერის შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს არის ბუასილი. თუმცა, ენდოსკოპისტის განმარტებით, მასთან ხშირად პაციენტი დაგვიანებული სიმსივნეებით აკითხავენ.

"თუკი კუჭის მოქმედება არის ხშირი, ფაღარათიანი და ლორწოვან, სისხლიან ან სისხლნარევ ან ხორცის ნარეცხის მსგავს გამონადენს შეიცავს, ეს უკვე საეჭვო ნიშნებია და აუცილებელია ამ დროს კვლევის ჩატარება", - გვირჩევს ენდოსკოპისტი. 

რაც შეეხება, მკურნალობას, ექიმის თქმით, ის მალამოებით, სანთლებითა და ასევე, ტაბლეტირებული ფორმის მალამოებით იწყება.

ექიმი რეგულარული კვების მნიშვნელობაზე საუბრობს, რომელიც ნიშნავს, იმას რომ საუზმე, სადილი და ვახშამი იყოს ერთსა და იმავე დროს იყოს, ულუფა იყოს აბსოლუტურად ნორმალური.

მისი თქმით, კუჭის მოქმედების რეგულირება აუცილებელია. საკვების მიღების რეჟიმით კი მაქსიმალურად უნდა მოხდეს წყლის დალევით, ბევრი ხილით, ბოსტნეულით, უჯრედისით მდიდარი საკვებითა თუ საკურორტო თერაპიით მიღწევა იმის, რომ კუჭის მოქმედება დღეში ერთხელ მაინც იყოს. დიდი რაოდენობით არ უნდა იყოს სახამებლის შემცველი პროდუქტები, როგორიცაა პური, მაკარონი, კარტოფილი, ბრინჯი. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი, ცილა, ნახშირწყალი, ცხიმი, ვიტამინი და ა.შ.

"აგრეთვე, აუცილებელია კუჭის მოქმედების შემდეგ ტანის დაბანვა, მაგრამ არა ცივი წყლით, რადგან ცივი წყალი სპაზმს იწვევს. დაბანა ჩვეულებრივი თბილი, საპნიანი წყლით უნდა მოხდეს", -  გვირჩევს ექიმი.  

მათ კი ვისაც მჯდომარე მუშაობა უწევს, ექიმი ყოველ 20-30 წუთში  გასეირნებას ურჩევს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საახალწლო მრავალათასიან ცრურწმენას ერთიც შეემატა, რა ფილმებსაც ახალ
წელს უყურებ ისეთი წელი დაგებედება.
13:09 / 31.12.2023
საახალწლო მრავალათასიან ცრურწმენას ერთიც შეემატა, რა ფილმებსაც ახალ წელს უყურებ ისეთი წელი დაგებედება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრი ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს
აქვეყნებს.
10:01 / 09.08.2023
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აქვეყნებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.