რჩევები
როგორ დავიცვათ კანი მზის სხივებისგან - კოსმეტოლოგის რჩევები
FaceBook
ზაფხული მშვენიერი დრო არის დასვენებისთვის, მაგრამ მაღალმა ტემპერეტურამ შეიძლება დისკომფორტი შეუქმნას კანს. განსაკუთრებით პრობლემები მზის აბაზანის (რუჯი) მიღების დროს შეიძლება გამოვლინდეს.

ზაფხულის ცხელ დღეებში სახის კანს მათი ტიპების შესაბამისი მოვლა სჭირდება. ესტეთიკური მედიცინის ცენტრ " მილენიუმის" კოსმეტოლოგი ანჟელა ბაკურაძე ამბობს, რომ ზაფხულში კანი ყველაზე მეტ ტენს კარგავს, ამიტომ აუცილებელია ყველა ტიპის კანი მუდმივად ტენიანდებოდეს.
"თუ კანი შრალია ის დღის და ღამის განმავლობაში მუდმივად საჭიროებს დატენიანებას, ცხიმიანი კანისთვის აუცილებელია ჯერ გაიწმინდოს კანი და რამდენიმე დღის შემდეგ არის შესაძლებელი რუჯის მიღება, ხოლო კომბინირებული კანი ზაფხულში ყველაზე მარტივი მოსავლელია. მას მხოლოდ დამატენიანებელი სჭირდება. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა ტიპის კანისთვის საჭიროა მზის დამცავი, რომლის შეძენა აფთიაქებშიც შესალებელია"- ამბობს ანჟელა ბაკურაძე.
კანის მთავარი მტერი არის მზის სხივები. იმისთვის რომ რუჯი თქვენი კანისთვის უსაფრთხო იყოს, აუცილებელია მხოლოდ ისეთი კოსმეტიკის გამოყენება, რომელიც ულტრაიისფერ, მზისგან დამცავ ნივთიერებებს შეიცავს. აფთიაქებში ასეთ საშუალებებს SPF (sun protection factor) წარწერით იპოვით.
"სწორად და ზომიერად მიღებული მზის აბაზანა კანს არამხოლოდ ლამაზ ბრინჯაოს ფერს ანიჭებს, არამედ უფრო გლუვს ხდის მას. თუმცა დოზების ხშირმა დარღვევამ ორგანიზმში შეიძლება მთელი რიგი დარღვევები გამოიწვიოს", - ამბობს ანჟელა ბაკურაძე.
კანისთვის, ასევე, სასარგებლოა სახლის პირობებში დამზადებული სახის ნიღბები, რომელიც ყველა ტიპის კანისთვის სხვადასხვა ინგრედიენტს შეიცავს.
მშრალი კანისთვის - 1კვერცხის გული და 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი 20 წუთი დაიდებთ კანზე.
ცხიმიანი კანისთვის - საფუარი და 1 კვერცხის ცილა, 20 წუთი დაიდებთ კანზე
კომბინირებული კანისთვის - ჟელატინი და ტბილი წყალი , 20 წუთი დაიდებთ კანზე.
თუ მზის სხივებმა უარყოფითად მაინც იმოქმედა თქვენს კანზე გაახალგაზრდავებისთვის და გაჯანსაღებისთვის პლაზმალიფტინგი და მეზოთერაფიაა ყველაზე ეფექტური საშუელება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საახალწლო მრავალათასიან ცრურწმენას ერთიც შეემატა, რა ფილმებსაც ახალ
წელს უყურებ ისეთი წელი დაგებედება.
13:09 / 31.12.2023
საახალწლო მრავალათასიან ცრურწმენას ერთიც შეემატა, რა ფილმებსაც ახალ წელს უყურებ ისეთი წელი დაგებედება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრი ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს
აქვეყნებს.
10:01 / 09.08.2023
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აქვეყნებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.