მულტიმედია
რა აინტერესებს ქუთაისში ამომრჩეველს და რას ჰპირდებიან მაჟორიტარობის კანდიდატები
FaceBook
ქუთაისში წინაარჩევნო მარათონი აქტიურ ფაზაში შედის.

ქუჩებში უკვე გამოჩნდა კანდიდატების ბილბორდები, მიმდინარეობს ამომრჩევლებთან შეხვედრები და დაპირბების ნაწილიც უკვე გაჟღერებულია.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში სიახლეებია. არჩევნები 3%-იანი ბარიერით, ბლოკებითა და შერეული სისტემით ტარდება. დაპირებული პროპოციული არჩევნების ჩასატარებლად კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად დეპუტატების ხმები საკმარისი არ აღმოჩნდა.

ქუთაისელ ამომრჩეველს, წინა არჩევნებისგან განსხვავებით, სამის მაგივრად ერთი მაჟორიტარის არჩევა მოუწევს.


არჩევანი მრავალფეროვანია: ,,ქართული ოცნება" - ზაზა ლომინაძე, ,,ნაციონალური მოძრაობა" - გრიგოლ ვაშაძე, ,,ევროპული საქართველო" - ოთარ კახიძე, ,,ლელო" - ანა ნაცვლიშვილი, ,,ქართული ფესვები" - ნათია ჯიმშელეიშვილი, ,,თავისუფალი საქართველო" - ელგუჯა ხიშოვანი, ,,პატრიოტთა ალიანსი" - ნონა ასათიანი, ,,ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსი" - თორნიკე მარჯანიშვილი, ,,ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების" - იოსებ კენჭაძე.

წარდგენილ 9 კანდიდატს შორის არჩევანი კი ქუთაისში რეგისტრირებულმა  152 561 ამომრჩეველმა უნდა გააკეთოს.



სანამ მოქალაქეები საარჩევნო ყუთთან მივლენ, მათთან ის კითხვები მოვისმინეთ, რომელზე პასუხსაც მაჟორიტარობის კანდიდატისგან ელოდებიან.  მათგან ყველაზე ხშირად დასმული ხუთი კითხვა შევარჩიეთ, რომელიც ქალაქის სტატუსს, მაჟორიტარობის კანდიდატების წინასაარჩევნო პროგრამას და ქუთაისში ინფრასტრუქტურულ პრობლემებს ეხება.


მოქალაქეების კითხვებს ,,ქუთაისიპოსტის“ საშუალებით მხოლოდ 8 კანდიდატმა უპასუხა. ,,ქართული ოცნებიდან“  ზაზა ლომინაძემ კითხვებზე პასუხს თავი აარიდა.

პრესსამსახურში ამის მიზეზად ჯერ კანდიდატის დატვირთული გრაფიკი დაასახელეს, შემდეგ კი განაცხადეს, რომ შეთანხმების გარეშე ინტერვიუს ვერ ჩაწერდნენ.  18 მარტს ქუთაისში გამართულ ,,ოცნების“ კანდიდატების წარდგენაზე კი ზაზა ლომინაძემ ქუთაისის, როგორც სანამანათლებლო ცენტრის მნიშვნელობაზე, ახლადგახსნილ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მოქალაქეების გულისკენ მიმავალი გზა კარგად იცის.

სალომე ჩიხლაძე ერთ-ერთია იმათგან, რომელსაც აინტერესებს, რას შეცვლიდნენ ქუთაისითვის მაჟორიტარობის კანდიდატები, საპარლემენტო მანდატის მოპოვების შემთხვევაში?


წინაასარჩევო დაპირებებში პარლამენტის ქუთაისში ყოფნის საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია. პოლიტიკური პარტიების ნაწილი ირწმუნება, რომ ქუთაისში საკანონმდებლო ორგანოს დააბრუნებს, ნაწილისთვის ეს არც ისე მნიშვნელოვანია. არიან ისეთებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ პარლამენტის მუშაობა ერთდროულად ქუთაისსა და თბილისშიც თავისუფლად შეიძლება.

მოქალაქე ირაკლი თევზაძე დაინტერესდა, რას ფიქრობენ პარლამენტზე და ქუთაისზე ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატები.

მაჟორიტარ დეპუტატს პარლამენტში სხვადასხვა საკონომდებლო ინიციატივებზე მუშაობა მოუწევს.  მოქალაქე თათია ტოფაკიძის კითხვა სწორედ იმ საკანონმდებლო ინიციატივებს ეხება, რომელთა შესახებაც კანდიდატებს სურთ იმუშაონ.

 

მოქალაქე ზურაბ გოქაძე კანდიდატებისგან პასუხს ქალაქის ფუნქციაზე, ინფრასტრუქტურისა და სატრანსპორტო ქსელის მოწესრიგებაზე ელოდება.

მეხუთე კითხვა იმ დაპირებებსა და პრობლემებს ეხება, რომელთა გადაჭრასაც კანდიდატები მოქალაქეებს ფუნქცია, მოვალეობების გაუთვალისწინებლად გასცემენ.

მოქალაქე ანი შვანგირაძე ფიქრობს, რომ პოლიტიკოსების პასუხები არა მათ ფუნქციებიდან გამომდინარე, არამედ  ხალხის გულის მოსაგებად იქნება განკუთვნილი. მაჟორიტარობის კანდიდატების ნაწილი ამბობს, რომ დაპირებებს არა ერთი ადამიანის ხარჯზე, არამედ გუნდური მუშაობის იმედად გასცემენ.


"ნაციონალური მოძრობისა“ და ,,ვეროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატების დაპირებები თითქმის იდენტურია. მაგალითად, ორივე ამომრჩევლებს  ქუთაისის საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსის დაბრუნებას ჰპირდება დ იმას, რომ ქალაქის პოლიციის უფროსის არჩევა  მერთან და საკრებულოს წევრებთან ერთად მოქალქეებს შეეძლებათ. მიუხედავად პროგრამების მსგავსებისა,  ამბობენ, რომ მათ საერთო არაფერი აქვთ და არჩევნებზე საკმარისი ხმების მოგროვებაში დარწმუნებულები არიან.


ამ ეტაპზე მხოლოდ ერთადერთი, ,,ქართული ფესვების“ კანდიდატი აცხადებს, რომ წინასაარჩევნოდ დაპირებებს არ გასცემს და მისი არჩევის შემთხვევაში პრობლემების მოგვარებაზე გზადაგზა იფიქრებს.

საქართველოს პარლამენტის წევრი, შეიძლება გახდეს მოქალაქე 25 წლიდან. მაჟორიტარული ან პროპორციული წესით არჩეულ დეპუტატებს თანაბარი უფლებები და მოვალეობები გააჩნიათ.


მაჟორიტარ დეპუტატს შეუძლია წარადგინოს საკანონმდებლო ინიციატივები, რომელიც ხელს შეუწყობს არა მხოლოდ კონკრეტულად იმ ოლქის პრობლემების გადაჭრას, რომელის წარმომადგენელიცაა, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის იქნება მნიშვნელოვანი.


მას სხვა საჯარო თანამდებობის და  სამეწარმეო საქმიანობის უფლება არ აქვს, თუმცა   ის შეიძლება ფლობდეს აქციებს, წილს და სხვა ქონებას. შეუძლია საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვა. მაგალითად, ის შეიძლება ეწეოდეს სამეცნიერო, პედაგოგიურ და სახელოვნებო საქმიანობას, თუ ეს საქმიანობა არ ითვალისწინებს ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულებას.


მიუხედავად იმისა, რომ კანონით მაჟორიტარი დეპუტატების შესაძლებლობები ბევრად სცდება წინასაარჩვენო პერიოდში მოქალაქეებისთვის მიცემულ სიტყვას, საარჩევნო ყუთთან გადამწყვეტ ფაქტორს მაინც მათ მიერ გაჟღერებული დაპირებები  ასრულებს.


ვინ იქნება ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი, რომელმაც კონსტიტუციით დაკისრებულ ამ უფლება-მოვალეობებთან ერთად, წინასაარჩევნო კამპანიისას მოქალქეებისათვის მიცემულ სიტყვაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, ამას 31 ოქტომბერს გავიგებთ.


ავტორი: ანა ჯიქია


Print E-mail
FaceBook Twitter



მსგავსი სიახლეები
კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვმა
საქართველოში 100 ათასს გადააჭარბა. გაიზარდა სიკვდილიანობის
მაჩვენებელი, გადაიტვირთა კლინიკები, წარმოიქმნა ექიმებისა და
ექთნების დეფიციტი.
10:12 / 16.11.2020

კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვმა საქართველოში 100 ათასს გადააჭარბა. გაიზარდა სიკვდილიანობის მაჩვენებელი, გადაიტვირთა კლინიკები, წარმოიქმნა ექიმებისა და ექთნების დეფიციტი.

პანდემიისთვის მთელი მსოფლიო ერთგვარი სცენაა,
ყველგან სხვადასხვა ნიღაბს ირგებს და ყველა ადამიანის ცხოვრებაში
სხვადასხვა როლს თამაშობს. ჟანრი ყველგან ერთია-დრამა.
11:53 / 15.11.2020

პანდემიისთვის მთელი მსოფლიო ერთგვარი სცენაა, ყველგან სხვადასხვა ნიღაბს ირგებს და ყველა ადამიანის ცხოვრებაში სხვადასხვა როლს თამაშობს. ჟანრი ყველგან ერთია-დრამა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.