გართობა
ტიკ-ტოკი VS კორონავირუსი
FaceBook
სათვალავარეული დღე კარანტინისა, სახლიდან გაუსვლელად, ახლობლებთან რეალურ სივრცეში ურთიერთობის გარეშე, სამაგიეროდ "ტიკ-ტოკში".
ჩინურ ვირუსთან საბრძოლველად ბევრმა გართობის ნაცად ხერხს მიმართა, ბევრმა კი ონლაინ ვიდეოპლატფორმა კარანტინში აღმოაჩინა.

იზოლაციის პერიოდში საქართველოს ეპიდემიასავით მოედო ტიკ-ტოკ -გართობა. ონლაინ პლატფორმაზე ბიძინა ივანიშვილიც კი გამოჩნდა, რის გამოც თანაგუნდელების ქება და ოპოზიციის კრიტიკა დაიმსახურა.

მისგან განსხვავებით, მშვიდად ტვირთავენ ცეკვის, სიმღერის, სხვადასხვა სასაცილო სცენის და გამოწვევების ვიდეოებს ქუთაისელები დებიუტანტები და გამოცდილი ტიკ-ტოკერები. გასართობად ახლა ყველაზე შესაფერისი დროა.

იუმორისტი გიორგი კაკიაშვილი ვიდეოს ონლაინ პლატფორმაზე ადრე თავისუფალ დროს ტვირთავდა. ახლა, თვითონაც ერთობა და ფიქრობს, რომ მომხმარებლებსაც ართობს. ამბობს, რომ ვიდეოს გადასაღებად მხოლოდ თავისუფალი დრო არ კმარა. ყურადღების მისაქცევად ახალი იდეაა საჭირო.

"ვისაც ბევრი თავისუფალი დრო აქვს, ის უფრო მეტ დროს უთმობს აპლიკაციას, მე, ადრეც და ახლაც ერთნაირად მოვიხმარ მას, არაფერი შეცვლილა. თავისუფალ დროს, თუ ახალი იდეა მაქვს ვტვირთავ ვიდეოს. უნიკალური აპლიკაციაა, თავისუფალი სივრცე. ტიკ-ტოკზე რასაც ატვირთავ ფეისბუქზე არ ატვირტავ, ამიტომაა განსხვავებული".

გიორგის თავისუფალი დრო იშვიათად აქვს, ამიტომ ტიკ-ტოკის გვერდზე თხუთმეტიოდე ვიდეო აქვს განთავსებული. ვიდეოს სიმცირე მის პოპულარობას ხელს არ უშლის. გიორგი სხვა მომხმარებლის სცენარს არ იმეორებს, ყველა მისი ვიდეო იუმორისტულია. კარანტინის პერიოდში მისმა გვერდმა კიდევ უფრო მეტი მიმდევარი შეიძინა.

გიორგის თქმით, სოციალური სივრცე ინფლუენსერებისთვის ძირითადი ფინანსური წყაროა და მომხმარებელთან ნაწილისთვის აპლიკაცია სამსახურია. თავად კი ამ აპლიკაციას ჯერ მხოლოდ გასართობად იყენებს.

გიორგისგან განსხვავებით, ჟურნალისტმა გიგა გელხვიძემ ტიკ-ტოკზე პირველი ვიდეო კარანტინის პერიოდში განათავსა მოტივით - "უშველა საკუთარ თავს და გაუხალისე თვითიზოლაცია სხვას"". საკუთარ თავში სამსახიობო ნიჭიც აღმოაჩინა. ამბობს, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ ბედს ამ კუთხით აუცილებლად ცდის. ის ყოველ დღე ფიქრობს, რა შესთავაზოს ახალი მომხმარებელს, წინასწარ იცის, რა უნდა გაითამაშოს, ამიტომ, ვიდეოს ერთ დუბლად იღებს.

"დღეს ტიკ-ტოკი ჩემი ყოველდღიურობაა, საკმაოდ ბევრი მიმდევარი მყავს, გავიცნი ძალიან საინტერესო ადამიანი. ახლა ტიკ-ტოკი სამსახურივითაა, რომლისთვისაც წინა დღით უკვე ვეძებ ახალ "მასალას" ახალი ვიდეოსთვის".

მეგობრები და ოჯახის წევრები გიგას ახალ გატაცებას იწონებენ და ელოდებიან ახალ ვიდეოს მის გვერდზე. გიგა ვიდეორგოლებში კარანტინში გატარებულ დღეებს სახალისოდ ასახავს. ფიქრობს, რომ ეს მას და თვითიზალაციაში მყოფ ადამიანებს, ახლა განსაკუთრებით სჭირდებათ.

ტიკ-ტოკის ვიდეოს ის სხვა ონლაინ პლატფორმებზეც ტვირთავს, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლებს ტიკ-ტოკის ვიდეო სხვაგანაც ნახონ. ასე შეიძინა მან გამომწერებთან ერთად, ახალი მეგობრები.

ახალი მეგობრები ჯერ არა, მაგრამ უკვე ბევრი მიმდევარი ჰყავს ნუცა ხუჯაძეს. ის ტიკ-ტოკის აპლიკაციის საშუალებით ცეკვას სწავლობს. აპლიკაციის შესახებ კარანტინის დაწყებამდეც იცოდა, თუმცა გადაღებულ ვიდეოს არ აქვეყნებდა. ტიკ-ტოკმა მას გამბედაობა შემატა. გადაღებულ ვიდეოს ახლა ის სხვადასხვა ონლაინ პლატფრომაზე აქვეყნებს.

"სახლში არაფერს ვაკეთებდი, ბევრი თავისუფალი დრო მრჩებოდა, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, თან ცეკვის სწავლა მინდოდა და ტიკ-ტოკის აპლიკაცია ჩემთვის აღმოჩნდა".

ნუცამ თუ ტიკ-ტოკზე ცეკვა დაიწყო, 11 წლის ლუკა დვალიშვილი მას ონლაინ გაკვეთილებისგან დასასვენებლად იყენებს. ბავშვის უსაფრთხოების დაცვის გამო, მშობლები სახლიდან იშვიათად უშვებენ, ამიტომაც გაიხსენა ლუკამ მივიწყებული აპლიკაცია კარანტინის პერიოდში. ატვირთული ვიდეოს რაოდენობით, ჩვენს რესპონდენტებს შორის ის რეკორდსმენია.

"ადრე დიდ ყურადღებას ტიკ-ტოკს არ ვაქცევდი, თვითიზოლაციის დროს გამახსენდა და კარგადაც ვერთობი, დღეში ათ ვიდეოს მაინც ვტვირთავ, რამდენიმეს ვაქვეყნებ".

აპლიკაცია, რომელსაც ამ დროისთვის 500 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს, კორონავირუსის პერიოდში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან გასართობად იქცა ქუთაისშიც. ხალხი ერთგვარ ირონიად აღიქვამს იმას, რომ ჩინეთიდან გავრცელებული კორონავირუსის გამო სახლში გამოკეტვას ჩინური აპლიკაციით იხალისებენ.


სათვალავარეული დღე კარანტინისა, სახლიდან გაუსვლელად, ახლობლებთან რეალურ სივრცეში ურთიერთობის გარეშე, სამაგიეროდ „ტიკ-ტოკში“. ჩინურ ვირუსთან საბრძოლველად ბევრმა გართობის ნაცად ხერხს მიმართა, ბევრმა კი ონლაინ ვიდეოპლატფორმა კარანტინში აღმოაჩინა.

 

იზოლაციის პერიოდში საქართველოს ეპიდემიასავით მოედო ტიკ-ტოკ -გართობა. ონლაინ პლატფორმაზე ბიძინა ივანიშვილიც კი გამოჩნდა, რის გამოც თანაგუნდელების ქება და ოპოზიციის კრიტიკა დაიმსახურა. მისგან განსხვავებით, მშვიდად ტვირთავენ ცეკვის, სიმღერის, სხვადასხვა სასაცილო სცენის და გამოწვევების ვიდეოებს ქუთაისელები დებიუტანტები და გამოცდილი ტიკ-ტოკერები. გასართობად ახლა ყველაზე შესაფერისი დროა.

 

იუმორისტი გიორგი კაკიაშვილი ვიდეოს ონლაინ პლატფორმაზე ადრე თავისუფალ დროს ტვირთავდა. ახლა, თვითონაც ერთობა და ფიქრობს, რომ მომხმარებლებსაც ართობს. ამბობს, რომ ვიდეოს გადასაღებად მხოლოდ თავისუფალი დრო არ კმარა. ყურადღების მისაქცევად ახალი იდეაა საჭირო.

 

„ვისაც ბევრი თავისუფალი დრო აქვს, ის უფრო მეტ დროს უთმობს აპლიკაციას, მე, ადრეც და ახლაც ერთნაირად მოვიხმარ მას, არაფერი შეცვლილა. თავისუფალ დროს, თუ ახალი იდეა მაქვს ვტვირთავ ვიდეოს. უნიკალური აპლიკაციაა, თავისუფალი სივრცე. ტიკ-ტოკზე რასაც ატვირთავ ფეისბუქზე არ ატვირტავ, ამიტომაა განსხვავებული“.

 

გიორგის თავისუფალი დრო იშვიათად აქვს, ამიტომ ტიკ-ტოკის გვერდზე თხუთმეტიოდე ვიდეო აქვს განთავსებული. ვიდეოს სიმცირე მის პოპულარობას ხელს არ უშლის. გიორგი სხვა მომხმარებლის სცენარს არ იმეორებს, ყველა მისი ვიდეო იუმორისტულია. კარანტინის პერიოდში მისმა გვერდმა კიდევ უფრო მეტი მიმდევარი შეიძინა.

 

გიორგის თქმით, სოციალური სივრცე ინფლუენსერებისთვის ძირითადი ფინანსური წყაროა და მომხმარებელთან ნაწილისთვის აპლიკაცია სამსახურია. თავად კი ამ აპლიკაციას ჯერ მხოლოდ გასართობად იყენებს.

 

გიორგისგან განსხვავებით, ჟურნალისტმა გიგა გელხვიძემ ტიკ-ტოკზე პირველი ვიდეო კარანტინის პერიოდში განათავსა მოტივით - „უშველა საკუთარ თავს და გაუხალისე თვითიზოლაცია სხვას’’. საკუთარ თავში სამსახიობო ნიჭიც აღმოაჩინა. ამბობს, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ ბედს ამ კუთხით აუცილებლად ცდის. ის ყოველ დღე ფიქრობს, რა შესთავაზოს ახალი მომხმარებელს, წინასწარ იცის, რა უნდა გაითამაშოს, ამიტომ, ვიდეოს ერთ დუბლად იღებს.

 

„დღეს ტიკ-ტოკი ჩემი ყოველდღიურობაა, საკმაოდ ბევრი მიმდევარი მყავს, გავიცნი ძალიან საინტერესო ადამიანი. ახლა ტიკ-ტოკი სამსახურივითაა, რომლისთვისაც წინა დღით უკვე ვეძებ ახალ „მასალას“ ახალი ვიდეოსთვის’’.

 

მეგობრები და ოჯახის წევრები გიგას ახალ გატაცებას იწონებენ და ელოდებიან ახალ ვიდეოს მის გვერდზე. გიგა ვიდეორგოლებში კარანტინში გატარებულ დღეებს სახალისოდ ასახავს. ფიქრობს, რომ ეს მას და თვითიზალაციაში მყოფ ადამიანებს, ახლა განსაკუთრებით სჭირდებათ.

 

ტიკ-ტოკის ვიდეოს ის სხვა ონლაინ პლატფორმებზეც ტვირთავს, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლებს ტიკ-ტოკის ვიდეო სხვაგანაც ნახონ. ასე შეიძინა მან გამომწერებთან ერთად, ახალი მეგობრები.

 

ახალი მეგობრები ჯერ არა, მაგრამ უკვე ბევრი მიმდევარი ჰყავს ნუცა ხუჯაძეს. ის ტიკ-ტოკის აპლიკაციის საშუალებით ცეკვას სწავლობს. აპლიკაციის შესახებ კარანტინის დაწყებამდეც იცოდა, თუმცა გადაღებულ ვიდეოს არ აქვეყნებდა. ტიკ-ტოკმა მას გამბედაობა შემატა. გადაღებულ ვიდეოს ახლა ის სხვადასხვა ონლაინ პლატფრომაზე აქვეყნებს.

 

„სახლში არაფერს ვაკეთებდი, ბევრი თავისუფალი დრო მრჩებოდა, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, თან ცეკვის სწავლა მინდოდა და ტიკ-ტოკის აპლიკაცია ჩემთვის აღმოჩნდა’’.

 

ნინიმ თუ ტიკ-ტოკზე ცეკვა დაიწყო, 11 წლის ლუკა დვალიშვილი მას ონლაინ გაკვეთილებისგან დასასვენებლად იყენებს. ბავშვის უსაფრთხოების დაცვის გამო, მშობლები სახლიდან იშვიათად უშვებენ, ამიტომაც გაიხსენა ლუკამ მივიწყებული აპლიკაცია კარანტინის პერიოდში. ატვირთული ვიდეოს რაოდენობით, ჩვენს რესპონდენტებს შორის ის რეკორდსმენია.

 

„ადრე დიდ ყურადღებას ტიკ-ტოკს არ ვაქცევდი, თვითიზოლაციის დროს გამახსენდა და კარგადაც ვერთობი, დღეში ათ ვიდეოს მაინც ვტვირთავ, რამდენიმეს ვაქვეყნებ“.

 

აპლიკაცია, რომელსაც ამ დროისთვის 500 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს, კორონავირუსის პერიოდში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან გასართობად იქცა ქუთაისშიც. ხალხი ერთგვარ ირონიად აღიქვამს იმას, რომ ჩინეთიდან გავრცელებული კორონავირუსის გამო სახლში გამოკეტვას ჩინური აპლიკაციით იხალისებენ.

 

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
Rock’აია - Rock’AIA ამ
სახელწოდების როკ-ფესტივალი ქუთაისში დღეს 17 ივნისს გაიხსნება
და ორ დღეს გასტანს.
12:03 / 17.06.2022
Rock’აია - Rock’AIA ამ სახელწოდების როკ-ფესტივალი ქუთაისში დღეს 17 ივნისს გაიხსნება და ორ დღეს გასტანს.
ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი  2022
წლის კონკურსზე ფილმების მიღებას იწყებს.
11:44 / 06.06.2022
ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი  2022 წლის კონკურსზე ფილმების მიღებას იწყებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.