მულტიმედია
ქალები იმერეთიდან ტრადიციაზე „საავტორო უფლებით“ (ფოტო/ვიდეო)
FaceBook

სამივემ ერთი მიზანი დაისახა.


მიზნის მისაღწევად სტუმართმოყვარეობის ტრადიციას მიმართეს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მათი ავტორობით შეიქმნა.


ამიტომ განსაკუთრებული  ტექნოლოგიებისა და მეთოდების  შესწავლა არ დასჭირვებიათ, უბრალოდ გამოუხმეს და გადაიაზრეს ის უნარები, რომელიც ისტორიულად მიიღეს.


სტუმართმოყვარეობის ტრადიციებს თანამედროვე აზროვნება მიუსადაგეს და საქმეც გამოვიდა.

სტუმრის მიღება-გაცილების  რიტუალში მთავარი პერსონაჟი ხომ ქალია. ქართველთა ერთ-ერთი საამაყო მემკვიდრეობა სწორედ მათ შექმნეს და შემოინახეს. ამიტომაც, მარტივად აუღო ალღო სამმა ქალმა იმერეთიდან ბიზნესს ტურიზმის სფეროში და მარტივადვე მოიპოვა წარმატება.


ისინი შეამჩინეს, დააფასეს და შემდეგ დააფინანსეს, სამივე ერთი მიზნისთვის - გააძლიერონ და განავითარონ მეწარმეობა ქალების ავტორობით.


***

სტუმრის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს წყალტუბოელ ნუნუ ტორაძეს. ამბობს, რომ ადამიანებთან ურთიერთობა ყოველთვის დიდ სიამოვნებას ანიჭებდა. 78 წლის ასაკში გადაწყვიტა სასიამოვნო სასარგებლოდ ექცია და ტურიზმის ბიზნესში ჩაერთო.


შვილის  დახმარებით დაწერა პროექტი და საოჯახო სასტუმროს მოწყობისთვის მოიპოვა გრანტი ფერმერთა გაერთიანება ასოციაცია „ელკანადან“, რომელიც თავის მხრივ იბიარდიდან (EBRD) - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან, ფინანსდება.

ასოციაციის ერთ-ერთი სამოქმედო პრინციპია: ქვეყნის ტრადიციებს მისადაგებული თანამედროვე აზროვნება. სწორედ ამ პუნქტს უპასუხა ნუნუ ტორაძის პროექტმა, რომელიც ქვეყნის რეგიონში საოჯახო სასტუმროს მოწყობას გულისხმობდა.

 

ახალ ბიზნესს გარკვეული ინფრასტრუქტურა დახვდა. ორსართულიანი სახლი, კეთილმოწყობილი ოთახები და თავად წყალტუბო  - მისი სამკურნალო წყლებით, ბევრი ტურისტული ატრაქციით.


ნუნუს სასტუმრო მეორე წელია  ტურისტების ნაკლებობას არ განიცდის. Booking.com ზე დარეგისტრირების შემდეგ ტურისტები მსოფლიოს ხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრობენ, მათ შორისაა ისრაელი, გერმანია, პოლონეთი, რუსეთი
.

ნუნუ ბიზნესს მარტო უძღვება, თუმცა მარტოობა არ უყვარს. ამიტომაც წამოიწყო ეს საქმე.

„ხშირად შემიწოდებია ტურისტებისთვის მურაბა, ჩაი, ნამცხვარი. მინდა გავუნაწილო ჩემი სუფრა. მერე ფულს მიმატებენ, გონიათ ფასიანია,  ვუხსნი, როგორც შემიძლია, რომ ეს ასე არ არის. ამით მხოლოდ პატივისცემას გამოვხატავ, ცოტა უკვირთ“, - ყვება ნუნუ.


მან არც ერთი ენა არ იცის გარდა რუსულისა, მაგრამ ეს ხელს არ უშლის ურთიერთობაში.


“თუკი საქმე და ადამიანები გიყვარს, ურთიერთობის ათასი საშუალება არსებობს“,- მიაჩია ხანდაზმულ ქალბატონს.


რუსი ტურისტებიდან ხშირად გაუგონია, რომ რუსული მედიიდან სხვა ინფორმაცია ჰქონდათ საქართველოზე და რეალობა სხვა დახვდათ.

„მაინც გაბედეს, ჩამოვიდნენ და დაინახეს, რომ ტურისტისთვის საქართველო უხიფათო ადგილია“, - ამბობს ნუნუ.

 

ბიზნესის მართვის დიდი გამოცდილება არ გააჩნდა არც 44 წლის ირინე ისაკაძეს, მაგრამ ჰქონდა ქართული სტუმართმოყვარეობიდან ნაკვები სხვა უნარი - იმის ცოდნა როგორ დააინტერესოს სტუმარი. ირინეს აზრით,  ტურისტმა არა მხოლოდ უნდა ნახოს საინტერესო ადგილები, ისტორიული და ბუნებრივი ძეგლები, არამედ - „თან წაიღოს“.


ირინე პროფესიით მხატვარია, ხშირად მონაწილეობს  ჯგუფურ გამოფენებში, რომელსაც მხატვართა კავშირის ქუთაისის ორგანიზაცია მართავს.

ირინე ხატმწერიცაა. არაერთხელ მიუღია შეკვეთა ხატებზე ეკლესიიდან თუ კერძო პირებიდან.


თუმცა, მის  ნახატებს მაინც ლოკალური მნახველი  ჰყავდა. ამიტომ, გადაწყვიტა დამთვალიერებელთა რიცხვი  გაეზარდა და სამიზნე აუდიტორიად ტურისტები ექცია.


საამისოდ  სუვენირების დამზადება დაიწყო, იმ ღირშესანიშნაობების გამოსახვას შეუდგა, რისი ნახვაც ქუთაისში შეიძლება.


მალე დაფინანსების წყაროც გამოჩნდა.


„მეგობრისგან გავიგე კონკურსის შესახებ, რომელსაც „ელკანა“ აწყობდა. შანსი იყო მიმეღო გრანტი. დავწერე პროექტი და გავიმარჯვე“, - ამბობს ირინე.



ირინეც მეორე წელია ამ ბიზნეს უძღვება. თავად ამზადებს სუვენირებს - თეფშებს ბაგრატის, გელათის, მესხიშვილის თეატრის, თეთრი ხიდის გამოსახულებით. ქმნის სხვადასხვა ნივთს, რომლებიც ქართულ ფოლკლორთან არის კავშირში

.


ერთი წელია ბიზნესი გაამრავალფეროვნა და ხის ფიგურების დამზადებაც დაიწყო.

„როდესაც მუშაობას იწყებ ერთ იდეაზე, შემდეგ მოდის მეორე, მესამე. თუ არაფერი დაიწყე, იდეაც არ მოვა. მთავარია დაწყება და ჩართვა, შემდეგ გამოსავალი ყოველთვის გამოჩნდება“,- ამბობს ირინე.


იდეების სიმცირეს არ უჩივის არც სამტრედიელი 23 წლის მარიამ შანავა. მან ტრადიცია ნოვაციად აქცია და სამტრედიის მთავარ სიმბოლოს ველოსიპედს ახალი დანიშნულება მოუძებნა.


იგი ველოსიპედებს ტურისტებზე აქირავებს. პროექტი ჯერ არ ამუშავებულა, ველოსიპედებით შევსებას საჭიროებს, თუმცა დიდ პერსპექტივას ხედავს.


თავის დროზე  გეოგრაფიამ და რელიეფმა  განსაზღვრა ველოსიპედებით სამტრედიელების დაინტერესება. ეს ტრადიცია ამ დრომდე შემორჩა. მას მოუსწრო  21-ე საუკუნეში ველოსიპედის „რეინკარნაციის“ ტენდენციამ და ის დააბრუნა ბევრის ცხოვრებაში.


ტურისტებისთვის ველო ყველაზე მოსახერხებელი სატრანსპორტო საშუალება შეიძლება გახდეს, მითუმეტეს სამტრედიაში მოგზაურობისას, რომელიც მთლიანად ვაკეა. შესაბამისად, ველოსიპედისთვის ზედგამოჭრილი. თუმცა მარიამი ტურისტებს უფრო მრავალფეროვან ტურს და დიდ სივრცეს სთავაზობს.


„ჯერჯერობით მხოლოდ ხუთი ველოსიპედი გვაქვს, კიდევ რამდენიმე დაგვჭირდება, თან სხვადასხვა ტიპის, რომ ყველანაირ მოთხოვნას მოერგოს. ტურები შეიძლება შევთავაზოთ ტურისტებს დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა ადგილებში. მათთვის ველური ბუნება, პრინციპში, მთავარი ეგზოტიკაა და საქართველოში ეს ჯერ კიდევ შემორჩენილია. ბუნებაში ველოსიპედით მოგზაურობა ყველაზე კარგი და საინტერესო იქნება, - ამბობს მარიამი.


მარიამმა დროსაც უპასუხა, ტრადიციასაც და  ბიზნესის კანონებსაც - ასე მოხვდა მისი პროექტი ასოციაცია  „ელკანის“ მიერ დაფინანსებულთა შორის.


მარიამი ბიზნესის გარდა ეკოლოგიური პრობლემითაც ინტერესდება. ამიტომ გახდა მისი შეგნებული არჩევანი ველოსიპედი - ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი.


„სამტრედიაში მოიმატა მანქანების რიცხვმა, ჩვენც შეგვეძლო მანქანებზე აგვეწყო ბიზნესი, მაგრამ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი ვარჩიეთ, რომ ადამიანებმა გააცნობიერონ, რამდენად მნიშვნელოვანია სუფთა გარემო. ველოსიპედმა მყარად უნდა  მოიკიდოს ფეხი ჩვენს ცხოვრებაში, ისე როგორც ეს ევროპის ბევრ ქალაქშია“, - მიაჩნია მარიამს.


მთავარია მიზანი გქონდეს, მათ განსახორციელებლად გზა ბევრია - თვლიან ქალები იმერეთიდან, რომლებიც ახლა სწორედ ამ მიზნისთვის  ცდილობენ თავიანთი საავტორო ქმნილების გაფართოებას - ტურიზმის სფეროს გაძლიერებას, სადაც წარსულიც, აწმყოც და მომავალიც ქალებისაა. ამას მოწმობს სტატისტიკაც.


საქართველოს ტურიზმის სექტორში ზემოთააღნიშნული მცირე გრანტების პროექტით დაახლოებით 2000-მა მეწარმემ და 600-მა მიკრო ბიზნესმა ისარგებლა. პროექტის ბენეფიციარების სამი მეოთხედი ქალი მეწარმეები არიან.



ავტორები: ეკა კუხალაშვილი, ლანა კოკაია
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები

თხილი, ეთილის სპირტი, ყურძნის ნატურალური წვენი - ეს სასოფლო
სამეურნეო პროდუქტებს შორის ტოპ სამი პროდუქტია, რომელიც ევროპის
ბაზარზე ბოლო სამი წლის  განმავლობაში მოთხოვნადია.
14:56 / 20.09.2019


თხილი, ეთილის სპირტი, ყურძნის ნატურალური წვენი - ეს სასოფლო სამეურნეო პროდუქტებს შორის ტოპ სამი პროდუქტია, რომელიც ევროპის ბაზარზე ბოლო სამი წლის  განმავლობაში მოთხოვნადია.

იმერეთის ამ სოფელში
წვიმას არავინ ნატრობს. მეტიც, მისი ეშინიათ. დიდი ხანია აქ
საკარმიდამო ნაკვეთების დამუშავებაზეც აღარავინ ზრუნავს.
13:16 / 23.08.2019

იმერეთის ამ სოფელში წვიმას არავინ ნატრობს. მეტიც, მისი ეშინიათ. დიდი ხანია აქ საკარმიდამო ნაკვეთების დამუშავებაზეც აღარავინ ზრუნავს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
დღის სიახლეები
კატო მიქელაძე ერთ–ერთი გამორჩეული ფიგურაა საქართველოში ქალთა ემანსიპაციის მოძრაობაში,მისი აქტივიზმით, პირდაპირობით და გაბედულებით.
შეპირებული პროპორციული არჩევნების პარლამენტში კენჭისყრაზე ჩავარდნას, იმავე დღეს კალაძის ჟესტს მომიტინგეების მისამართით ინტერნეტშ სხვადასხვა რეაქციები მოყვა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პროპორციული წესით არჩვნების კანონპროექტის ჩავარდნასთან დაკაშვირებით განცხადებას აკეთებს.
დღეს, 14 ნოემბერს,  ქუთაისში,  მესხიშვილის თეატრის წინ, 19:00 საათზე საპროტესტო აქცია იგეგმება.
პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო.
„მაგარი იქნება“,-ასე პასუხობს ქუთაისის მერი შეკითხვას 2020 წლის ბიუჯეტის პროექტზე.
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე სამშენებლო ობიექტიდან ორი კვირის წინ გადმოვარდნილი მუშა, გარდაიცვალა.
წყლის პრობლემა, სოფლებში მგლების შემოსევა, მრავალსართულიანი კორპუსების სადარბაზოებში კანალიზაციისა და გაზის გამათბობლის შემოწმება