ინფოგრაფიკა
იმერეთის გუბერნატორისა და ვიცე-გუბერნატორების ხელფასები, პრემიები და დანამატები (ინფოგრაფიკა)
FaceBook
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, გუბერნატორისა და სამი ვიცე-გუნერნატორის შრომის ანაზღაურებისთვის მიმდინარე წელს 115 632,27 ლარი დაიხარჯა.

აქედან, 82 607,27 ლარი თანამდებობრივი სარგო გახლდათ, დანარჩენი კი სახელფასო დანამატი, რომელიც გივი ჭიჭინაძემ, პაატა ნადირაძემ, გიორგი ჭიღვარიამ და იოსებ ხახალეიშვილმა მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ჩამოთვლილ მაღალჩინოსნებს პრემია არ მიუღიათ.

იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე ამ თანამდებობაზე 2015 წლის თებერვალში დაინიშნა. მისი ყოველთვიური ხელფასი ამ თანამდებობაზე 2 950 ლარს შეადგენს. გივი ჭიჭინაძემ ხელფასის ოდენობის პრემია მხოლოდ ერთხელ, 2016 წელს მიიღო. სამაგიეროდ, ის ყველაზე მეტი სახელფასო დანამატების ოდენობით გამოირჩევა, რაც 2015-2017 წლებში 92 187 ლარს შეადგენს.

მაღალი პრემიითა და დანამატით ისარგებლა იმერეთის ყოფილმა ვიცე-გუბერნატორმა, პაატა ნადირაძემ, რომელიც ამ დროისთვის მმართველი პარტიის ჭიათურის მერობის კანდიდატია.
მან, ვიცე-გუბერნატორის თანამდებობაზე ყოფნისას, ყველაზე მაღალი პრემია 4 720 ლარი 2015 წელს მიიღო, 2016 წელს კი 22 000 ლარის ოდენობის დანამატი.

რამდენს შეადგენს იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის მოქმედი და ყოფილი პირველი პირების მიერ მიღებული ხელფასი, პრემია და დანამატი, იხილეთ ქუთაისიპოსტის მიერ მომზადებულ ინფოგრაფიკაში, რომელიც გუბერნატორის აპარატის მიერ მოწოდებულ მონაცემებს ეყრდნობა:


Print