ინფოგრაფიკა
საპატრულო პოლიციის ჯარიმები და მათზე დაკისრებული თანხები (ინფოგრაფიკა)
FaceBook
2016 წელს საქართველოს მასშტაბით საპატრულო პოლიციამ საჯარიმო ქვითარი სულ 1 174 178 სატრანსპორტო საშუალების მფლობელს გამოუწერა.
გასულ წელს მძღოლებზე, სხვადასხვა დარღვევებისთვის დაკისრებული საჯარიმო თანხის საერთო ოდენობამ კი 61 975 059 ლარი შეადგინა.

საპარტულო პოლიციის მიერ გამოწერილი საჯარიმო ქვითრების შესახებ ინფორმაციას „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ IDFI ავრცელებს.

ორგანიზაციამ საგზაო მოძრაობის წესებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც ძალაში მიმდინარე წლის 1 ივლისიდან შევიდა, კვლევა მოამზადა. მისი მიზანი, 2013-2016 წლების ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საგზაო მოძრაობის წესრიგისა და უსაფრთხოების პრევენციის მიზნით, არსებული საჯარიმო პოლიტიკისა და პრაქტიკის შესწავლაა.

კვლევაში გამოვლინდა, რომ 2016 წელს საპარტულო პოლიციამ, წინა წელთან შედარებით, 279 922 -ით ნაკლები საჯარიმო ქვითარი გამოწერა. ასევე, გასულ წელს, ვიდეო ჯარიმა გამოეწერა 281 475 მძღოლს, რაც დაახლოებით, 13 083 შემთხვევით ნაკლებია 2015 წელთან შედარებით.

რაც შეეხება, ქვეყნის მასშტაბით ავტოსაგზაო შემთხვევებს, IDFI-ის კვლევაში ჩანს, რომ მათი რაოდენობა 2013-დან 2016 წლამდე 1429 შემთხვევითაა გაზრდილი.

ამ მონაცემების შესახებ იხილეთ ქუთაისიპოსტის მიერ მომზადებული ინფოგრაფიკა:

Print