ინფოგრაფიკა
დემოგრაფიული მაჩვენებლები იმერეთში (ინფოგრაფიკა)
FaceBook
იმერეთის რეგიონში მოსახლეობის რიცხოვნობა 2016 წელს, 2015 წელთან შედარებით, 3 200-ით შემცირდა.

გასულ წელს რეგიონში მოსახლეობის რაოდენობა 529 700 იყო, 2015 წელს კი - 532 900.

ამ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

უწყების ინფორმაციით, 2015-2017 წლების მაჩვენებლები 2014 წლის 5 ნოემბრის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგს ეფუძნება.

სტატისტიკური მონაცემებით, იმერეთი მოსახლეობის რიცხოვნობით საქართველოს რეგიონებში ყველაზე დიდია.

საქსტატის ცნობით, 2015 წელს ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობა სულ 3 713 700, 2016 წელს კი 3 720 400 გახლდათ.

როგორია იმერეთის რეგიონში ძირითადი დემოგრაფიული მონაცემების: დაბადების, გარდაცვალების, ქორწინებისა და განქორწინების სტატისტიკური მაჩვენებელი, ნახეთ ქუთაისიპოსტის მიერ მომზადებულ ინფოგრაფიკაში:


Print