ინფოგრაფიკა
უქმეების რაოდენობა მსოფლიოსა და საქართველოში (ინფოგრაფიკა)
FaceBook
მსოფლიოში ყველაზე მეტი დასვენების დღე ინდოეთშია. ამ ქვეყანაში 21 ოფიციალური უქმე დღეა.

ინდოეთი ცნობილია უამრავი ფესტივალებით, რომლებიც წლის სხვადასხვა დროს იმართება. ყველაზე მთავარი დღესაწაულები ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე, რესპუბლიკის დღე და მაჰათმა განდის დაბადების დღეა.

დასვენების დღეების რაოდენობის მიხედვით, მომდევნო ადგილზე ფილიპინები და კოლუმბია მოდის. ამ უკანასკნელში 18 უქმე დღიდან 12 კათოლიკური დღესასწაულია, დანარჩები კი სამოქალაქო.

თუ ჩინეთში, ოფიციალურად გამოცხადებული 17 უქმედან, რომელიმე შაბათ-კვირას დაემთხვა, მაშინ დასვენების დღე ორშაბათს გადააქვთ.

ბუდას დაბადების დღე გამოაცხადეს უქმედ ტაილანდში. შობას, ეროვნული დროშის, შრომისა და ვეტერანების დღეს ზეიმობენ არგენტინაში.

ყველაზე ცოტა უქმეების რაოდენობით ლიდერობს მექსიკა. ამ ქვეყანაში დასაქმებულები მხოლოდ 6 ოფიციალური უქმე დღით სარგებლობენ.

რაც შეეხება ჩვენს მეზობელ რუსეთს, აქ ფინეთის მსგავსად, 12 ოფიციალური დასვენების დღე აქვთ.

აღმოჩნდა, რომ საქართველო, 17 უქმე დღით, ჩინეთის გვერდით დგას.

ნახეთ ამ თემაზე ქუთაისიპოსტის მიერ მომზადებული ინფოგრაფიკა:



Print