ინფოგრაფიკა
გასაშვილებელი და გაშვილებული ბავშვები (ინფოგრაფიკა)
FaceBook
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, გასულ წელს იმერეთში ერთ წლამდე ასაკის 3 ბავშვი გაშვილდა.
უწყების სტატისტიკის თანახმად, ქვეყნის მასშატაბით სულ 30 მოზარდი გააშვილეს.

როგორც ირკვევა, გასულ წელს იმერეთში გასაშვილებელი ბავშვების რაოდენობა 10-ს შეადგენდა. აქედან, 7-ის გაშვილებაზე მშობელი თანახმა იყო, 3-ის მშობელს კი ეს უფლება ჩამოერთვა.

სააგენტო მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ასაჯაროებს. ამ მონაცემების მიხედვით, 10 გასაშვილებელი ბავშვიდან 3 ჯანმრთელი იყო, 5 - არაჯანმრთელი, ხოლო 2 - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე.

ბავშვის შვილად აყვანის მსურველი ოჯახი ან პირი სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის ფილიალში უნდა დარეგისტრირდეს და განაცხადის სპეციალური ფორმა შეავსოს. აქედან, არა უმეტეს 10 სამუშაო დღისა, სოციალური მუშაკი მათ პირველად შეფასებას განახორციელებს და დასკვნას დაწერს.

უარყოფითი შეფასების შემთხვევაში, მშვილებელი ოჯახი/პირი აღრიცხვაზე უარს მიიღებს. დადებითი პასუხის შემდეგ, არა უმეტეს 15 სამუშაო დღის განმავლობაში, სააგენტო მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოსთვის წარსადგენ სრულ დასკვნას მოამზადებს.

საქართველოში შვილად აყვანას "შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ კანონი" არეგულირებს.

ნახეთ, საქართველოსა და იმერეთში გასაშვილებელი და გაშვილებული ბავშვების შესახებ, ქუთაისიპოსტის მიერ მომზადებული ინფოგრაფიკა:



Print