ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა, ნანა კოსტავამ ჟურნალისტ სალომე ბარკერს, რომლის 16 წლის დაც რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში, მდინარეში დაიხრჩო, პოსტი მიუძღვნა.
დეპუტატმა ფეისბუკის გვერდზე სალომე ბარკერის ვიდეო გამოაქვეყნა,
სადაც ჟურნალისტი თითზე გაკეთებული პრეზერვატივით ჯვარს გამოსახავს.
გაზიარებულ ვიდეოს დეპუტატმა მიაწერა: „კაი დღეში ხარ ახლა,
იცინე“.
მოგვიანებით ნანა კოსტავამ პოსტი წაშალა. ქუთაისიპოსტთან საუბარში
აღნიშნა, რომ არ იცოდა ტრაგედიის შესახებ, ხოლო თუ
ვინმე მოითხოვს, ბოდიშს მოიხდის.
"ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით აღლუმის ჩატარება რომ
უნდოდათ ლგბტეებს და არ გამოუვიდათ, მაგას ვგულისხმობდი, როცა დავწერე
"კაი დღეში ხარ ახლა, იცინე". ჩაგივარდათ კოვზი ნაცარში, იცინეთ ახლა
რამდენიც გინდათ-მეთქი", - ამბობს კოსტავა, რომლის პოსტი 28 მაისით
თარიღდება, ხოლო თავად 17 მაისის მოვლენაზე საუბრობს.დეპუტატის
საკრებულოდან წასვლა დღეს მერიის წინ შეკრებილმა
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა და
პოლიტიკოსებმა მოითხოვეს. მათი განცხადებით, თუკი კოსტავა საკრებულოს
არ დატოვებს, აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.
ამავე
თემაზე:
„კაი დღეში ხარ ახლა, იცინე“- ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი
ჟურნალისტს, რომლის დაც მდინარეში დაიხრჩო
"თუ მოითხოვს ვინმე, მოვუბოდიშებ" - საკრებულოს წევრის განმარტება
ჟურნალისტზე გამოქვეყნებულ პოსტზე
საქართველოში სულ 3,617 სოფელია, აქედან 3,417 დასახლებულია, ხოლო 200 — დაუსახლებელი (ანუ სოფელი, სადაც მუდმივი მოსახლეობა არ ფიქსირდება) ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის (2024) დაზუსტებულ მონაცემებში.
საქართველოს 2024 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, კლების ტენდენცია გამოვლინდა. მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით, ყველაზე კლებად მუნიციპალიტეტებს წარმოადგენენ მაღალმთიანი აჭარა, ასევე ცაგერის, წყალტუბოს, ტყიბულისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები.




მასალის გამოყენების პირობები