პარტია ,,თავისუფალი საქართველოს” ქუთაისის ორგანიზაცია „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს ხელი არ შეუწყონ ქვეყანაში დესტაბილიზაციას.
პარტიის თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ ქუთაისში ბოლო დღეებში
განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მერიის ადმინისტრაციულ
შენობასთან ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, პარტიის ოფისებზე
ურთიერთთავდასხმა ხელს უწყობს ვითარების დაძაბვას.
ქართული ოცნების აქტივისტებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის
წარმომადგენლებმა ოპოზიციური პარტიების ქუთაისის
ოფისებზე იერიში ორჯერ მიიტანეს. მათ
„გაერთიანებული ოპოზიციისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“
შენობებს კვერცხები და ცოცხები დაუშინეს.
ქუთაისში მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ მოქალაქეებს შეხვდა და ღია კარის დღის ფარგლებში საკუთარი ხედვები და სამომავლო გეგმები გააცნო.




მასალის გამოყენების პირობები