ახალი ამბები
"პედაგოგმა გოგონას ხელის ფათური დაუწყო" - რა მოხდა ხარაგაულის სკოლაში
FaceBook

ხარაგაულის სოფელში უფროს კლასელ გოგონაზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე დაკავებული პედაგოგის მხრიდან გარყვნილ ქმედებას ბევრჯერ ჰქონდა ადგილი - ამის შესახებ ქუთაისიპოსტთან გოგონას ოჯახის წევრები საუბრობენ.


ბიძის თქმით, პედაგოგის მხრიდან მსგავსი ქმედება პირველი შემთხვევა არ არის. 

ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, შესაძლო გარყვნილ ქმედებაში ეჭვმიტანილისა და დაზარალებული გოგონას ოჯახები ნათლია-მირონები არიან.


"ბოლო შემთხვევა იყო საკლასო ოთახში ორი კვირის წინ მომხდარი ამბავი, სადაც პედაგოგმა გოგონას ხელის ფათური დაუწყო, რის შემდეგადაც გოგონა ოთახიდან აღელვებული გამოვიდა. ამ ფაქტს დაადასტურებენ მისი თანაკლასელებიც'',- ამბობს გოგონას ბიძა.


სკოლის დირექტორი ჰყვება, რომ მომხდარის შესახებ მას წერილობით თავად თოთხმეტი წლის გოგონამ მიმართა, სადაც აღნიშნავდა, რომ პედაგოგის მხრიდან მასზე გარყვნილ ქმედებას ჰქონდა ადგილი. მოსწავლე დირექტორს დახმარებას სთხოვდა, რომელმაც თავის მხრივ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.


"ბავშვმა დაახლოებით ორი კვირის წინ შემომიტანა ეს განცხადება, ამის შემდეგ მე ვალდებული ვიყავი წარმედგინა პედსაბჭოსთვის განცხადება და მიმემართა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, შესაძლო გარყვნილების ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა აქვე შემიძლია ვთქვა, რომ ეს პედაგოგი არასოდეს ყოფილა მსგავს სიტუაციაში, ძალიან მოწესრიგებული ადამიანი იყო. როგორც თავად პედაგოგმა მითხრა, საგაკვეთილო პროცესის დროს მოსწავლეზე ხელი აეკრა წელს ზემოთ და ეს შეიძლება ჩათვალა ბავშვმა გარყვნილ ქმედებად'', - ამბობს სკოლის დირექტორი.


დაზარალებული გოგონას ახლობლებს ფაქტის შესახებ საუბარი არ სურთ. გოგონას ბიძა, რომლიც ამავე სკოლაში ასწავლის, ამბობს, რომ ბავშვი არ მოიტყუებოდა.


შესაძლო გარყვნილ ქმედებაში ეჭვმიტანილი პედაგოგის ოჯახის წევრები კი აცხადებენ, რომ ეს ამბავი ,,შეკერილი თემაა'', რადგან სურდათ მას სკოლა დაეტოვებინა.


"განცხადებაში ისეთი რაღაცეები წერია, რაც ერთმანეთს არ ემთხვევა, ეს არის შეკერილი ამბავი, რადგან სურდათ ჩემს მამამთილს კოლა დაეტოვებინა.  მე ამაზე მეტის თქმა არ შემიძლია, არ მინდა გამოძიებას ხელი შევუშალო",-  ამბობს პედაგოგის რძალი.


ხარაგაულის ერთ-ერთ სკოლაში შესაძლო გარყვნილ ქმედებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო, რის შედეგადაც 8 ნოემბერს ეჭვმიტანილი პედაგოგი საკუთარი სახლიდან აიყვანეს.


შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით არის აღძრული, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.