ახალი ამბები
წყალტუბოს განვითარების გეგმა თბილისში წარადგინეს
FaceBook
თბილისში სასტუმრო „რედისონში“ წყალტუბოს განვითარების გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა.
"თანაინვესტირების ფონდის" წარმომადგენლის, ნინო ჩოლოყაშვილის თქმით, წყალტუბოში სახელმწიფოს მიერ შესწავლილი სანატორიუმებიდან ოთხის სრული დემონტაჟია საჭირო, 12-ს კი არქიტექტურული ღირებულება გააჩნია და მისი იერსახე უნდა შენარჩუნდეს. 


"წყალტუბოში არსებული 22 სანატორიუმიდან 7 პრივატიზებულია, 15 სახელმწიფოს საკუთრებაშია და სწორედ მათ განვითარებაზეა გეგმის ფარგლებში საუბარი. დეტალური კვლევა 2014 წელს ჩატარდა 16 შენობაზე, აქედან ოთხი სრულად უნდა დაინგრეს, ხოლო დანარჩენის რეკონსტრუქცია ისე მოხდეს, რომ იერსახე შეინარჩუნონ", - განაცხადა შეხვედრაზე ნინო ჩოლოყაშვილმა. 


ასევე, 14 შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი უნდა მიენიჭოს. სამუშაოები ერთ ფაზად ჩატარდება და მათი დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება. პროექტების საინვესტიციო მოცულობა 620-დან 865 მილიონ აშშ დოლარამდეა. 

ეკონომიკის სამინსიტროს ინფორმაციით, წყალტუბოს განვითარების გეგმის საჯარო განხილვაზე მიწვეულნი იყვნენ არქიტექტორები, ურბანისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ასოციაციები, ასევე ბიზნესის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლები. 

მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ წყალტუბოს სანატორიუმებს მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ყიდულობს.

ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოს განვითარებისთვის აპირებს იხელმძღვანელოს, წამყვანი შვეიცარული საკონსულტაციო კომპანიის, „KohL&Partners“ მიერ შემუშავებულ გეგმით. გეგმის ფარგლებში , წყალტუბოში დამატებით უნდა აშენდეს ბავშვთა მოედნები, წყლის პარკი, ტროპიკული ბაღი, გოლფის და ჩოგბურთის მოედნები, კლდეზე ცოცვის პარკი, სავაჭრო ცენტრი, კაფე-ბარები და რესტორნები. საბოლოო ჯამში, რეგიონში დასაქმდება 15 000 - 20 000 ადამიანი.



ამავე თემაზე:

კურორტი ომის 27 წლიანი კვალით (ფოტოამბავი)

წყალტუბო დღეს (ფოტორეპორტაჟი)
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, დავით აღმაშენებლის
სახელობის აეროპორტში იტალიიდან ჩამოფრენილ მგზავრს მაღალი
ტემპერატურის დაფიქსირების გამო ინფექციურ საავადმყოფოში
გადაიყვანეს.
20:34 / 24.02.2020
ქუთაისში, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში იტალიიდან ჩამოფრენილ მგზავრს მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების გამო ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე სოციალურ
საცხოვრისში მერიის თანამშრომლის ცემის ფაქტზე გამოძიება
დაიწყო.
17:13 / 24.02.2020
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე სოციალურ საცხოვრისში მერიის თანამშრომლის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.