სამართალი
ნაფიცმა მსაჯულებმა ქუთაისში მკვლელობაში ბრალდებულს გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს
FaceBook
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა 45 წლის მამაკაცის მკვლელობისთვის ბრალდებულს გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს.

მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღით 2016 წლის 5 ნოემბერს ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მოხდა, რომლის შედეგად სავალუტო ჯიხურის თანამშრომელი ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე დღეში შინაგან საქმეთა სამინისტრომ 24 წლის მამაკაცი დააკავა. მის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 236 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით, ასევე, 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" პუნქტით და 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" პუნქტით აღიძრა.

ბრალდებულმა ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით საქმის განხილვა თავად მოითხოვა. პროცესები ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე წლის აგვისტოდან მიმდინარეობდა. 

საქალაქო სასამართლოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით მიმდინარე წელს 4 სისხლის სამართლის საქმეა წარმოებაში.

2012 წლიდან ამ დრომდე კი სულ ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით 10 სისხლის სამართლის საქმე წარიმართა.

"სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის" თანახმად, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 12 მსაჯულისა და 2 სათადარიგო მსაჯულისაგან შედგება. ასევე, ამავე კოდექსით განსაზღვრულია თუ ვის შეუძლია გახდეს ნაფიცი მსაჯული. ("სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"; მუხლი 27-31)



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, 30 წლის ქალის
მკვლელობაში ბრალდებულს საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი
პატიმრობა შეუფარდა.
15:57 / 22.07.2020
ქუთაისში, 30 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულს საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.