საზოგადოება
„მთვარი გამოწვევები ჯერ კიდევ წინაა“ - ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მოლოდინები
FaceBook
"საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ" მხარდაჭერით, ქუთაისში ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების მნიშვნელობაზე, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებსა და მოლოდინებზე სემინარი გაიმართა.
არასამთავრობო სექტორისა და აქტიური მოქლაქეებისთვის გამართულ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრაზე, საუბარი შეეხო იმ გამოწვევებს, რაც საქართველომ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით მიიღო.

"საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრის" დირექტორის მოადგილის, გიორგი გოგუაძის თქმით, ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამოქმედო გეგმის შესრულება გარკვეულ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული, თუმცა, ეს არის ცოცხალი პროცესი.

მისივე თქმით, ქვეყანამ უკვე გაიარა რამდენიმე ეტაპი, თუმცა, მთავარი ჯერ კიდევ წინ არის.

"ეს არის ცოცხალი პროცესი, ერთიანი სისტემა და არის კონკრეტული გადასალახი პუნქტები. ერთ-ერთი რაც უკვე ნაწილობრივ გავიარეთ, არის სურსათის ეტიკეტირება, თუმცა, ხელშეკრულებით გაწერილი ვალდებულებების მთვარი ნაწილი ჯერ კიდევ შესასრულებელია. ერთ-ერთი ეს არის  გარემოს დაცვა, სადაც უმნიშვნელოვანესი გამოწვევა აქვს საქართველოს, როგორც ქვეყანას, რადგან ჩვენთან ჰაერის დაბინძურების საკმაოდ  მაღალი მაჩვენებელია,   ასევე, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, სოფლის მეურნეობა და სხვა მნიშვნელოვანი თემები" , - განაცხადა შეხვედრაზე გიორგი გოგუაძემ.

სემინარზე საუბარი, ასევე, შეეხო ევროკავშირის შექმნის ისტორიას და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს. ასევე, მითებსა და რეალობას, რაც საზოგადოებაში ევროკავშირის შესახებ არსებობს.

შეხვედრის ორგანიზატორთა თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადების სწორი ინფორმირება როგორც ევროკავშირის, ასევე, ნატოს შესახებ. ამაში კი არასამთავრობო სექტორსა და მედიას მნიშვნელოვანი როლი აკისრია.

ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა საქართველოს 2020 წლიდან ელოდება, როცა მან სრულად უნდა დაიწყოს სურსათის უვნებლობის თვალსაზრისით დაგეგმილი რეფორმების გატარება. ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამოქმედო გეგმა 2029 წლამდეა გაწერილი.

ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით,  მსგავსი შეხვედრები,  აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში რეგიონის მასშტაბით იმართება.

შეხვედრებს,   ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრთან ერთად, ორგანიზებას უწევს "აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამა".


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.