პოლიტიკა
"ტყუილად კარგავთ დროსაც და კვერცხებსაც"
FaceBook
ქუთაისში, გაერთიანებული ოპოზიციის ოფისში, სადაც რამდენიმე საათის წინ "ქართული ოცნების" აქტივისტების აქცია იყო, ბრიფინგი გამართეს.
პარტიაში "ოცნების" მხარდამჭერების მიერ მათზე იერიშის მიტანას უგუნურება უწოდეს. 

"მე, ვფიქრობ ეს იყო უპრეცენდენტო უგუნურების ფაქტი, ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა რამდენიმე სიტყვით ხასიათდებოდა, ახლა დაემატა კვერცხების სროლა, ამ აქციაში მონაწილეობას იღებდნენ პედაგოგები, რაც ძალიან საწყენია.  ყველაზე საწყენი არის პოლიციელების უმოქმედობა, როცა ყველაფერი სახეზეა, პოლიცია ბუფერის როლს თამაშობს. ივანიშვილმა დააკნინა პოლიციელის ინტიტუტი, ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ ჩვენ დავშინდეთ, ტყუილად კარგავთ დროსაც და კვერცხებსაც", -   განაცხადა ბრიფინზე  გია თევდორაძემ.


დღეს "ქართული ოცნების" აქტივისტებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა "არა მიშას" სახელწოდებით აქცია-მსვლელობა მოაწყვეს. ისინი თეთრი ხიდიდან გაერთიანებული ოპოზიციის ოფისთან  მოვიდნენ და კვერცხები დაუშინეს. ადგილზე ფიზიკურ დაპირისპირებასაც ჰქონდა ადგილი, ანალოგიურად  მივიდნენ  "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთანაც. 


შეგახსენებთ, რომ 29 ნოემბერს, ქუთაისში, "ნაციონალური მოძარობის" ოფისთან "ქართული ოცნების"  წევრები და მხარდამჭერები,  ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მივიდნენ და ოფისს კვერცხები დაუშინეს. მათ ასევე, შენობასთან ცოცხები მიიტანეს. ისინი აცხადებენ, რომ ეს პასუხია "ნაციონალების" ქმედებაზე, რომლებმაც, მათი თქმით, "ქართული ოცნების" ოფისი დაარბიეს.

მომხდარიდან მეორე დღეს, 30 ნოემბერს, "ქართული ოცნების" ოფისში დახურული თათბირი გაიმართა. შენობაში იმყოფებოდნენ მერიის ააიპებისა და მუნიციპალიტეტების თანამშრომლები, ასევე, საკრებულოს დეპუტატები.
შეხვედრიდან გამოსულები ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობდნენ, რომ შტაბში ერთმანეთის მოსანახულებლად იმყოფებოდნენ, სავარაუდოდ, სწორედ იქ მოხდა დღევანდელი აქციის დაგეგმვა. 


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერის ყოფილი მოადგილე
გრიგოლ დალაქიშვილი,  სამტრედიაში მერის პირველ მოადგილედ
დაინიშნა.
15:21 / 11.08.2020
ქუთაისის მერის ყოფილი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი,  სამტრედიაში მერის პირველ მოადგილედ დაინიშნა.
14:37 / 03.08.2020
"ევროპულმა საქართველომ" ქუთაისში მაჟორიტარობის კანდიდატად ოთარ კახიძე დაასახელა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.