პოლიტიკა
სამტრედიაში გარდაცვლილ ახალგაზრდას მართლმადიდებელი ეკლესია წესს არ უგებს: "გირჩი"
FaceBook

სამტრედიაში გარდაცვლილ ახალგაზრდას მართლმადიდებელი ეკლესია წესს არ უგებს.


რადგან გარდაცვლილი “ბიბლიური თავისუფლების“ მღვდელმთავარი იყო.
ამის შესახებ განცხადებას "გირჩი ავრცელებს. "წინა კვირის სამშაბათს, ავტოავარიაში დაიღუპა სამტრედიის რაიონში მცხოვრები, “ბიბლიური თავისუფლების” მღვდელმსახური, 24 წლის შაკო ბარამიძე. ოჯახს სურს შაკოს მართლმადიდებლური წესით დაკრძალვა. მიცვალებულისთვის წესის ასაგებად, ოჯახმა რამდენიმე ადგილობრივ სასულიერო პირს მიმართა, მაგრამ უარი მიიღო.

სასულიერო პირების თქმით, ადამიანებს, ვისაც “ბიბლიური თავისუფლების” მოწმობა აქვთ აღებული, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტ საბასგან, აკრძალული აქვთ წესის აგება. ოჯახს გარდაცვლილი შაბათს უნდა დაეკრძალა, მაგრამ გადადეს, რადგან არ სურთ მართლმადიდებლური წესის აგების გარეშე დაკრძალვა. ოჯახმა დაკრძალვა იმის იმედით გადადო, რომ გამოჩნდებოდა სასულიერო პირი, რომელიც წესს აუგებდა გარდაცვლილს. ამ შემთხვევის გამო, კვირას “ბიბლიურმა თავისუფლებამ” გასცა ცნობა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ შაკო ბარამიძის სახელზე გაცემული მღვდელმსახურის მოწმობა გაუქმებულია და გარდაცვლილი პიროვნება აღარ ირიცხებოდა ჩვენი ეკლესიის მღვდელმსახურად.

აღნიშნული ცნობის შესახებ, ოჯახმა შეატყობინა, როგორც სასულიერო პირებს, ასევე საპატრიარქოს და კიდევ ერთხელ ითხოვა წესის აგება, თუმცა კვლავ უარი მიიღო მათგან. გარდაცვლილი ოჯახს შაბათს უნდა დაეკრძალა, თუმცა დღემდე დაუკრძალავი რჩება და ოჯახი კვლავ ეძებს მართლმადიდებელ სასულიერო პირს, რომელიც წესს აუგებს გარდაცვლილს. მართლმადიდებელ სასულიერო პირებს გთხოვთ, გამოგვეხმაუროთ, რათა დაგაკავშიროთ დაღუპულის ოჯახს", – ნათქვამია განცხადებაში.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
,,ლეიბორიტული პარტიის
12:10 / 27.09.2020
,,ლეიბორიტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა, თბილისში, მეტეხის ტაძრის ეზოდან ამომრჩევლებს, ქვეყნის მასშტაბით, მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა.
ნანუკა ჟორჟოლიანი ვანის, სამტრედიის, ხონისა და
წყალტუბოს რაიონებში მაჟორიტარობის კანდიდატად
წარადგინეს.
08:15 / 24.09.2020
ნანუკა ჟორჟოლიანი ვანის, სამტრედიის, ხონისა და წყალტუბოს რაიონებში მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.