პოლიტიკა
დაკარგვის შემთხვევაში, პასპორტის აღების წესი იცვლება
FaceBook
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის. კანონპროექტით მიხედვით, დაკარგვის საფუძვლით პასპორტის შეცვლის მოთხოვნას თან უნდა დაერთოს სამართალდამცავი ან ამ გარემოების თაობაზე, შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, სხვა კომპეტენტური ორგანოსთვის მიმართვის დამადასტურებელი დოკუმენტი.


ამასთან, ახალი რედაქციით ყალიბდება ამავე კანონის 202 მუხლის 86 პუნქტი, რომლის შესაბამისად, პასპორტის დაკარგვის თაობაზე სამართალდამცავი ან სხვა კომპეტენტური ორგანოებისათვის მიმართვის დამადასტურებელი დოკუმენტი ლეგალიზებისა და აპოსტილით დამოწმების გარეშე მიიღება.

გარდა ამისა, კანონპროექტით გათვალისწინებული გარდამავალი ხასიათის თანახმად, კანონის ამოქმედებამდე მიღებულ განაცხადებზე არ გავრცელდება ამავე კანონით გათვალისწინებული დოკუმენტის წარმოდგენის ვალდებულება.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ მისი მომზადება პრაქტიკაში გამოვლენილმა შემთხვევებმა განაპირობა.

„პრაქტიკაში გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც დოკუმენტის დაკარგვის საფუძვლით სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართავენ ის პირებიც, რომლებსაც დოკუმენტი რეალურად არ დაუკარგავთ და შემდგომ ამ დოკუმენტებით ცდილობენ საზღვრის გადაკვეთას - როგორც საქართველოდან გასვლას, ასევე შენგენის ზონაში გადაადგილებას. ის გარემოება, რომ უცხო ქვეყანაში ხშირად ვერ ხერხდება მოქმედი დოკუმენტის იდენტიფიცირება, პრობლემებს უქმნის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმს,” - აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის ინიციატორი იუსტიციის სამინისტროა. მას ბიუროს სხდომაზე 11 ნოემბერს წარადგენენ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს
პრეზიდენტმა, სალომე
ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.
16:59 / 17.04.2024
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.
ათიათასობით საქართველოს მოქალაქის პროტესტის მიუხედავად პარლამენტმა
რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო.
14:52 / 17.04.2024
ათიათასობით საქართველოს მოქალაქის პროტესტის მიუხედავად პარლამენტმა რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.