პოლიტიკა
ქუთაისში, ბენეფიციარებს სოციალური დახმარება ერთი თვეა არ მიუღიათ
FaceBook
ქუთაისში სოციალურად დაუცველ 300-მდე ოჯახს ფულადი დახმარება ამ დრომდე არ აუღია.
ბოლოს ფულადი შემწეობა ბენეფიციარებს მიმდინარე წლის სექტემბერში ჩაერიცხათ. სოციალური მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, რომ მათ ვისაც ფულადი დახმარება შეუწყდა დეკემბერში აღუდგებათ. 


''ნოემბრის ბოლოს სარეიტინგო ქულები დაჯამდება, დეკემბერში კი ვინც საჭირო ქულებს დააგროვებს იმას აღუდგება''-, ამბობს სოციალური მომსახურების სააგენტოს ქუთაისის სერვიცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჭიღლაძე.

მისივე თქმით, ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის თვის შემწეობა სოციალურად დაუცველებს დეკემბერში ერთიანად ჩაირიცხება. 


ქუთაისში სოციალურ დახმარებას 2 164  ოჯახი იღებს, აქედან ამდროისთვის  ფულადი შემწეობის მიღება 300 ოჯახს აქვს შეჩერებული.

სოციალურად დაუცველ ოჯახებს ფულადი შემწეობა 22 ოქტომბერს შეუჩერდათ.




ამავე თემაზე:

"რა ვაჭამო ამ თვეში შვილებს" - დაპირისპირება ქუთაისის სოციალური მომსახურების სააგენტოში (ვიდეო)

"სააგენტომ ულუკმაპუროდ დაგვტოვა" - ქუთაისში სოციალურად დაუცველებს დახმარება შეუჩერდა
Print