ახალი ამბები
"სააგენტომ ულუკმაპუროდ დაგვტოვა" - ქუთაისში სოციალურად დაუცველებს დახმარება შეუჩერდა
FaceBook
სოციალურ საცხოვრისში მცხოვრები ნემსწვერიძეების 8 სულიანი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი ფულადი შემწეობაა, რომელიც ყოველთვიურად 540 ლარს შეადგენს.

ოჯახის დიასახლისი მირანდა ნემსწვერიძე, გვიყვება, რომ ეს თანხა 5  შვილის გამოსაკვებას,  შვილიშვილის, მოხუცი მშობლების წამლებს და ოჯახის სხვა საჭიროებებზე უნდა გაანაწილოს.

"ძალიან რთულია ოჯახის დიასახლისი იყო,მაშინ როდესაც შემოსავალი არაფერი გაქვს და გასავალი იმაზე მეტია ვიდრე შემოსავალი, რა არ ვცადე რომ სამსახური დამეწყო და ორი კაპიკი ოჯახში შემომეტანა, მაგრამ მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დანიშნული ფულადი შემწეობის იმედად ვართ, ორი წელია ყოველდღე ერთიდაიგივე საჭმელს ვჭამთ, ბავშვი შოკოლადს, რომ მთხოვს ვერ ვყიდულობ, მაგას მირჩევნია სახლში ზეთი და სხვა პროდუქტები ვიყიდო. ტანსაცმელს გვჩუქნიან, იშვიათად ვყიდულობთ, სკოლაში აქვე დადიან, წიგნებიც სკოლამ მოგვცა'',- ამბობს მირანდა ნემწვერიძე. 

ოჯახი ფულად შემწეობას ყოველი თვის 21 რიცხვში იღებს, თუმცა ოქტომბრის თვეში განსაზღვრული ფულადი დახმარება არ ჩაერიცხათ.

ამბობს, რომ წარმოადგენა არ აქვს როგორ უნდა გაიტანოს ოჯახმა თავი.

'' ჯერ ეს თანხა რა იყო 8 სულიანი ოჯახისთვის, ესეც რომ არ დაგვერიცხა საერთოდ რა უნდა ვქნათ, მე მგონი მთავრობას არ ვაინტერესებთ, ჩვენს არსებობას მხოლოდ არჩევნების წინ გებულობენ, როცა ხმები სჭირდებათ. ახლა სააგენტომ ულუკმაპუროდ დაგვტოვა",- გვეუბნება ოჯახის დიასახლისი.

ნემსწვერიძეების ოჯახი სოციალურ საცხოვრისში ორი წლის წინ ერთ ოთახში შეასახლეს, მანამდე კი როგორც მირანდა ნემსწვერიძე გვიყვება, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ. თუმცა ამის გამო, რომ ოჯახს თანხის გარდა სხვა შესაძლებლობა არ ქონდა, იმ 82 შეჭირვებულ ოჯახებს შორის მოხვდა, რომლების სერთო საცხოვრისში  დააბინავეს. ნემსიწვერიძეებს იქ მხოლოდ ერთი ოთახი  ერგო. 

ამ ოჯახის მსგავსად ამ თვეში ლუკმა-პურის გარეშე დარჩნენ სოციალური საცხოვრისში კიდევ მცხოვრები 32 ოჯახი.

საცხოვრისის მობინადრეები ფულად შემწეობის პრობლემის გარდა ობიექტში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზეც საუბრობენ, ამბობენ, რომ იატაკი, კედლები ნელ-ნელა იშლება.

მობინადრეების თქმით, საცხოვრისის დერეფანში ბავშვების გადაადგილება უკვე საფრთხის შემცველია. 




'' ჯერ ისედაც რა პირობებში ვცხოვრობთ, ზამთარი მოდის და ბუნებრივი აირი არ გვაქვს და იმედიც არაა რომ გაზს შემოგვიყვანენ, კიდევ სააგენტოს მიერ შეჩერებული შემწეობა გვინდოდა?!'',- ამბობს სოციალურად დაუცველი მირანდა ნემწვერიძე.

ფულადი შემწეობა საცხოვრისში მცხოვრებ 32 ოჯახს არ მიუღია, რის გამოც დღეს სოციალური მომსახურების ქუთაისის ფილილში მივიდნენ და ხელმძღვანელისგან პასუხები მოითხოვეს.

''პერიოდულად მოწმდება სოციალურად დაუცველი ოჯახები, ეს პირობა დახმარების დანიშვნისთანავე ეცნობა ოჯახს, შეღავათით ისარგებლებენ, თანხაც არ დაეკარგებათ, აგენტი გადაამოწმებს მათ საცხოვრებელ ადგილს და ისევ გაუგრძელდებათ სოციალური დახმარება'',- განმარტავს სოციალური სააგენტოს იმერეთის სამხარეოს უფროსი ნინო ჭიღლაძე. 

მიმდინარე თვეში ნიკეას N40გ-ში მცხოვრებ 32 სოციალურად დაუცველს შეწყდა დახმარების თანხა, ქუთაისის მასშტაბით კი 300-მდე ოჯახს.

მირანდა ნემსწვერიძე ნიკეას N40გ-ში ორი წელია ცხოვრობს, ფართი ყველა მცხოვრებს ერთნაირი აქვს.
ქუთაისის მერიამ 2017 წელს 80 სოციალურად დაუცველ ოჯახს ფართი 5 წლიანი ხელშეკრულებით გადასცა.




ა
მავე თემაზე:

"რა ვაჭამო ამ თვეში შვილებს" - დაპირისპირება ქუთაისის სოციალური მომსახურების სააგენტოში (ვიდეო)
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.



შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია
ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი
სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა
შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა
გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის
მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის
პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და
მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში
გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018
წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და
ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების
მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი
საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან
დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების
მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის
უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.


შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018 წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.

"ბოლო დროს, შახტში ხშირია მარცხი, რომელიც სავალალო შედეგებით მთავრდება, ნახშირმომპოვებელი უბნები, ერთმანეთის მოყოლებით ფეთქდება და იწვის. რისი თქმა მინდა მეგობრებო, ამ წარმოებაში, მოშლილა სისტემა.

ორმა არაპროფესიონალმა ადამიანმა, ერთპიროვნულად ჩაიგდო ხელთ, მართვის სტრუქტურა. გამოცდილ კადრებს, რომლებიც თითზე ჩამოსათვლელი დარჩა ამ წარმოებაში, ( ჩემი პატივისცემა მათ) აღარაფერს ეკითხებიან. წარმოების სადავეები რამოდენიმე ნარკომანს და სოცკისთან დაახლოებული, არაპროფესიონალ კადრებს უჭირავს, რაც იწვევს შახტში, მოხშირებულ მარცხებს. ყველა, მექანიზმი და სატრანსპორტო საშვალება, რომელიც ემსახურება, მშრომელების გადაადგილებას და ნახშირის ტრანსპორტირებას, შახტიდან ზედაპირამდე , თითქმის 100% -ით გამოსულია მწყობრიდან, რაც საფრთხეს უქმნის მეშახტეთა სიცოცხლეს.

ნახშირ მომპოვებელი უბნები, კატასტროფულ მდგომარეობაშია, იქ ადგილზე მომუშავე პერსონალი, ძალიან დიდი რისკის ქვეშაა. არანაირი გადაიარაღება და ახლით ჩანაცვლება არ ხდება, რაც წარმოებას საბოლოოდ მიიყვანს დაკეტვის პირას და 100 ობით ადამიანის უმუშევრად დარჩენას. რისი თქმა მინდა მეგობრებო? ეს წარმოება უბრუნდება, 2018 წლის ნიშნულს, მარცხისა და სიკვდილიანობის მხრივ, როდესაც მოცემულ წლებში, ყოველ სამ თვეში, ათობით ადამიანი, მარცხდებოდა და იღუპებოდა. მაშინ, პირადად მე, ყველა მეშახტემ, ვისთვისაც ღირებილი იყო ადმიანის სიცოცხლე, გული შესტკიოდა წარმოების მომავალზე ხმა ამოვიღეთ და მიზანსაც მივაღწიეთ.

უპირველეს ყოვლისა, წლების განმავლობაში, აღარ ხდებოდა შახტში მარცხი, წარმოებაც შევინახეთ და გადავარჩინეთ. მეამაყება, მაშინდელ წლებში პროტასტის, რომელსაც პირადად მე,100 ობით მეშახტესთან ერთად ვხემძღვანელობდით და შედეგიც დავდეთ, ეს ყველა მეშახტეს კარგად ახსოვს. ამიტომ იყო, რომ წლების შემდგომ, არ მაპატიეს, მეშახტეების გვერჩიდგომა, ყველა მათ არასწორ გადაწყვეტილებაზე ხმის ხმამაღლა ამოღება და სისტემამ, მომიშორა თავიდან. მინდა მივმართო ყველა მეშახტეს! ხმა ამოიღეთ მეგობრებო, ყველა იმ რისკებზე, რაც თქვენ ჯამთელობას და სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, თორემ შემდგომ, ჯვარი დაგწეროთ ღმერთმა გვიანი იქნება", - წერს  შახტის ყოფილი  თანამშრომელი. 

„ქუთაისიპოსტი“ შახტში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საწარმოს ადმინისტრაციის პოზიციის გარკვევას შეეცდება.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.