ახალი ამბები
ეროვნული ლიგის 32-ე ტურის მატჩები დასრულდა - იმერული კლუბები დამარცხდნენ
FaceBook
ეროვნული ლიგის 32-ე ტურის მატჩები დასრულდა- იმერული კლუბები დამარცხდნენ.
სამტრედიის "ეროსი მანჯლაგაძის" სახელობის სტადიონზე თბილისის "საბურთალომ" მასპინძლები დამაჯერებლად 0:2 დაამარცხეს. ორივე გოლი გუნდის კაპიტანმა, გიორგი ხარაიშვილმა გაიტანა. "სამტრედიამ" ამ წაგები საქმე გაირთულა სატურნირო ცხრილში, ის მეტოქებს საკმაოდ ჩამორჩა.

გორის "დილასა" და ქუთაისის "ტორპედოს" შორის გამართული მატჩი გორელების გამარჯვებით დასრულდა. იმისდა მიუხედავათ, რომ ქუთაისელები 90 წუთის მანძილზე დიდ უპირატესობას ფლობდნენ მომენტებს ვერ იყენებდნენ. "დილამ" კი გამარჯვების გოლი მატჩის 56-ე წუთზე გაიტანა, თავი კირკიტაძემ გამოიჩინა. ამ წაგებით "ტორპედომ" ჩამორჩენა გაზარდა ლიდერ "დინამოსთან".

მესამე მატჩი კი,  "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე გაიმართა, საჩხერის "ჩიხურა" თბილისის "დინამოს" დაუპირისპირდა. მატჩი თბილისელების უპირატესობით დაიწყო და ანაგარიშიც მალევე გაიხსნა. მე-15 წუთზე ქარდავამ გახსნა ანგარიში, ტაიმის ბოლოსკენ "დინამომ" მეორე გოლიც გაიტანა. საჩხერლებმა ანგარიშის შემცირება 46-ე წუთზე შეძლეს. გოლი კვერნაძის ანგარიშზეა.

"დინამომ" საბოლოო ანგარიში 59-ე წუთზე დააფიქსირა, სტუმრებმა მატჩი 3:1 მოიგეს. "დინამომ" 4 ქულით გაზარდა სხვაობა "ტორპედოსთან" და პირველი
ადგილი შეინარჩუნა.

ბაქარ ლიკლიკაძე

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის
წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე
იწვევენ.
12:08 / 20.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე იწვევენ.
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული
კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.
11:02 / 20.04.2024
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.