ახალი ამბები
უმოწყალოდ ჩეხენ ჯანსაღ ხეებს - გაჩეხილი ტყე ცხრაჯვართან (ფოტო)
FaceBook
"იქნებ ვინმემ მიაქციოს ყურადღება ამ საშინელ ფაქტს"

მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბი "თეთნულდი" ცხრაჯვართან (ტყიბულის მუნიციპალიტეტი) მისასველ გზაზე გაჩეხილი ტყის ამსახველ ფოტოებს ავრცელებს.
კლუბის წევრები აცხადებენ, რომ ცხრაჯვარზე ყოველი ასვლის შემდეგ ხვდებათ ახალი გაკაფული ტყის ზოლი: "თოვლის დადნობასთან და ცხრაჯვარის მისასვლელ გზასთან ერთად აქტიურდებიან და უმოწყალოდ ჩეხენ ჯანსაღ ხეებს. ეს ყველაფერი რომ უკანონობაა ადასტურებს ის ფაქტიც, რომ მუშაობენ და ხეებს ჭრიან ძირითადად მთელი ღამის განმავლობაში და რამოდენიმე დღის შემდეგ ადიან მოჭრილი ხეების ჩამოსატანად. უბედურება იმასთან ერთად, რომ ჩვენს ბუნებას არ ვუფრთხილდებით, ისიც არის, რომ ეს ყველაფერი ხდება იქ, სადაც ძალიან ბევრი ხალხი მოძრაობს და წესით ეს ფაქტები შეუმჩნეველი არ უნდა დარჩენოდათ მათ, ვისაც ბუნების დაცვა ევალებათ. იქნებ ვინმემ მიაქციოს ყურადღება ამ საშინელ ფაქტს, თორემ ერთ დღესაც ხელში შეგვრჩება უტყეო და განადგურებული ცხრაჯვარი და ნაქერალას უღელტეხილი," - აცხადებენ მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბში "თეთნულდი".

გაჩეხილი ტყის ამსახველი ფოტოები იხილეთ აქ:
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა
სამტრედიაში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს.
12:22 / 05.02.2026
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სამტრედიაში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 თებერვლამდე დასავლეთ
საქართველოში მოსალოდნელია თბილი, უმეტესად უნალექო და ქარიანი
ამინდი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე
ნალექი და ნისლი აღინიშნოს.
12:43 / 04.02.2026
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი, უმეტესად უნალექო და ქარიანი ამინდი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი და ნისლი აღინიშნოს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.