ახალი ამბები
„სამტრედიამ“ თბილისის „დინამო“ დაამარცხა
FaceBook
ეროვნული ლიგის 31-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა თბილისში "დინამო არენაზე" გაიმართა. თბილისის "დინამო" სამტრედიის "სამტრედიას" დაუპირისპირდა.

მატჩის პირველი ტაიმი საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა, ორივე გუნდი თანაბრად ქმნიდა მომენტებს, თუმცა, ორივე გუნდის მეკარე შეუდარებელი იყო. მეორე ტაიმში თითქოსდა ტემპი დავარდა, მატჩის ბოლოსკენ "დინამომ" შეიძლება ითქვას მცირეოდენი უპირატესობა მოიპოვა, თუმცა, დამაგვირგვინებელ ფაზამდე საქმე ვერცეთმა გუნდმა მიიყვანა.

მატჩის ბოლო წუთს კი "სამტრედიის" ლეგიონერმა ანრიმ გამარჯვების გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში ტაბლოზე 1:0, "სამტრედიის" სასარგებლოდ, დააფიქსირა.

"სამტრედიამ" 23 წლიანი პაუზის შემდეგ "დინამო" საკუთარ მოედანზე დაამარცხა. ამ მოგებით სამტრედიელებს 61 ქულა დაუგროვდათ. "სამტრედიამ" ჩამორჩენა უახლოეს მდევარ "ტორპედოსთან" 3 ქულამდე შეამცირა და ლიდერ "დინამოსთან" კი 4 ქულამდე.


ბაქარ ლიკლიკაძე
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.