ახალი ამბები
ქუთაისის N 59-ე საოქლო საარჩევნო კომისიამ საჩივრების განხილვის პირველი დღე დაასრულა
FaceBook
ქუთაისის N 59-ე საოქლო საარჩევნო კომისიამ საჩივრების განხილვის პირველი დღე დაასრულა.
კომისიის წევრებმა სულ 14 საჩივარი განიხილეს, რომლებიც, ძირითადად, კენჭისყრის პროცესის დროს გამოვლენილ დარღვევებს ეხებოდა.

განხილვის შედეგად კომისიამ არ დააკამყოფილა 8 საჩივარი, შენიშვნა მისცა ერთი უბნის თავმჯდომარეს და გაფრთხილება მისცა 5 საარჩევნო უბნის თავმჯდომარეებსა და კომისიის წევრებს.

N 43-ე უბანზე კი, სადაც გადასატანი ყუთის სიის ამომრჩეველმა ყუთში ბიულეტენები კონვერტის გარეშე ჩაყარა, კომისის გადაწყვეტილებით გადასატანი ყუთის თანმხლებ ორ პირს შენიშვნა გამოუცხადა, უბნის თავმჯდომარეს კი ხელფასის 10% დააკლდა. N 43-ე უბნის შედეგების განხილვის დროს, კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, რომელიც უბნის თავმჯდომარისთვის უფრო მკაცრი ზომების მიღებას ითხოვდა, სხდომა დატოვა.

N 64-ე უბანზე კი, სადაც კომისიის წევრებმა საკონტროლო ფურცელზე არ მიუთითეს მისი შევსების დრო და რის შემდეგაც 5-მა ამომრჩველმა მისცა ხმა ისე, რომ პრობლემა აღმოფხვრილი არ იყო, კომისიამ უბნის თავმჯდომარეს შენიშვნა გამოუცხადა.

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისია საჩივრების განხილვას 24 ოქრომბერს გააგრძელებს.

უკვე ცნობილია, რომ დღის ბოლომდე კომისიაში კიდევ 14 ახალი საჩივარი შევიდა. მათგან 13 საჩივრის ავტორი "საიაა", ხოლო ერთი საჩივარი "სამართლიანმა არჩევნებმა" დაწერა.

საოლქოს საჩივრების განხილვისთვის ვადა 24 ოქტომბრამდე აქვს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.