ახალი ამბები
"მინდოდა ბავშვები გამეხარებინა და ტორტი გაუფრთხილებლად მივიტანე"
FaceBook
სოფელ ილემის ბაღში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. დირექტორის თქმით, ბაღში ოცი აღსაზრდელია, 19 ოქტომბერს კი, 11 ბავშვი მოიწამლა. ნანა სხილაძე იხსენებს,რომ ერთ ერთი აღსაზრდელის დაბადების დღეზე ბებიამ ბაღში ნებართვის აღების გარეშე მოიტანა ტორტი. დაახლოებით ორი საათის გასვლის შემდეგ კი ეტაპობრივად დაეწყოთ ინტოკსიკაცია.

ამ ეტაპზე ყველა პაციენტი გაწერილია საავადმყოფოდან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ადგილზე ამ წუთებში სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადენლები იმყოფებიან. მათი განმარტებით, იმ საკონდიტროს შემოწმება მიმდინარეობს, სადაც ტორტი შეიძინეს. ასევე, ბაღში წყლის სინჯებსაც აიღებენ. სასწავლო პროცესი ორშაბათიდან განახლდება.

"შვილი წელს პირველად მივიყვანე ბაღში და მინდოდა ბავშვები გამეხარებინა. ისე მივიტანე არავისთვის მითქვამს და ჩემი დანაშაულია, რომ არ ვიკითხე. გაფრთხილებულიც ვიყავით მშობელთა კრებაზე, რომ არ შეიძლება ტორტის შეტანა. როცა შვილს ეხება საქმე, არ ვუსმენთ არც უფროსს, არც დირექტორს და არავის. სხვა საკვები მათ არანაირად არ მოწამლავდა",  - ამბობს ბავშვის დედა სალომე კვირიკაშვილი.



ამავე თემაზე:

ზესტაფონის საბავშვო ბაღში აღსაზრდელები მოიწამლნენ

ზესტაფონის საბავშვო ბაღში მოწამლული ბავშვები საავადმყოფოდან გაწერეს
Print