ახალი ამბები
ქუთაისში რეზო ჩხეიძის მემორიალური დაფა გახსნეს
FaceBook
ქუთაისის მერიამ ცნობილ ქართველ რეჟისორს რეზო ჩხეიძეს მემორიალური დაფა გაუხსნა. მემორიალი, ხახანაშვილის ქუჩის № 14-ში გაიხსნა, სადაც (1934-1937წწ.) რეზო ჩხეიძე მამასთან, მწერალ დია ჩიანელთან (დავით ჩხეიძე) ერთად ცხოვრობდა.   დღეს, 19:00 საათზე, ასევე,  ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში მოეწყობა რეზო ჩხეიძის წიგნის პრეზენტაცია-გაყიდვა. წიგნს თან ახლავს ფილმ ,"ჯარისკაცის მამის'' კომპაქტ დისკი (ფერადი ვერსია). წიგნის გაყიდვიდან შემოსული თანხა მოხმარდება რეზო ჩხეიძის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციას. მოეწყობა აგრეთვე რეზო ჩხეიძის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტო გამოფენა და ფილმის პრეზენტაცია. (ფილმის რეჟისორები: კოტე ვერულაშვილი და ზვიად მესხი; ფილმის პროდიუსერი  - ინეზა ავალიანი)

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
27 ივნისს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა,
13:16 / 28.06.2025
27 ივნისს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ რუსთაველის გამზირზე შიმშილობა დაიწყო. 
რიკოთის 4 ზოლიანი ჩქაროსნული გზის დარჩენილი 4 კმ-იანი მონაკვეთის
აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებაზე 2 ზოლის მშენებლობა დასრულდა და
ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეს გაიხსნა.
13:02 / 28.06.2025
რიკოთის 4 ზოლიანი ჩქაროსნული გზის დარჩენილი 4 კმ-იანი მონაკვეთის აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებაზე 2 ზოლის მშენებლობა დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეს გაიხსნა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.