ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტიდან ათენის მიმართულებით პირდაპირი რეისი დაინიშნება
FaceBook
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ათენის მიმართულებით პირდაპირი რეისები შესრულდება.

ავიაკომპანია "ვიზაერი" ახალ მიმართულებით ფრენებს მიმდინარე წლის 17 მაისიდან განახორციელებს.

"ქუთაისი - ათენი ავიარეისები 17 მაისიდან, კვირაში ორი სიხშირით, ხუთშაბათსა და კვირას შესრულდება,"- აცხადებენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოფიციალურ გვერდზე.

მათივე ცნობით, ბილეთების შეძენა შესაძლებელია 53.99 ლარიდან.

შეგახსენებთ, რომ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, უმსხვილესმა ბიუჯეტურმა ავიაკომპანიამ სულ ცოტა ხნის წინ საქართველოდან ოპერირების გაორმაგება დააანონსა.

ქუთაისის აეროპორტში მეორე ხომალდის ბაზირებასთან ერთად ავიაკომპანია იწყებს პირდაპირ ფრენებს ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა პრაღა (ჩეხეთი), ბარსელონა (ესპანეთი), პარიზი - ბუვე (საფრანგეთი), რომი - ფიუმიჩინო (იტალია) და ათენი (საბერძნეთი).

ქუთაისის საერთშორისო აეროპოტიდან კომპანია "ვიზეარმა" ახალი ფრენა ვროცალვის მიმართულებისთაც დაამატა. რომლის განხორციელებაც 2018 წლის მარტიდან დაიუწყება.

ამ დროისთის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიარეისებს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია "ვიზეარი" ბერლინის, მემინგემის, დორტმუნდის, ლონდონის, მილანის, თესალონიკის, ლარნაკას, სოფიას, ბუდაპეშტის, ვილნიუსის, ვარშავასა და კატოვიცეს მიმართულებით ხორციელდება.

"ვიზეარი" ქუთაისში 2012 წლიდან ოპერირებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ
პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
16:59 / 13.03.2026
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის
მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და
პროკურატურას მიმართავენ.
16:25 / 13.03.2026
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და პროკურატურას მიმართავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.