ახალი ამბები
ქუთაისის მერია ბინების ეზოებში საჩრდილობებს (ფანჩატურებს) აღარ მოაწყობს
FaceBook
ქუთაისის მერია ბინების ეზოებში ფანჩატურებს მიმდინარე წელს აღარ მოაწყობს.
მიზეზი ორჯერ ჩავარდნილი ტენდერია, რომელიც ერთ შემთხვევაში პრეტენდენტების არ არსებობის გამო არ შედგა, ხოლო მეორე შემთხვევაში ტენდერში მონაწილე კომპანია არაკვალიფიციურად სცნეს.

ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ ბინების ეზოებში ფანჩატურების მოსაწყობად მესამედ ტენდერს აღარ გამოაცხადებს.

მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში "ქუთაისიპოსტს" განუმარტეს, რომ ტენდერი ფანჩატურების მოსაწყობად სახელწიფო შესყიდვა იმ მიზეზით აღარ გამოაცხადდება, რომ მიმდინარე წელს მისი მოწყობა ვეღარ მოესწრება.

ქუთაისის მერიას საცხოვრებელი ბინების ეზოებში საჩრდილობების (ფანჩატურების) მოსაწყობად პირველდ სახელმწიფო შესყიდვა (170011435) 20 030 ლარზე მიმდინარე წლის 19 აგვისტოს გამოაცხადა. თუმცა, ამ შემთხვევაში ტენდრი ჩავარდა რადგან სამუშაოების განხორცილებით არავინ დაინტერესებულა.

იგივე თანხაზე ადგილობრივმა თვითმმართველობამ ტენდერი (170012191) მეორედ 23 სექტემბერს გამოაცხადა. სახელმწიფო შესყიდვაზე მონაწილეობა ერთმა კომპანიამ შპს "არტმა" მიიღო, რომელმაც მერიას საჩრდილობების მოსაწყობად 20 ათას ლარამდე მოითხოვა.

"კომპანია სრულად ვერ აკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნას, ამიტომ "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების 32-ე მუხლის პირველი პუნქტის "გ" ქვეპუნქტის საფუძველზე სატენდერო კომისიამ შ.პ.ს "არტი"-ს მიანიჭა დისკვალიფიკაცია," - ნათქვამია სადისკვალიფიკაციო წერილში.




ამავე თემაზე:


ქუთაისის მერია ბინების ეზოებში საჩრდილობებს (ფანჩატურებს) მოაწყობს (ფოტო)
Print