ახალი ამბები
ქუთაისის საოლქო კომისიამ მერიის თანამშრომლის წინააღმდეგ სარჩელი არ დააკმაყოფილა
FaceBook
ქუთაისის N 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ, მერიის იურიდიული განყოფილების უფროსის, ირაკლი გიორგაძის წინააღმდეგ "სამართლიანი არჩევნების" სარჩელი არ დააკმაყოფილა.

როგორც საოლქოში აცხადებენ, სარჩელს სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა.

"სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, მოსარჩელეს ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა ოქმის შედგენაზე უარი ეთქვა", - განმარტავენ საოლქოში.

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიას, მერიის თანამშროლის წინააღმდეგ სარჩელით "სამართლიანმა არჩევნებმა" მიმდინარე წლის 29 სექტემბერს მიმართა.

არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგს ეხებოდა, ირაკლი გიორგაძე სამუშაო საათებში სისტემატურად აქვეყნებდა მმართველი პარტიის კანდიდატების საარჩევნო შეხვედრებს.




"სამართლიანი არჩევნების" მონიტორები  კვლევის ფარგლებში საარჩევნო სუბიექტების 252 შეხვედრას დააკვირდნენ.


ამავე თემაზე:

ქუთაისის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის წინააღმდეგ ცესკოში საჩივარი შევიდა
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15 ივნისს, 15:00 საათზე, ჭიათურის ცენტრში, მაღაროელები
საპროტესტო აქციას გამართავენ.
12:06 / 14.06.2025

15 ივნისს, 15:00 საათზე, ჭიათურის ცენტრში, მაღაროელები საპროტესტო აქციას გამართავენ.

შსს-ს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული
სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების
უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
11:03 / 14.06.2025
შსს-ს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.