ახალი ამბები
მოსწავლეებს ვაშლები 4 ოქტომბრიდან დაურიგდებათ
FaceBook

თბილისში მოსწავლეებისთვის ვაშლების დარიგება 4 ოქტომბრიდან  დაიწყება. პროექტის პირველი მონაწილე პირველი კლასიკური გიმნაზია იქნება.


სკოლაში ტენდერში გამარჯვებული კომპანია 2 200 ვაშლს შეიტანს, თითოეული გარეცხილი და დაფასოებული იქნება და მათ მოსწავლეებს სკოლის ადმინისტრაცია დაურიგებს. სამინისტროს ცნობით, პროექტი ეტაპობრივად დანარჩენ 9 სკოლაშიც განხორციელდება.

"ვაშლების დარიგების მიზანია, რომ შესვენებაზე ბავშვმა ჭამოს ჯანსაღი პროდუქტი. ერთ ბავშვს ერთი ვაშლი დაურიგდება. გასაგებია, რომ კვირაში ერთხელ ვაშლის ჭამა არაფერს ცვლის, მაგრამ მნიშვნელოვანია", - განაცხადა განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მისი თქმით, იმ ბავშვების რაოდენობა, რომელთაც ვაშლები დაურიგდებათ, დაახლოებით 40 000- დან 60 000 - მდეა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში მოსწავლეებისთვის ვაშლების დარიგებას კვირაში ერთხელ გეგმავს. გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში შპს KEPKA-მ გაიმარჯვა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა მიიღო მონაწილეობა, რომელმაც უწყებას ვაშლების შესაძენ თანხად 69 940 ლარი შესთავაზა.

ამ კომპანიის მიერ მიწოდებული პროდუქტით განათლების სამინისტრო დედაქალაქის 10 საჯარო სკოლას 260 ათასი ერთეული ვაშლით დეკემბრის ბოლომდე მოამარაგებს.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.