ახალი ამბები
ინტერესთა კონფლიქტი წყალტუბოს საოლქოში – კომისიის წევრი "ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატის მეუღლეა
FaceBook
"ევროპული საქართველოს" წყალტუბოს მერობის კანდიდატის, სევერიან გორდულაძის მეუღლე ამავე პარტიის მიერ #58  წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრია.
ეს იმ ერთ-ერთ საკითხთაგანია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანმა არჩევნების" (ISFED) წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიშში მოხვდა. 

სევერიან გორდულაძის მეუღლის, ბელა ბერაძის კომისიაში დანიშვნის ფაქტს წყალტუბოს #58-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში დასაშვებად მიიჩნევენ. 

წყალტუბოს #58 -ე საოლქო საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, რომ მერობის კანდიდატის მეუღლის კომიის წევრობა დარღვევა არაა, რადგან მათი თქმით, მისი დანიშვნა 2012 წლის 9 მარტის დადგენილებით დამტკიცებული ეთიკის კოდექსის მიხედვით მოხდა.

"კომისიაში მისი რეგისტრაციიდან ხუთი დღის ვადაში ბელამ დაწერა განცხადება, რომ შემდეგ პრობლემა არ შექმნილიყო. განცხადებაში მითითებული ჰქონდა მისი ოჯახის წევრის სტატუსი, რაც დასაშვებად იქნა ცნობილი", - ამბობს #58-ე წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი, ლოლა ფანცხავა.

29 სექტემბერს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. აღნიშნული კვლევის მიხედვით, რომელიც მიმდინარე წლის 5-დან 25 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, წყალტუბოს გარდა, იმერეთის ხუთი მუნიციპალიტეტი მოხვდა, მათ შორის ქუთაისიც.


ამავე თემაზე:

ქუთაისის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის წინააღმდეგ ცესკოში საჩივარი შევიდა


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
იმერეთის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის იმერეთის
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი
დააკავეს.
15:19 / 28.06.2026
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის იმერეთის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
13:19 / 26.06.2026
"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძე განცხადებით, 2012 წლიდან დღემდე მოსახლეობის მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.