ახალი ამბები
გამოწვევად რჩება მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გაცემა - საიას კვლევა
FaceBook
იმ ადმინისტრაციულ ორგანოებს შორის, რომლებმაც ინფორმაცია ვადის მოთხოვნების დარღვევით გასცეს, საქართველოს მთავარი პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და საგარეო საქმეთა სამინისტრო ლიდერობენ. ეს განცხადება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ 28  სექტემბერს გავრცელებულ კვლევაშია ნათქვამი.

კვლევა, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოებიდან საჯარო ინფორმაციის მოთხოვნისა და გაცემის სტატისტიკას და ამ მიმართულებით არსებულ ძირითად ტენდენციებს ასახავს, 8 თვიან პერიოდს მოიცავს.

2017 წლის 1 იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, საიამ, საჯარო ინფორმაციის გაცემის მიზნით, 98 ადმინისტრაციულ ორგანოში 277 განცხადება წარადგინა. მოთხოვნილი, გაცემული, უპასუხოდ დატოვებული და საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევების ანალიზის შედეგად, შემდეგი ტენდენცია გამოიკვეთა:

გაცემული საჯარო ინფორმაცია

წარდგენილი 277 განცხადებიდან 184 განცხადებაზე (66,4%) ადმინისტრაციულმა ორგანოებმა სრულყოფილი პასუხი გასცეს, ხოლო 32 შემთხვევაში (11,6%) ნაწილობრივი. გარდა ამისა, 26 განცხადების შემთხვევაში (9,4%) ადმინისტრაციულმა ორგანოებმა უარი განცხადეს მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, 24 განცხადება (8,7%) უპასუხოდ იქნა დატოვებული. 2 განცხადებასთან დაკავშირებით მოთხოვნის დაზუსტება/განმარტება ითხოვეს, ხოლო 9 განცხადება ანგარიშის მომზადების დროს ჯერ კიდევ მიმდინარე იყო (3,9%).
ვადის გადაცილება

გამოწვევად რჩება მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გაცემა. ზემოთ აღნიშნული 277 განცხადებიდან, 1-5 დღემდე ვადის გადაცილებით მოხდა საჯარო ინფორმაციის გაცემა 17 შემთხვევაში. ხოლო 11 შემთხვევაში, ვადის გადაცილებამ ორ კვირაზე მეტი შეადგინა. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა, საჯარო ინფორმაციის ვადის დარღვევით გაცემის წინააღმდეგ ეფექტურ მექანიზმებს არ ითვალისწინებს და ყველა ასეთი შემთხვევა სათანადო რეაგირების გარეშე რჩება. იმ ადმინისტრაციულ ორგანოებს შორის, რომლებმაც ინფორმაცია  ვადის მოთხოვნების დარღვევით გასცეს, საქართველოს მთავარი პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და საგარეო საქმეთა სამინისტრო ლიდერობენ.

უპასუხო განცხადებები
საიას ინფორმაციით გაგზავნილი 277 განცხადებიდან ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან საერთოდ უპასუხოდ დარჩა 24 განცხადება. ყველაზე ხშირად უპასუხოდ განცხადებებს საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში შემავალი სასამართლო დაწესებულები ტოვებდნენ. საერთო სასამართლოებმა ჯამში 7 განცხადება დატოვეს უპასუხოდ. 4 განცხადება დატოვა უპასუხოდ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ. ასევე 4 განცხადება დატოვეს უპასუხოდ თვითმმართველმა ქალაქებმა (ბათუმი, გორი, თელავი, ზუგდიდი). ხოლო დანარჩენი 9 უპასუხოდ დატოვებული განცხადებები სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებზე მოდის. "მოცემულ შემთხვევაში განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის გარემოება რომ უპასუხოდ დატოვებული განცხადებების სტატისტიკის მიმართულებით საერთო სასამართლოები ლიდერობენ. გამოდის, რომ ხელისუფლების სწორედ ის შტო არღვევს კანონით დაკისრებულ ვალდებულებას ყველაზე ხშირად, რომელიც სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ინფორმაციის არგაცემის შემთხვევაში დავის საბოლოო არბიტრი და შემფასებელი უნდა იყოს" - ნათქვამია კვლევაში.


უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე

ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი 277 განცხადებიდან, 26 განცხადების შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანოებმა უარი განაცხადეს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე. ყველაზე ხშირად საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (7 შემთხვევა) და თბილისის საქალაქო სასამართლო (6 შემთხვევა) აცხადებდნენ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოები საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის დროს ყველა შემთხვევაში კანონის მოთხოვნების შესაბამისად მოქმედებდნენ. მაგ. თბილისის საქალაქო სასამართლომ, 3 შემთხვევაში იმ მოტივით განაცხადა უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, რომ ინფორმაციის დამუშავება მოითხოვდა დიდ დროს და რესურს. ასევე, ვერ უზრუნველყოფდნენ ინფორმაციის დამუშავებას.
"აღსანიშნავია, რომ რიგ შემთხვევებში, ვადის გადაცილება, ინფორმაციის არგაცემა და სრულყოფილად არგაცემა შესაძლებელია განპირობებული იყოს რესურსების ნაკლებობით კონკრეტულ დაწესებულებაში, თუმცა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კანონმდებლობით, აღნიშნული მიზეზი არ წარმოადგენს ინფორმაციის არგაცემის, არასრულყოფილად გაცემის ან ვადის დარღვევის ლეგიტიმურ საფუძველს და არ ათავისუფლებს ადმინისტრაციულ ორგანოს კანონით დაკისრებული ვალდებულებებისგან" - ნათვამია კვლევაში

ზემოთ აღნიშნული პრობლემების ფონზე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ დროულად უზრუნველყოს ინფორმაციის თავისუფლების კანონმდებლობის რეფორმა, რომელიც მიუხედავად ყველა თვალსაზრისით მაღალ დონეზე მომზადებული კანონპროექტისა, გაურკვეველი მიზეზებით ჭიანურდება. არსებული პროექტის დროულად მიღება და ამოქმედება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას. ამასთან, საია მოუწოდებს ადმინისტრაციულ ორგანოებს დაემორჩილონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და კანონის მოთხოვნათა შესაბამისად შეასრულონ დაკისრებული ვალდებულებები.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.



შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია
ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი
სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა
შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა
გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის
მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის
პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და
მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში
გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018
წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და
ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების
მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი
საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან
დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების
მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის
უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.


შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018 წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.

"ბოლო დროს, შახტში ხშირია მარცხი, რომელიც სავალალო შედეგებით მთავრდება, ნახშირმომპოვებელი უბნები, ერთმანეთის მოყოლებით ფეთქდება და იწვის. რისი თქმა მინდა მეგობრებო, ამ წარმოებაში, მოშლილა სისტემა.

ორმა არაპროფესიონალმა ადამიანმა, ერთპიროვნულად ჩაიგდო ხელთ, მართვის სტრუქტურა. გამოცდილ კადრებს, რომლებიც თითზე ჩამოსათვლელი დარჩა ამ წარმოებაში, ( ჩემი პატივისცემა მათ) აღარაფერს ეკითხებიან. წარმოების სადავეები რამოდენიმე ნარკომანს და სოცკისთან დაახლოებული, არაპროფესიონალ კადრებს უჭირავს, რაც იწვევს შახტში, მოხშირებულ მარცხებს. ყველა, მექანიზმი და სატრანსპორტო საშვალება, რომელიც ემსახურება, მშრომელების გადაადგილებას და ნახშირის ტრანსპორტირებას, შახტიდან ზედაპირამდე , თითქმის 100% -ით გამოსულია მწყობრიდან, რაც საფრთხეს უქმნის მეშახტეთა სიცოცხლეს.

ნახშირ მომპოვებელი უბნები, კატასტროფულ მდგომარეობაშია, იქ ადგილზე მომუშავე პერსონალი, ძალიან დიდი რისკის ქვეშაა. არანაირი გადაიარაღება და ახლით ჩანაცვლება არ ხდება, რაც წარმოებას საბოლოოდ მიიყვანს დაკეტვის პირას და 100 ობით ადამიანის უმუშევრად დარჩენას. რისი თქმა მინდა მეგობრებო? ეს წარმოება უბრუნდება, 2018 წლის ნიშნულს, მარცხისა და სიკვდილიანობის მხრივ, როდესაც მოცემულ წლებში, ყოველ სამ თვეში, ათობით ადამიანი, მარცხდებოდა და იღუპებოდა. მაშინ, პირადად მე, ყველა მეშახტემ, ვისთვისაც ღირებილი იყო ადმიანის სიცოცხლე, გული შესტკიოდა წარმოების მომავალზე ხმა ამოვიღეთ და მიზანსაც მივაღწიეთ.

უპირველეს ყოვლისა, წლების განმავლობაში, აღარ ხდებოდა შახტში მარცხი, წარმოებაც შევინახეთ და გადავარჩინეთ. მეამაყება, მაშინდელ წლებში პროტასტის, რომელსაც პირადად მე,100 ობით მეშახტესთან ერთად ვხემძღვანელობდით და შედეგიც დავდეთ, ეს ყველა მეშახტეს კარგად ახსოვს. ამიტომ იყო, რომ წლების შემდგომ, არ მაპატიეს, მეშახტეების გვერჩიდგომა, ყველა მათ არასწორ გადაწყვეტილებაზე ხმის ხმამაღლა ამოღება და სისტემამ, მომიშორა თავიდან. მინდა მივმართო ყველა მეშახტეს! ხმა ამოიღეთ მეგობრებო, ყველა იმ რისკებზე, რაც თქვენ ჯამთელობას და სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, თორემ შემდგომ, ჯვარი დაგწეროთ ღმერთმა გვიანი იქნება", - წერს  შახტის ყოფილი  თანამშრომელი. 

„ქუთაისიპოსტი“ შახტში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საწარმოს ადმინისტრაციის პოზიციის გარკვევას შეეცდება.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.