ახალი ამბები
პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია დაამტკიცა
FaceBook
საქართველოს პარლამენტმა  ახალი კონსტიტუციის პროექტი დაამტკიცა. კენჭისყრაზე რეგისტრაცია 119-მა დეპუტატმა გაიარა. კონსტიტუციის კანონპროექტს 117-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ორმა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. პარლამენტის სხდომას არ ესწრებოდნენ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები.

ახალი კონსტიტუციის განხილვის პარალელურად, პარლამენტთან  საპროტესტო აქციაც გაიმართა

კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებებით, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შედის ძალაში, ქვეყანა კლასიკურ საპარლამენტო მოდელზე გადადის.

საკონსტიტუციო ცვლილებებით, ერთ-ერთი საკვანძო ცვლილება შერეული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაა, თუმცა, პროპორციული საარჩევნო სისტემა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამოქმედდება, მომავალი 2020 წლის არჩევნები კი, კვლავ არსებული შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება. ამ არჩევნებისთვის კი, ერთჯერადად, 3%-იანი საარჩევნო ბარიერი იმოქმედებს.

კონსტიტუციის ახალი რედაქციით, ასევე, პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით იქნება არჩეული. პრეზიდენტი სპეციალური საარჩევნო კოლეგიის მიერ აირჩევა, რომელიც შედგება პარლამენტის 150 წევრისგან, ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების ყველა წევრისგან და პარტიების მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის ბოლო არჩევნების შედეგების შესაბამისად დასახელებული ხმოსნებისაგან.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მოსახლეობის ნაწილს, 26 000-მდე აბონენტს წყალმომარაგება
შეწყვეტილი აქვს.
13:07 / 18.03.2025
ქუთაისში, მოსახლეობის ნაწილს, 26 000-მდე აბონენტს წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს.
პარლამენტის ბიურომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს განსახილველად
საკანონმდებლო წინადადება გადაუგზავნა, რომლითაც სისხლის სამართლის
საქმეების განხილვის დროს ფოტო და ვიდეოგადაღების აკრძალვას ითხოვენ.
12:48 / 18.03.2025
პარლამენტის ბიურომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს განსახილველად საკანონმდებლო წინადადება გადაუგზავნა, რომლითაც სისხლის სამართლის საქმეების განხილვის დროს ფოტო და ვიდეოგადაღების აკრძალვას ითხოვენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.